საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ

მიღების თარიღი 20.09.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №460
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.021480
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/09/2019
matsne.gov.ge 212 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 09.06.2017 მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 03.12.2015 სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 11.09.2018 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 6 თებერვლის N01-44/1 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 86% 06.09.2021 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 16.02.2017

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №460 2019 წლის 20 სექტემბერი    ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ მუხლი 1🔗 „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​​1 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე: 1. გამოცხადდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) რეორგანიზაცია ცენტრის სტრუქტურული და ფუნქციური ოპტიმიზაციისა და მასზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანი და დროული განხორციელების, ასევე მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისა და მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს სტრუქტურული ან/და ორგანიზაციული ცვლილებები, ასევე სამუშაო ძალის გადაადგილება.  2. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2019 წლის 1 დეკემბრამდე. 3. ამ დადგენილების შესრულების მიზნით, დაევალოს ცენტრის დირექტორს  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის №580 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 ოქტომბრის №129/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების პროექტისა და საშტატო ნუსხის მომზადება და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის წარდგენა. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია