გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.09.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №420
სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.021440
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/09/2019
matsne.gov.ge 1,859 სიტყვა · ~9 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (11)
ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასება (შემდგომში
ჯზშ) – პროცედურების, მეთოდებისა და ინსტრუმენტების კომბინაცია, რომელთა მეშვეობით შეიძლება, შეფასებულ იქნეს კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით პოტენციური ზეგავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ამ ზეგავლენების განაწილება პოპულაციაში
მუხლი 2
დამგეგმავი ორგანო
ადმინისტრაციული ორგანო ან სხვა უფლებამოსილი ორგანიზაცია, რომელიც, შესაბამისი ნორმატიული აქტის თანახმად, პასუხისმგებელია სტრატეგიული დოკუმენტის მომზადებისთვის
მუხლი 2
დაინტერესებული საზოგადოება
საზოგადოება, რომელზედაც ზემოქმედებას მოახდენს ან შესაძლებელია, ზემოქმედება მოახდინოს საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულმა გადაწყვეტილებამ. დაინტერესებულ საზოგადოებას მიეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის მიზნებიც დაკავშირებულია ქვეყანაში გარემოს დაცვის ხელშეწყობასთან
მუხლი 2
ექსპერტი
სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების წარმომადგენელი ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ექსპერტი, ასევე უცხო ქვეყნის სუბიექტი (ფიზიკური ან იურიდიული პირი) ან მოქალაქეობის არმქონე პირი
მუხლი 2
ექსპერტიზა
ექსპერტიზის დასკვნის მომზადების მიზნით, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) გენერალური დირექტორის ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საექსპერტო კომისიის მიერ განხორციელებულ სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებათა ერთობლიობა
მუხლი 2
სკოპინგის განცხადება
წინასწარი დოკუმენტი, რომელიც დამგეგმავმა ორგანომ ან/და კონსულტანტმა მოამზადა და რომლის საფუძველზეც სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, გასცემს სკოპინგის დასკვნას
მუხლი 2
სკოპინგი
პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს
მუხლი 2
სკრინინგი
პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროებას
მუხლი 2
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (შემდგომში
სგშ) – კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით  გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვასა და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას
მუხლი 2
სგშ-ის ანგარიში
დამგეგმავი ორგანოს ან/და დამგეგმავი ორგანოსთვის კონსულტანტის მიერ სგშ-ის პროცესში მომზადებული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს კოდექსით გათვალისწინებულ ინფორმაციას
მუხლი 2
სტრატეგიული დოკუმენტი
საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც ცალკეული სექტორებისთვის დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო კოდექსის III თავის შესაბამისად და კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების სახეობებისთვის განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი საქართველოს კანონი 90% 01.06.2017 „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 09.08.2019 ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 88% 29.12.2025 საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების წესის დამტკიცების თაობაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება 88% 25.02.2015 პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 06.03.2019

დოკუმენტის ტექსტი

გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №420 2019 წლის 2 სექტემბერი ქ. თბილისი გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, დამტკიცდეს თანდართული „გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასების წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო ამ დოკუმენტით განისაზღვრება გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით (შემდგომში – კოდექსი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო)  უფლებამოსილებების განხორციელების წესი და პირობები. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება ტერმინები, რომელთაც აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასება (შემდგომში – ჯზშ) – პროცედურების, მეთოდებისა და ინსტრუმენტების კომბინაცია, რომელთა მეშვეობით შეიძლება, შეფასებულ იქნეს კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით პოტენციური ზეგავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ამ ზეგავლენების განაწილება პოპულაციაში; ბ) დამგეგმავი ორგანოადმინისტრაციული ორგანო ან სხვა უფლებამოსილი ორგანიზაცია, რომელიც, შესაბამისი ნორმატიული აქტის თანახმად, პასუხისმგებელია სტრატეგიული დოკუმენტის მომზადებისთვის; გ) დაინტერესებული საზოგადოება – საზოგადოება, რომელზედაც ზემოქმედებას მოახდენს ან შესაძლებელია, ზემოქმედება მოახდინოს საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულმა გადაწყვეტილებამ. დაინტერესებულ საზოგადოებას მიეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის მიზნებიც დაკავშირებულია ქვეყანაში გარემოს დაცვის ხელშეწყობასთან; დ) ექსპერტი – სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების წარმომადგენელი ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ექსპერტი, ასევე უცხო ქვეყნის სუბიექტი (ფიზიკური ან იურიდიული პირი) ან მოქალაქეობის არმქონე პირი; ე) ექსპერტიზა – ექსპერტიზის დასკვნის მომზადების