შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2019 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
მოსამართლე: მაია სვიანაძე
სხდომის მდივანი: ხატია გაგელიძე
მეურვის წარმომადგენელი – თამთა მაჭარაშვილი
დაინტერესებული პირები – ნუკრი ლოლაძე, ნინო დანელია, გივი ჩხობიანიშვილი, ქეთევან თევზაძე
მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ გადახდისუუნარობის საქმე.
2019 წლის 26 ივლისს კრედიტორთა კრებაზე ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-27, 29-ე მუხლებითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით ადგილზე თათბირით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოწვეული იქნეს შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა.
2. კრედიტორთა კრება ჩატარდეს 2019 წლის 18 სექტემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6), სხდომის დარბაზში №56.
3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“' ვებგვერდზე, სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლოს საჯარო შეტყობინებების დაფაზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მონაწილე მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე მაია სვიანაძე