,,იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
010240010.32.061.016276
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/09/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №26

2019 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ,,იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №3 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 27/01/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010240010.32.061.016020) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

1. წარმომადგენლობა არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გამგებლობაში არსებული დაწესებულება, რომელიც შექმნილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად ამ დებულებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.

2. წარმომადგენლობა თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

3. წარმომადგენლობის მართვას, წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მეშვეობით.

4. წარმომადგენლობის დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი.

5. წარმომადგენლობის საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრთან (შემდგომში – მინისტრი) შეთანხმებით, განსაზღვრავს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.

6. წარმომადგენლობას აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი, ტიტულოვანი ქაღალდი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.

7. წარმომადგენლობის იურიდიული მისამართია – ქ . ქუთაისი , ირ. აბაშიძის № 27 (მე-3 სართული), საფოსტო ინდექსი: 4600.’’.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6

1. წარმომადგენლობის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მინისტრის წარდგინებით.

2. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრის წინაშე.’’.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზებას და ამ მიზნით, მინისტრთან შეთანხმებით ქმნის გამწვევ კომისიას და ხელმძღვანელობს მას.’’.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8

1. წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ჰყავს 1 (ერთი) მოადგილე, რომლის უფლებამოსილებაც განისაზღვრება წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბრძანებით;

2. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის არყოფნისას, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის დავალებით, წარმომადგენლობის საქმიანობას ხელმძღვანელობს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე.’’.

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ან/და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს.’’.

6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წარმომადგენლობის დებულებას წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრთან შეთანხმებით.’’.

7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 11

 წარმომადგენლობის შემადგენლობაში შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახური;

გ) წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური.’’.

8. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 12

 1. წარმომადგენლობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს:

ა) წარმომადგენლობის საქმიანობის სამართლებრივი, ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების პროცესის, ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ უზრუნველყოფას;

ბ) წარმომადგენლობის არსებული მატერიალური ფასეულობების ექსპლუატაციის კონტროლს;

გ) ხელმძღვანელის თათბირების ორგანიზებასა და სათანადო ოქმების შედგენას/წარმოებას;

დ) წარმომადგენლობის ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზებასა და დამკვიდრებას;

ე) ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაციას, სისტემატიზაციას და მათი დანიშნულებისამებრ ოპერატიულ მიწოდებას;

ვ) კორესპონდენციების, მათ შორის კონტროლზე აყვანილი დავალებების, დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლს;

ზ) კანონით დადგენილი წესით საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელებას, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფას;

თ) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებასა და არქივისათვის გადაცემას არსებული წესის თანახმად;

ი) ხელმძღვანელის დავალებებისა და ბრძანებების შესრულებას ან/და მათი შესრულების მონიტორინგს;

კ) წარმომადგენლობის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, მათ შორის წარმომადგენლობის საქმიანობის ამსახველი მასალის მომზადებასა (კვარტალური და წლიური სამუშაო გეგმის შედგენის ორგანიზება) და ვებგვერდზე განთავსება - პროაქტიული გამოქვეყნების ხელშეწყობას;

ლ) სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაციას.

მ) წარმომადგენლობის იურიდიულ მომსახურებას, მათ შორის:

მ.ა) ოფიციალური დოკუმენტის სამართლებრივ ექსპერტიზას;

მ.ბ) წარმომადგენლობის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში და სხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას;

მ.გ) წარმომადგენლობის გადაწყვეტილებათა შესაბამისობის კონტროლს მოქმედ კანონმდებლობასთან;

მ.დ) წარმომადგენლობის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას ან/და ვიზირებას;

მ.ე) კომპეტენციის ფარგლებში, წარმომადგენლობაში შესული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას ან/და განხილვაში მონაწილეობას;

მ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში, წარმომადგენლობის ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას ან/და მომზადებაში მონაწილეობას;

ნ) წარმომადგენლობის ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებას, მათ შორის:

ნ.ა) მოსამსახურეთა დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის, წახალისების, დისციპლინური გადაცდომის, გათავისუფლების, შვებულების, მივლინებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე წარმომადგენლობაში სტაჟიორად აყვანის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ნ.ბ) მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენასა და წარმოებას, მოსამსახურეთა შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოებას, მისი სრულყოფასა და სისტემატიზაციას;

ნ .გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსის გამართვის ორგანიზებას;

ნ.დ) წარმომადგენლობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების პროცესის ორგანიზებას, შეფასების პროცესის კონსულტირებას, მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავებას და სხვა ტექნიკური თუ სამართლებრივი სახის დახმარების გაწევას;

ნ.ე) ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის (ehrms) წარმოებას, წარმომადგენლობის მოსამსახურეთა შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების (ბრძანება) სისტემაში დაუყოვნებლივ ასახვას;

ნ.ვ) დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლის განხორციელებას, მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას (დისციპლინური წარმოება), შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენას წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ან/და ხელმძღვანელის მოადგილისათვის წარდგენას;

ნ.ზ.) სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებას.