მიზნით, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) გენერალური დირექტორის ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საექსპერტო კომისიის მიერ განხორციელებულ სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებათა ერთობლიობა; ვ) სკოპინგის განცხადება – წინასწარი დოკუმენტი, რომელიც დამგეგმავმა ორგანომ ან/და კონსულტანტმა მოამზადა და რომლის საფუძველზეც სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, გასცემს სკოპინგის დასკვნას; ზ) სკოპინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს; თ) სკრინინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროებას; ი) სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (შემდგომში – სგშ) – კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით  გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვასა და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას; კ) სგშ-ის ანგარიში – დამგეგმავი ორგანოს ან/და დამგეგმავი ორგანოსთვის კონსულტანტის მიერ სგშ-ის პროცესში მომზადებული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს კოდექსით გათვალისწინებულ ინფორმაციას; ლ) სტრატეგიული დოკუმენტი – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც ცალკეული სექტორებისთვის დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო კოდექსის III თავის შესაბამისად და კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების სახეობებისთვის განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები; მ) სგშ-ის ანგარიში – საქმიანობის განმახორციელებლის მიერ ან/და  საქმიანობის განმახორციელებლისთვის ან/და ადმინისტრაციული ორგანოსათვის კონსულტანტის/ექსპერტის/საექსპერტო კომისიის მიერ ჯზშ-ის პროცესში მომზადებული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ამ წესით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება კოდექსით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი. მუხლი 3🔗. სამინისტროს კომპეტენციები 1. კოდექსითა და ამ წესით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში, სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება სგშ-ის პროცესში  ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასება, რაც მოიცავს: ა) სკრინინგის განცხადებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან პროექტის განხილვასა და  სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-ისადმი დაქვემდებარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას (სკრინინგი); ბ) სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში სკოპინგის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვასა და სკოპინგის დასკვნის გაცემას;  გ) სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის შეფასებას/განხილვას ჯანმრთელობაზე ზემოქმედების კონტექსტში და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; დ) ინფორმაციის საჯაროობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. 2. სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომპეტენციებს ახორციელებს ცენტრთან ერთობლივად. მუხლი 4🔗.  ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასების კონტექსტში  სგშ-ის  საჭიროების განსაზღვრა – სკრინიგი 1. სკრინინგის პროცედურა ხორციელდება კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სგშ-ის ჩატარების საჭიროების განსაზღვრის მიზნით. 2. დამგეგმავი ორგანო სკრინინგის განცხადებით მიმართავს სამინისტროს და წარუდგენს სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციას ან პროექტს, რომელიც მოიცავს მოკლე ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების, ამოცანებისა და ღონისძიებების შესახებ. სკრინინგის განცხადების წარდგენა ხორციელდება კოდექსის 23-ე მუხლით დადგენილი წესით. 3. სკრინინგის განცხადების რეგისტრაციისთანავე სამინისტრო აგზავნის მას ცენტრში, რომელიც უზრუნველყოფს რეგისტრაციიდან 3 დღეში ოფიციალურ ვებგვერდზე სკრინინგის განცხადებისა და თანდართული სტრატეგიული დოკუმენტის/კონცეფციის/პროექტის განთავსებას და საზოგადოების შენიშვნების მიღებას განთავსებიდან 7 დღის ვადაში. ამ შენიშვნების განხილვა და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გათვალისწინება წარმოადგენს ცენტრის კომპეტენციას. 4. მოთხოვნის შემთხვევაში, ცენტრი ასევე უზრუნველყოფს სკრინინგის განცხადებისა და თანდართული სტრატეგიული დოკუმენტის/კონცეფციის/პროექტის ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 5. სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-ისადმი დაქვემდებარების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ცენტრი უფლებამოსილია, გამოიყენოს ექსპერტის (ექსპერტების) მომსახურება. გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს მე-10 დღისა და არაუგვიანეს მე-15 დღისა. 6. სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-ისადმი დაქვემდებარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება კოდექსითა და ამ დადგენილებით  განსაზღვრული წესით. 7. სკრინინგის პროცედურის დასრულებისთანავე ცენტრი უგზავნის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელიც უზრუნველყოფს 3 დღის ვადაში მის გადაგზავნას დამგეგმავი ორგანოსათვის. 8. სკრინინგის გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში ცენტრი უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილებების, აგრეთვე საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების  განთავსებას მის ოფიციალურ ვებგვერდზე, მოთხოვნის შემთხვევაში  კი – აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. მუხლი 5🔗. სტრატეგიული დოკუმენტის სკოპინგი 1.  