აბაშის მუნიციპალიტეტის - კონსტანტინე გამსახურდიასა და აკაკი ხოშტარიას სახელობის საპატიო ჯილდოების შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.09.2019
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.110.016399
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/09/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.09.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესის და საპატიო წოდების სიგელის ფორმის დამტკიცების შესახებ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის - ნიკო ნიკოლაძის სახელობის საპატიო ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ „თიანეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესისა და საპატიო წოდების სიგელის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის - კონსტანტინე გამსახურდიასა და აკაკი ხოშტარიას სახელობის საპატიო ჯილდოების შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2019 წლის 16 სექტემბერი
აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის –
კონსტანტინე გამსახურდიასა და აკაკი ხოშტარიას სახელობის საპატიო ჯილდოების შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს აბაშის მუნიციპალიტეტის – კონსტანტინე გამსახურდიასა და აკაკი ხოშტარიას სახელობის საპატიო ჯილდოები.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის – კონსტანტინე გამსახურდიასა და აკაკი ხოშტარიას სახელობის საპატიო ჯილდოების მინიჭების თანდართული წესი.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა კვიტაშვილი
დანართი
აბაშის მუნიციპალიტეტის –
კონსტანტინე გამსახურდიასა და აკაკი ხოშტარიას სახელობის საპატიო ჯილდოების მინიჭების
წ ე ს ი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს აბაშის მუნიციპალიტეტის – კონსტანტინე გამსახურდიასა და აკაკი ხოშტარიას სახელობის საპატიო ჯილდოების (შემდგომში – საპატიო ჯილდოები) მინიჭების საფუძვლებს და განხილვის წესს.
2. საპატიო ჯილდოები შესაძლებელია მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს, საქართველოსა და აბაშის მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი აბაშის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარებისათვის საზოგადოებრივი, პროფესიული ან/და სხვა საქმიანობით/მოღვაწეობით ისტორიის, კულტურის, ხელოვნების განვითარებაში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების, მნიშვნელოვანი ეკონომიკური, ინფრასტრუქტურულ/სამშენებლო, სოციალური პროექტების/პროგრამების განხორციელებაში, მოზარდი თაობის აღზრდისა და განათლების საქმეში, აბაშის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდაში, სამეცნიერო სფეროს განვითარებაში ქვეყნისა და საერთაშორისო მასშტაბით.
მუხლი 2🔗.
საპატიო ჯილდოების მინიჭების პროცედურა
1. საპატიო ჯილდოების მინიჭებაზე კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:
ა) აბაშის მუნიციპალიტეტის მერს;
ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
გ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცალკეულ წევრებს ან ფრაქციას;
დ) აბაშის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საზოგადოებრივ და შემოქმედებით კავშირებს;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტს.
2. საპატიო ჯილდოების მინიჭებაზე წარდგენილი საინიციატივო მომართვა უნდა მოიცავდეს წერილობით დასაბუთებას, მასში ჩამოყალიბებული უნდა იყოს წამოყენებული კანდიდატის პიროვნული თვისებები და საპატიო ჯილდოზე წარდგენის არგუმენტები (განხორციელებული პროგრამების/პროექტების და ა.შ. აღწერა). მიმართვა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ხელმოწერ(ებ)ით.
3. საპატიო ჯილდოზე კანდიდატურის წარდგენის ინიციატივას შესაძლებელია აგრეთვე დაერთოს:
ა) პიროვნების ბიოგრაფიული მონაცემები;
ბ) კომპეტენტური ორგანიზაციების, დამსახურებული მოღვაწეების რეკომენდაცია;
გ) კანდიდატის ღვაწლის/დამსახურების ამსახველი მასალა.
4. შემოსული ინიციატივების განხილვას აწარმოებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შესაძლებელია იყვნენ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, სხვა საჯარო მოხელეები, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტის საზოგადო მოღვაწეები, სხვა პირები, აგრეთვე სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში მოწვეული უნდა იყვნენ საკრებულოს წევრები.
5. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის განხილვის დეტალები და გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები აისახება ოქმში, რომელსაც ადგენს მერის ბრძანებით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფის მდივანი. ოქმს ხელს აწერს ყველა დამსწრე წევრი. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. განსხვავებული აზრი დაერთვის ოქმს წერილობითი სახით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს.
6. ინიციატივების განხილვის, წარმოდგენილი არგუმენტების შეჯერების და შეფასების საფუძველზე, სამუშაო ჯგუფის მიერ კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დასაბუთებული რეკომენდაცია მიეწოდება მუნიციპალიტეტის მერს. საპატიო ჯილდოს ანიჭებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, რის შესახებაც გამოსცემს ბრძანებას.
7. აბაშის მუნიციპალიტეტის მერი საპატიო ჯილდოებს ანიჭებს საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. საპატიო ჯილდოს მინიჭებისას გაიცემა შესაბამისი სიგელი და მედალი.
8. საპატიო ჯილდოს მინიჭების შესახებ ჩანაწერი კეთდება სპეციალურ წიგნში, რომლის წარმოებას და შენახვას უზრუნველყოფს აბაშის მუნიციპალიტეტის მერია.