ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის - ნიკო ნიკოლაძის სახელობის საპატიო ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№19/35
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.111.016402
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/09/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19/35

2018 წლის 27 სექტემბერი

ქ. ფოთი

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის – ნიკო ნიკოლაძის სახელობის საპატიო ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა  და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის – ნიკო ნიკოლაძის სახელობის  საპატიო ჯილდო.
მუხლი 2
დამტკიცდეს თანდართული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის – ნიკო ნიკოლაძის სახელობის საპატიო ჯილდოს  მინიჭების წესი.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის – ნიკო ნიკოლაძის სახელობის საპატიო ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აგვისტოს  №18/33 დადგენილება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი კაკულია



დანართი

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის – ნიკო ნიკოლაძის სახელობის საპატიო ჯილდოს მინიჭების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის – ნიკო ნიკოლაძის სახელობის   საპატიო ჯილდოს (შემდგომში – საპატიო ჯილდოს) მინიჭების საფუძვლებს და განხილვის წესს.

2. საპატიო ჯილდო შესაძლებელია მიენიჭოს  საქართველოს მოქალაქეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ასევე მოქალაქეობის არმქონე პირს,  რომელმაც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში განახორციელა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული/სამშენებლო, სოციალური და სხვა პროგრამები/პროექტები.

მუხლი 2. საპატიო  ჯილდოს მინიჭების  პროცედურა

1. საპატიო ჯილდოს მინიჭებაზე კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:

ა) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს;

ბ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;

გ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცალკეულ წევრებს ან ფრაქციას;

დ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საზოგადოებრივ და შემოქმედებით კავშირებს;

ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტს.

2. საპატიო ჯილდოს მინიჭებაზე წარდგენილი საინიციატივო მიმართვა უნდა მოიცავდეს წერილობით დასაბუთებას, მასში ჩამოყალიბებული უნდა იყოს წამოყენებული კანდიდატის პიროვნული თვისებები და საპატიო  ჯილდოზე წარდგენის არგუმენტები (განხორციელებული პროგრამების/პროექტების და ა.შ. აღწერა). მიმართვა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ხელმოწერ(ებ)ით.

3. საპატიო ჯილდოზე კანდიდატურის წარდგენის ინიციატივას შესაძლებელია აგრეთვე დაერთოს:

ა) პიროვნების ბიოგრაფიული მონაცემები;

ბ) კომპეტენტური ორგანიზაციების, დამსახურებული მოღვაწეების რეკომენდაცია;

გ) კანდიდატის ღვაწლის/დამსახურების ამსახველი მასალა.

4. შემოსული ინიციატივების განხილვას აწარმოებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შესაძლებელია იყვნენ  მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, სხვა საჯარო მოხელეები, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები,  მუნიციპალიტეტის საზოგადო მოღვაწეები, სხვა პირები, აგრეთვე სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში  მოწვეული უნდა იყვნენ საკრებულოს წევრები.

5. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის განხილვის დეტალები და გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები აისახება ოქმში, რომელსაც ადგენს მერის  ბრძანებით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფის მდივანი.  ოქმს ხელს აწერს ყველა დამსწრე წევრი.  გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. განსხვავებული აზრი დაერთვის ოქმს წერილობითი სახით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს.

6. ინიციატივების განხილვის, წარმოდგენილი არგუმენტების შეჯერების და შეფასების საფუძველზე, სამუშაო  ჯგუფის მიერ კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დასაბუთებული რეკომენდაცია მიეწოდება მერს.  საპატიო ჯილდოს ანიჭებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, რის შესახებაც გამოსცემს  ბრძანებას.

7. ქალაქ ფოთის მუნციპალიტეტის მერი  საპატიო ჯილდოს ანიჭებს საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. საპატიო ჯილდოს მინიჭებისას გაიცემა შესაბამისი სიგელი და მედალი.

8. საპატიო ჯილდოს მინიჭების შესახებ ჩანაწერი კეთდება სპეციალურ წიგნში, რომლის წარმოებას და შენახვას  უზრუნველყოფს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის - ნიკო ნიკოლაძის სახელობის საპატიო ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის - ნიკო ნიკოლაძის სახელობის საპატიო ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.09.2018.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის - ნიკო ნიკოლაძის სახელობის საპატიო ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის - ნიკო ნიკოლაძის სახელობის საპატიო ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 27.09.2018. მიმღები ორგანო — ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №19/35. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.111.016402.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის - ნიკო ნიკოლაძის სახელობის საპატიო ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის - ნიკო ნიკოლაძის სახელობის საპატიო ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის - ნიკო ნიკოლაძის სახელობის საპატიო ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის - ნიკო ნიკოლაძის სახელობის საპატიო ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, №19/35, 27.09.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016402 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4334230/