მცხეთის მუნიციპალიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.09.2019
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016505
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/09/2019
matsne.gov.ge 542 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დროებით მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ფოლოდაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დროებით მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 28.02.2018 ბაღდათის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 30.03.2018 ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 31.01.2018 ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 02.02.2018 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 28.04.2021

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 2019 წლის 13 სექტემბერი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“  54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის , 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის  „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“   მე-10 მუხლის  მე-3 პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტისა და   28-ე მუხლის  მე-4 პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს   „მცხეთის მუნიციპალიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 1. ეს დადგენილება,   გარდა  დანართის  მე-2 მუხლის  პირველი პუნქტის  „დ“ და  „ე“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ დადგენილების  მე-2  მუხლის  პირველი  პუნქტის  „დ“ და  „ე“ ქვეპუნქტები  ამოქმედდეს  2022 წლის  პირველი  იანვრიდან. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დროებით მოვალეობის შემსრულებელითამაზ ფოლოდაშვილი დანართი მცხეთის მუნიციპალიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო წინამდებარე დოკუმენტი ადგენს  საკვალიფიკაციო მოთხოვნებს მცხეთის მუნიციპალიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებელი საჯარო დაწესებულების (ტექსტში შემდგომ – საჯარო დაწესებულება) დირექტორის მიმართ. მუხლი 2🔗. საჯარო  დაწესებულების  დირექტორისთვის დადგენილი მოთხოვნები 1. საჯარო დაწესებულების დირექტორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ფლობს სახელმწიფო ენას; ბ) აქვს უმაღლესი განათლება; გ) აქვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებელ დაწესებულებაში, ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგად ან მენეჯერულ პოზიციაზე ან/და საჯარო სამსახურში არანაკლებ 2 წლის მუშაობის გამოცდილება; დ) გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირებზე); ე) გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით. 2. საჯარო დაწესებულების დირექტორს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; (I, II, IX თავი) ბ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ; გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს კანონის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; ე) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“. 3. საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა გააჩნდეს ზოგადი ცოდნა შემდეგი მიმართულებებით: ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები; ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები; გ) ინკლუზიური განათლების პრინციპები; დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპები; ე) განათლების ძირითადი თეორიები; ვ) პრაქტიკული კვლევის მეთოდი განათლებაში; ზ)ადრეული განათლების თავისებურებები და პრინციპები; თ) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები. ი) ფინანსური მართვის საფუძვლები. 4. საჯარო დაწესებულების დირექტორმა აგრეთვე უნდა იცოდეს  Word, Excel, Power Point კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობა. მუხლი 3🔗. პირი, რომელიც არ მიიღება საჯარო დაწესებულების დირექტორად საჯარო დაწესებულების დირექტორად  არ მიიღება პირი, რომელიც: ა) ნასამართლევია განზრახი ან გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ  აქვს ნასამართლობა; ბ) სამედიცინო დასკვნის თანახმად, გააჩნია ისეთი დაავადება, რომელიც საფრთხის შემცველია სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის; გ) წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; დ) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. მუხლი 4🔗. გარდამავალი დებულებები ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად  ჩაეთვალოთ პირებს, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის მუშაობენ საჯარო დაწესებულების დირექტორად.