სგშ-ის ჩატარების საჭიროების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სტრატეგიული დოკუმენტი ექვემდებარება სკოპინგის პროცედურას. 2. დამგეგმავი ორგანო შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე, მაგრამ არაუგვიანეს სტრატეგიული დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მომზადებისა, სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით, მიმართავს სამინისტროს სკოპინგის განცხადებით, რომელსაც თან ერთვის სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან სამუშაო ვერსია (როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით). 3. სკოპინგის განცხადება უნდა მოიცავდეს კოდექსით განსაზღვრულ ინფორმაციას. 4. სკოპინგის განცხადების რეგისტრაციისთანავე სამინისტრო აგზავნის მას ცენტრში, რომელიც უზრუნველყოფს რეგისტრაციიდან 3 დღეში ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განთავსებას, საზოგადოების შენიშვნების მიღებას განთავსებიდან 15 დღის ვადაში, რომელთა განხილვა და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გათვალისწინება წარმოადგენს ცენტრის კომპეტენციას. 5. მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრი უზრუნველყოფს სკოპინგის განცხადებისა და თანდართული  დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 6. სკოპინგის დასკვნის მომზადება ცენტრის მიერ ხორციელდება განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს მე-20 დღისა და არაუგვიანეს 25-ე დღისა. 7. ცენტრი  უფლებამოსილია, სკოპინგის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვის, ასევე სკოპინგის დასკვნის მომზადების პროცესში ჩართოს/გამოიყენოს ექსპერტის/ექსპერტების მომსახურება. 8. სკოპინგის დასკვნით განისაზღვრება სგშ-ის ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის დასკვნის გაცემისას გამოიყენება სახელმძღვანელო დოკუმენტი „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისათვის ჯანმრთელობის ზემოქმედების შეფასების წესის შესახებ“. 9. სკოპინიგის დასკვნის მომზადების დასრულებისთანავე ცენტრი უზრუნველყოფს მის გადაგზავნას სამინისტროსათვის, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია, 3 დღის ვადაში უზრუნველყოს მისი გაგზავნა დამგეგმავი ორგანოსათვის. 10. სკოპინგის დასკვნის მომზადებიდან 5 დღის ვადაში ცენტრი უზრუნველყოფს სკოპინგის დასკვნებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან სამუშაო ვერსიის განთავსებას ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. 11. მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრი უზრუნველყოფს სკოპინგის დასკვნის ნაბეჭდი ეგზემპლარის ან ელექტრონული ვერსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 12. სკოპინგის დასკვნის გაცემიდან 5 წლის ვადაში დამგეგმავი ორგანოს მიერ სგშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის სამინისტროსათვის  წარუდგენლობის შემთხვევაში სკოპინგის დასკვნა ძალას კარგავს. მუხლი 6🔗. სგშ-ის ანგარიშის განხილვა და რეკომენდაციების გაცემა 1. ჯზშ-ის ჩატარების მიზნით, დამგეგმავი ორგანო სამინისტროს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს სგშ-ის ანგარიშს სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან ერთად (როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით).  2. სგშ-ის ანგარიში უნდა აკმაყოფილებდეს კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 3. სამინისტრო უზრუნველყოფს განცხადების რეგისტრაციისთანავე მის გადაგზავნას ცენტრისათვის, რომელიც 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს სგშ-ის ანგარიშისა და თანდართული დოკუმენტების განთავსებას ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. 4. მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრი უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 5. განცხადების წარდგენიდან რეკომენდაციის გაცემის მომენტამდე დამგეგმავი ორგანო, სამინისტრო და ცენტრი მოქმედებენ  კოდექსით დადგენილი  წესითა და პირობებით. 6. სგშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის განხილვის მიზნით, ცენტრის გენერალური დირექტორი ცენტრში განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის საექსპერტო კომისიას საექსპერტო დასკვნის მოსამზადებლად, რომელიც ცენტრის გენერალურ დირექტორს დასკვნას წარუდგენს 40 დღის ვადაში. 7. სგშ-ის ანგარიშის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 51-ე დღისა და არაუგვიანეს 55-ე დღისა ცენტრი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით. 8. ამ რეკომენდაციების მომზადებისას შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისათვის ჯანმრთელობის ზემოქმედების შეფასების წესის შესახებ“. 9. რეკომენდაციებს სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით ცენტრი უგზავნის სამინისტროს, რომელიც ვალდებულია, უზრუნველყოს მათი გადაგზავნა დამგეგმავი ორგანოსათვის  3 დღის ვადაში. 10. სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით მომზადებულ რეკომენდაციებს სამინისტროში გადაგზავნიდან 5 დღის ვადაში ცენტრი განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდებზე. 11. მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრი უზრუნველყოფს აღნიშნული რეკომენდაციების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.       12. თუ  რეკომენდაციების გაცემიდან 10  წლის ვადაში სტრატეგიული დოკუმენტი არ იქნება მიღებული/დამტკიცებული, დამგეგმავი ორგანო ვალდებულია, ხელახლა განახორციელოს შესაბამისი პროცედურა. მუხლი 7🔗. საექსპერტო მხარდაჭერა 1. ამ წესით გათვალისწინებული ექსპერტიზის ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით, ცენტრის გენერალური დირექტორი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის საექსპერტო კომისიას. 