2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№429
სარეგისტრაციო კოდი
430020000.10.003.021449
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/09/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №429

2019 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით:

1. 2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვროს 1,845,000 ლარის ოდენობით.

2. 2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა (შემდგომში – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა) განისაზღვროს შემდეგი ოდენობების მიხედვით:

 

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამის მოდული

სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა (ლარი)

ქართული ენა, ლიტერატურა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2150

მათემატიკა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2150

გეოგრაფია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

ისტორია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2150

ფიზიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

ბიოლოგია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

ქიმია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

სამოქალაქო განათლება (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

1900

სპორტი

1850

ინგლისური ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

გერმანული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

რუსული ენა (დაწყებითი ან/და  საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

ფრანგული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი  ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

მუსიკა

2150

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

2200.

3. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამის მოდულის საფასურის განსაზღვრა საქართველოს მოქალაქეებისათვის უზრუნველყონ არა უმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობების შესაბამისად.

4. თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, სახელმწიფო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სწავლის საფასურს დაფარავს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში.

5. თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური ნაკლებია შესაბამის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა გაუტოლდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პირველი ვიცე-პრემიერიგიორგი გახარია