2020-2021 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.08.2020 ბოლო ცვლილება 28.01.2021
გამომცემი ორგანო
ნომერი
№518
სარეგისტრაციო კოდი
430020000.10.003.022237
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/08/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №518

2020 წლის 21 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

2020-2021 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით:

1. 2020-2021 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვროს 1,964,250 ლარის ოდენობით.

2. 2020-2021 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა (შემდგომში – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა) განისაზღვროს შემდეგი ოდენობების  მიხედვით:

 

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამის მოდული

სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა (ლარი)

ქართული ენა, ლიტერატურა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2150

მათემატიკა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2150

გეოგრაფია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

ისტორია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2150

ფიზიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

ბიოლოგია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

ქიმია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

სამოქალაქო განათლება (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

1900

სპორტი

1850

ინგლისური ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

გერმანული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

რუსული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

ფრანგული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი  ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

მუსიკა

2150

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

2200.

 

3. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამის მოდულის საფასურის განსაზღვრა საქართველოს მოქალაქეებისათვის უზრუნველყონ არა უმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობების შესაბამისად.

4. თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, სახელმწიფო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სწავლის საფასურს დაფარავს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში.

5. თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური ნაკლებია შესაბამის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა გაუტოლდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „2020-2021 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „2020-2021 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.01.2021.
როდის იქნა მიღებული „2020-2021 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“?
„2020-2021 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 21.08.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №518. სარეგისტრაციო კოდი — 430020000.10.003.022237.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „2020-2021 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 28.01.2021-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „2020-2021 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „2020-2021 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.01.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „2020-2021 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“, №518, 21.08.2020, სარეგისტრაციო კოდი 430020000.10.003.022237 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4969709/