,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 24 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010240020.32.057.016319
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/09/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №15

2019 წლის 25 სექტემბერი

ქ. ბათუმი

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 24 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური პარტნიორობის სამმხრი­ვი ტერიტორიული კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის 2018 წლის 24 აპრილის №10 დადგენილებასა (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ. გვერდი, 27/04/2018; სარეგისტრაციო კოდი 010240020.32.057.016276) და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში  შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

,,4. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით სხვადასხვა სექ­ტორში მოქმედ დამსაქმებელთა გაერთიანებებსა და დასაქმებულთა გაერთიანებებს, მათ წარმომადგენლობით უფლებამოსილ პირებს უზრუნველყონ შიდა კონსულ­ტა­ციებისა და სხვა კანონიერი პროცედურების შედეგად სამმხრივი კომისიის შესაბამისი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენელი კომისიის წევრობისა და დანარჩენი  4-4 სამ­მხ­რივი კომისიის წევრობის კანდიდატურების შერჩევა და სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისათვის წარდგენა, არაუგვიანეს ამ დადგენილების ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღისა.”;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სამმხრივ კომისიაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას სამ­მხრივი კომისიის თავმჯდომარესთან ერთად წარმოადგენენ:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაც­ვის მინისტრი /მინისტრის მოადგილე;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი/ მი­­ნისტრის მოადგილე;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი/მინისტრის მოადგილე;

დ) სსიპ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს დირექ­ტო­რი/დირექტორის მოადგილე.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე