სს „ნინოს“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „ნინოს“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ
1. წინამდებარე განცხადებით გატყობინებთ, რომ 2019 წლის 2 ოქტომბერს დანიშნულია სს „ნინოს“ (საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება, მისამართი: ქ. თბილისი, ნინოშვილის ქ. №8, საიდენტიფიკაციო კოდი: 202886127) (შემდგომში – „კომპანია“) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება.
2. კრება ჩატარდება 2019 წლის 2 ოქტომბერს, დღის 13:00 საათზე, შემდეგ მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, ნინოშვილის ქ. № 8, „ფაბრიკის“ შენობა.
3. კრების დღის წესრიგით განსახილველი საკითხებია:
1. სს „საქართველოს ბანკსა“ (შემდგომში – ბანკი) და სოლიდარულ მოვალეებს (მათ შორის – კომპანიას) შორის 2010 წლის 02 მარტს გაფორმებულ გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებაში (შემდგომში – გენერალური ხელშეკრულება) სოლიდარული მოვალეების და სოლიდარულ კრედიტორად სს „თიბისი ბანკის“ დამატება.
2. ბანკსა და სოლიდარულ მოვალეებს შორის 2018 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების დამატებითი პირობები N2-000347-063216-017-ს მოწონება.
3. გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად ნებისმიერ უზრუნველყოფის ხელშეკრულებაში/ებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, მათ შორის სოლიდარული კრედიტორად სს თიბისი ბანკის დამატება.
4. სს „თიბისი ბანკსა“ და სოლიდარულ მოვალეებს შორის 2017 წლის 05 აპრილს გაფორმებულ №0011.2546087.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში (შემდგომში – საკრედიტო ხელშეკრულება) სოლიდარულ მოვალედ კომპანიის და სოლიდარული კრედიტორად – სს „საქართველოს ბანკის“ დამატება.
5. გენერალურ ხელშეკრულებაში და საკრედიტო ხელშეკრულებაში ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დამატებითი თანხმობის გარეშე, სოლიდარულ მოვალეებად ნებისმიერი პირ(ებ)ის დამატებაზე თანხმობა.
6. კომპანიის მიერ როგორც დამოუკიდებლად, ისე ნებისმიერ მესამე პირთან ერთად სს „თიბისი ბანკიდან“ ან/და ბანკიდან ნებისმიერი ვადით, განუსაზღვრელი ოდენობით, ნებისმიერ ვალუტაში და მრავალჯერადად, საკრედიტო პროდუქტების აღება.
7. გენერალური ხელშეკრულებით ან/და საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი და მისგან გამომდინარე, გენერალური ხელშეკრულების და საკრედიტო ხელშეკრულების მონაწილე/მომავალში დამატებული ყველა/ნებისმიერი პირის ყველა/ნებისმიერი არსებული და სამომავლოდ წარმოშობილი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფის მიზნით კომპანიის საკუთრებაში არსებული ან/და სამომავლო ნებისმიერი უძრავ/მოძრავი ქონების ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის იპოთეკით/გირავნობით დატვირთვა და თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლითაც კომპანია იკისრებს სოლიდარულ პასუხისმგებლობას.
8. კომპანიის დირექტორ(ებ)ისთვის ან შესაბამისი მინდობილობა/რწმუნებულების საფუძველზე უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭება ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების გაფორმების/ხელმოწერის და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
4. კრების სააღრიცხვო თარიღია 2019 წლის 30 აგვისტო. კრებაში აქციონერის მონაწილეობის უფლება შესაძლოა შემოწმდეს 2019 წლის 30 აგვისტოდან კომპანიის დამოუკიდებელი რეგისტრატორისთვის მიმართვის გზით (გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი):
– სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი“, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №74ა, ტელეფონი: 032-222-5351 ან 032-225-1560.
5. დღის წესრიგისა და შესაბამისი დოკუმენტების დეტალურად გასაცნობად, ასევე დღის წესრიგში შესატანი საკითხებისა და მოსაზრებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემთხვევაში, წერილობით მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ნინოშვილის ქ. №8, „ფაბრიკის“ შენობა, შეტყობინების გამოქვეყნების თარიღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
სს „ნინოს“ დირექტორი ლევან ბერულავა