ო) წარმომადგენლობის ერთიანი ბიუჯეტის დაგეგმვასა და მისი აღსრულების კოორდინაციას, მათ შორის:

ო.ა) წარმომადგენლობის სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენას, კორექტირებასა და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას;

ო.ბ) წარმომადგენლობის საბუღალტრო აღრიცხვის საქმიანობის უზრუნველყოფას, ფინანსური ანგარიშგების შედგენასა და წარდგენას;

ო.გ) წარმომადგენლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების უზრუნველყოფას;

ო.დ) წარმომადგენლობის უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვის, ინვენტარიზაციისა და მისი დაცვის კონტროლს;

ო.ე) წარმომადგენლობის მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვასა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას;

ო.ვ) წარმომადგენლობის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას.

პ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე შემოსული განცხადებების შესწავლას და წარმომადგენლობაში შექმნილი შესაბამისი კომისიისათვის წარდგენას/განსახილველად მომზადებას;

ბ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მინიჭების, აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა შინაარსის ცნობის გაცემას;

გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრულ ფარგლებში წინადადებებისა და ღონისძიებათა გეგმების შემუშავებასა და დევნილთა ინფორმირებას/კონსულტირებას;

დ) დევნილთა ჩასახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და ღონისძიებათა გეგმების შემუშავებას;

ვ) დევნილებთან ურთიერთობისა და სოციალური საკთხების/პროგრამების მართვის უზრუნველყოფას;

ზ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სოციალურად დაუცველ კატეგორიებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის თაობაზე მოქალაქეთა განცხადებების მიღებას და წარმომადგენლობაში შექმნილი შესაბამისი კომისიისათვის განსახილველად მომზადებას/წარდგენას;

თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (დევნილი ოჯახი) სოციალური პირობების შესწავლას;

ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი მოსახლეობის, წვევამდელების, რეზერვისტების და სოციალურად დაუცველი ფენის (მარტოხელები, ობოლი ბავშვები, შშმპ, მრავალშვილიანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების წევრები, დიდი სამამულო ომის ვეტერანები, უხუცესი თანამოქალაქეები და სხვა) შესახებ მონაცემთა ბაზის ფორმირება/შედგენასა და მის პერიოდულ განახლებას;

კ) წარმომადგენლობის რეგიონული მართვის უზრუნველყოფას, მათ შორის:

კ.ა) დებულებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში დროებით მცხოვრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი მოსახლეობის მომსახურების განხორციელებას;

კ.ბ) დებულებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში დროებით მცხოვრები პირებისთვის ადმინისტრაციულ ორგანოებში ცალკეულ საკითხებზე შუამდგომლობის გაწევისა და ამ მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობას;

კ.გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ წარმომადგენლობის დებულებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ- ტერიტორიულ ერთეულებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობას;

კ.დ) წარმომადგენლობის სტრუქტურულ ერთეულებზე დაკისრებული მოვალეობების დებულებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში განხორციელების ხელშეწყობას.

ლ) წარმომადგენლობის ინტერესებიდან გამომდინარე ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას.

3. წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) მოქალაქეთა პირველადი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისთვის მომზადებასა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას;

ბ) დევნილ მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებას;

გ) დევნილ ახალგაზრდებთან პატრიოტულ – აღმზრდელობით მუშაობას;

დ) დევნილ წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვის მიზნით ზოგადი განათლების დაწესებულებებთან თანამშრომლობას;

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვან დევნილ წვევამდელთა აღრიცხვასა და შესაბამის მონაცემთა დამუშავებას/ანალიზს.

ვ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის ) აღრიცხვის ორგანიზებას;

ზ) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევას და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში შესაბამისი თანმდევი პროცესების განხორციელებას;

თ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.’’.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 20 ოქტომბრიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირუსლან აბაშიძე