,,ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.136.016324
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/09/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №12

2019 წლის 27 სექტემბერი

დაბა ხულო

 

„ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის საფუძველზე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. „ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,მუხლი 2

განისაზღვროს მოსაკრებლების შემდეგი ოდენობა:

ა) მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის:

ა.ა) ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოს, კურორტ „ბეშუმის“ და კურორტ „გოდერძის“ ტერიტორიაზე ახლადასაშენებელი ობიექტისათვის პროექტით  გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის  1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე -0.50 ლარი;

ა.ბ.) დაბა ხულოს, კურორტ „ბეშუმის“ და კურორტ „გოდერძის“ ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენების, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟისას, დაშენებული  ან/და  დემონტირებული  სართულების  ჯამური  ფართობის (გარე პერიმეტრიდან) 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე -0.50 ლარი;

ა.გ) დაბა ხულოს, კურორტ „ბეშუმის“ და კურორტ „გოდერძის“ ტერიტორიაზე  არსებული შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის შეცვლისას (ნებისმიერი სართულის) დამატებული განაშენიანების ჯამური ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე -0.50 ლარი;

ა.დ.) ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის)  არქიტექტურული  ნაწილების/ელემენტების გაბარიტების ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატების/მოკლების, ასევე, ფასადის მასალისა და ფერის შეცვლისას რეკონსტრუირებული საანგარიშო ზედაპირის ფართობის (სახურავის რეკონსტრუქციისას მისი ფუძის ფართობის) 1 კვ.მ-ზე 0.5 ლარის ოდენობით;

ა.ე) შენობის ინტერიერში ან/და ექსტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრისას ღიობის ფართობის 1კვ.მ-ზე 3 (სამი) ლარის ოდენობით;

ა.ვ) ქსელების რეკონსტრუქციის დროს რეკონსტრუირებული ობიექტის პროექტით გათვალისწინებული  განაშენიანების  ინტენსივობის    კოეფიციენტის    (კ2)  საანგარიშო ფართობის  1/5-ის 1კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;

ა.ზ) დემონტაჟის დროს დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2)  საანგარიშო ფართობის 1 კვ.მ-ზე 0.5 ლარის ოდენობით;

ა.თ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსების დროს შენობა-ნაგებობის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2)     საანგარიშო ფართობის 1 კვ.მ-ზე 0.5 ლარის ოდენობით;

ა.ი) ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ნაგებობის ერთ გრძივ მეტრზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით.

ა.კ) ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოს, კურორტ ბეშუმის და კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე ახლადასაშენებელი სამრეწველო ობიექტისათვის პროექტით გათვალისწინებული  განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2)  საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 5 (ხუთი) ლარის ოდენობით;

ა.ლ) „ბათუმი-ახალციხე“ საავტომობილო გზის „ზომლეთი-ლოდიძირის“ მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე (ოცდახუთმეტრიანი ზოლი), გარდა კურორტ „გოდერძის“ ტერიტორიისა, საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქციის სანებართვო მოსაკრებელი პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარი, ხოლო საცხოვრებელი სახლებისათვის, დამხმარე მეურნეობის სადგომებისა და სათავსებისათვის -0.50 ლარი.

ა.მ) იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია მოიცავს რეკონსტრუქციის რამდენიმე სახეს ერთდროულად, მაშინ მშენებლობის მოსაკრებელის გადახდა ხდება მხოლოდ ერთი სახის რეკონსტრუქციისას დადგენილი მშენებლობის მოსაკრებლის ოდენობით, მათგან რომელიც მეტია;

ბ) დასახელებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი:

ბ.ა) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი ერთ სულ მოსახლეზე-0.20 ლარი, ხოლო იურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის ამ დადგენილების შესაბამისად.


მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.09.2019.
როდის იქნა მიღებული „,,ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
„,,ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 27.09.2019. მიმღები ორგანო — ხულოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.35.136.016324.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №12, 27.09.2019, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.136.016324 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4663799/