2. საექსპერტო კომისია შედგება ექსპერტებისაგან. ექსპერტი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ექსპერტი. დაგეგმილი საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცენტრს უფლება აქვს, საექსპერტო კომისიის წევრად მიიწვიოს უცხო ქვეყნის სუბიექტი (ფიზიკური ან იურიდიული პირი) ან მოქალაქეობის არმქონე პირი. 3.  ცენტრის მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული  მომსახურების, მათ შორის, საექსპერტო მომსახურების წესი და საფასური  განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.   მუხლი 8🔗. საექსპერტო დასკვნა. საექსპერტო კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებები 1.  საექსპერტო კომისიის ფუნქციებია: ა) ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის პროექტზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადება; ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; გ) ექსპერტიზის პროცესში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება. 2. საექსპერტო კომისიის წევრები უფლებამოსილი არიან, ადგილზე დაათვალიერონ და შეისწავლონ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ან სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ტერიტორია. საქმიანობის განმახორციელებელი და/ან დამგეგმავი ორგანო ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნულ ტერიტორიაზე საექსპერტო კომისიის წევრების შეუფერხებელი გადაადგილება. 3. საექსპერტო კომისია უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოსგან მიიღოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. საექსპერტო კომისიის მუშაობის შედეგები აისახება ექსპერტიზის  დასკვნაში, რომელსაც ამზადებს საექსპერტო კომისია და ხელს აწერენ  საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 5. საექსპერტო კომისია ცენტრის გენერალურ დირექტორს დასკვნას წარუდგენს  40 დღის ვადაში. 6. საექსპერტო კომისიის მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა  სარეკომენდაციოა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი გათვალისწინება  სავალდებულო არ არის, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებაზე უარი საჭიროებს დასაბუთებას. მუხლი 9🔗. გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა ცენტრი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე (როდესაც შესაძლებელია საზოგადოების ეფექტიანი მონაწილეობა), საზოგადოების მონაწილეობა; ბ) უზრუნველყოს საზოგადოებისთვის კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და აღნიშნულ წარმოებაში საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის დროული, ეფექტიანი და ადეკვატური საშუალებებით მიწოდება; გ) უზრუნველყოს საზოგადოებისთვის  კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა; დ) უზრუნველყოს  საჯარო განხილვაში საზოგადოების მონაწილეობა და მის მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა; ე) უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მიერ წარდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების და საჯარო განხილვის შედეგების მხედველობაში მიღება, აგრეთვე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება და მისი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობა. მუხლი 10🔗. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ცენტრი, კოდექსით დადგენილი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფს მისი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჯარო ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. აგრეთვე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საზოგადოების ეფექტიანი ინფორმირებისთვის საჭირო ინფორმაციის ფარგლებს და უზრუნველყოფს: ა) აღნიშნული ინფორმაციის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას; ბ) აღნიშნული ინფორმაციის ნაბეჭდი ეგზემპლარის ხელმისაწვდომობას. მუხლი 11🔗. მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენა 1. მოსაზრებები და შენიშვნები ცენტრს შესაძლებელია წარედგინოს: ა) წერილობით; ბ) ზეპირად, საჯარო განხილვის დროს; გ) ელექტრონული საშუალებით, თუ ის იძლევა ავტორისა და გამომგზავნის სარწმუნო იდენტიფიცირების შესაძლებლობას. 2. საზოგადოებას უნდა მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია საჯარო განხილვის ჩატარების მიზნის, დროის, ადგილისა და წესის და საჭირო დოკუმენტაციის მიღების შესაძლებლობის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს. მუხლი 12🔗. საზოგადოების მონაწილეობის შედეგების გათვალისწინება 1. ცენტრი ვალდებულია, განიხილოს საზოგადოების მიერ წარდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები და კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებაში სათანადოდ ასახოს საზოგადოების მონაწილეობის შედეგები. 2. ცენტრი ვალდებულია, მისი მიღების შემდეგ უზრუნველყოს საზოგადოებისთვის მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება კოდექსით დადგენილი წესით, შესაბამისი საშუალებების გამოყენებით. მუხლი 13🔗. გადაწყვეტილების გასაჩივრება საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს აქვს უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ცენტრის მიერ კოდექსის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება, თუ მიიჩნევს, რომ არ იქნა უზრუნველყოფილი  გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი მონაწილეობა ან სხვაგვარად დაირღვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.