ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა №8 (ნაკვეთი №1)/ნიკეას ქუჩა №8 (ნაკვეთი №1-2)-ში მდებარე გზისათვის რევაზ დვალიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№213
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.123.016009
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/09/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №213

 

2019 წლის 29 აგვისტო

ქ. ქუთაისი

 

ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა № 8 (ნაკვეთი № 1)/ნიკეას ქუჩა № 8 (ნაკვეთი № 1-2)-ში

მდებარე გზისათვის რევაზ დვალიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის № 239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის საფუძველზე:

მუხლი 1. ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა № 8 (ნაკვეთი № 1)/ნიკეას ქუჩა № 8 (ნაკვეთი № 1-2)-ში მდებარე გზას მიენიჭოს რევაზ დვალიშვილის სახელი.

მუხლი 2. დაევალოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი ჭიღვარიას, წინამდებარე განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ზემოაღნიშნული გზის სახელდებასთან დაკავშირებით, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ.კუპრაძის ქუჩა № 11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

მუხლი 4. განკარგულება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                         ნიკოლოზ ლატარია