სადაზღვევო ბროკერისათვის შიგა აღრიცხვის მოთხოვნების დადგენის თაობაზე

მიღების თარიღი 25.09.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016044
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/09/2019
matsne.gov.ge 1,107 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„სადაზღვევო ორგანიზაციების შიგა აღრიცხვის მოთხოვნების” დამტკიცების თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 92% 17.02.2016 „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი 90% 16.02.2022 სადაზღვევო ბროკერის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების დადგენისა და მათი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 90% 30.05.2022 ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 89% 14.06.2017 კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 89% 14.12.2018

დოკუმენტის ტექსტი

სადაზღვევო ბროკერისათვის შიგა აღრიცხვის მოთხოვნების დადგენის თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №36 2019 წლის 25 სექტემბერი ქ. თბილისი სადაზღვევო ბროკერისათვის შიგა აღრიცხვის მოთხოვნების დადგენის თაობაზე „დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ზ“ და „მ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დადგინდეს „სადაზღვევო ბროკერისათვის შიგა აღრიცხვის მოთხოვნების წესი“ (შემდგომ – წესი) თანდართული სახით. მუხლი 2🔗 სადაზღვევო ბროკერებმა ამ ბრძანებით დადგენილი წესით გათვალისწინებული  მოთხოვნები  დააკმაყოფილონ 2020 წლის 1 იანვრიდან. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი სადაზღვევო ბროკერისათვის შიგა აღრიცხვის მოთხოვნების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  1. სადაზღვევო ბროკერისთვის შიგა აღრიცხვის მოთხოვნების დადგენის მიზანია მის  მიერ დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობასთან დაკავშირებული, აღრიცხვასდაქვემდებარებული მონაცემების განსაზღვრა და აღნიშნული მონაცემების სისტემატიზაცია. 2. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების მოქმედება ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულ სადაზღვევო ბროკერზე, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო ბროკერის საქმიანობის განხორციელების მიზნით, უცხოური იურიდიული პირის მიერ სათანადო წესით რეგისტრირებულ ფილიალზე (წარმომადგენლობაზე). 3. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა სადაზღვევო ბროკერის მიერ საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე. მუხლი 2🔗. შიგა აღრიცხვის მონაცემთა ბაზა სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია შექმნას შიგა აღრიცხვის მონაცემთა ბაზა, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას, მათ შორის, ფილიალებიდან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ამ წესზე თანდართული დანართების შესაბამისად. მუხლი 3🔗. შიგა აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის შენახვა, განახლება და წარდგენა  1. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია სრულყოფილად აღრიცხოს და განაახლოს  მონაცემთა ბაზაში ამ წესზე თანდართულ დანართებში მოცემული ინფორმაცია (მონაცემები). 2. ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში შენახულi უნდა იქნეს და განახლდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ნებისმიერი პერიოდის/თარიღის მდგომარეობით სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ (შემდგომ – სამსახური) მოთხოვნილი ფორმით მისი მომზადება/წარდგენა. 3. უცხოურ ვალუტაში მოცემული ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში უნდა აღირიცხოს იმგვარად, რომ ნებისმიერი თარიღის მდგომარეობით შესაძლებელი იყოს მისი გადაფასება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. 4. სადაზღვევო ბროკერის შიგა აღრიცხვის მონაცემთა ბაზიდან შესაძლებელი უნდა იყოს სამსახურის მიერ მოთხოვნილი ფორმით მონაცემების გენერირება. მოთხოვნილი მონაცემების გენერირებისა და სამსახურისათვის მიწოდების ვადა ადგილზე შემოწმებისას არ უნდა აღემატებოდეს 3 (სამი) სამუშაო დღეს, ხოლო სხვა შემთხვევაში, სამსახურის წერილობითი მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეს. 5. სადაზღვევო ბროკერის მიერ სამსახურში წარდგენილი ანგარიშგების მონაცემები შესაბამისობაში უნდა იყოს ამ მუხლით განსაზღვრული ფორმების შესაბამის მონაცემებთან და შესაბამის ხელშეკრულებებთან/დოკუმენტებთან. მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულებები სადაზღვევო ბროკერის მიერ ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია გამოიყენოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები. დანართი №1 ინფორმაცია მზღვეველებისა და მათთან დადებული საშუამავლო საქმიანობის შესახებ ხელშეკრულებების თაობაზე 1. მზღვეველების შესახებ მონაცემთა ბაზა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თითოეული იმ მზღვეველის შესახებ, რომელთანაც სადაზღვევო ბროკერს დადებული აქვს ხელშეკრულება საშუამავლო საქმიანობის შესახებ, კერძოდ: ა) მზღვეველის სრული სახელწოდება; ბ) იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი; გ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი; დ) საიდენტიფიკაციო ნომერი; ე) ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები. 2. მზღვეველებთან დადებული საშუამავლო საქმიანობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მონაცემთა ბაზა უნდა შეიცავდეს თითოეული ხელშეკრულების შესახებ შემდეგ ინფორმაციას: ა) მზღვეველთან დადებული ხელშეკრულების ნომერსა და თარიღს; ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადას; გ) ხელშეკრულების მოქმედების სტატუსს (მოქმედი, შეწყვეტილი); დ) თანამშრომლობისათვის განსაზღვრული დაზღვევის სახეობებს; ე) ინფორმაციას ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუამავლო საქმიანობის საკომისიოს შესახებ. დანართი №2 ინფორმაცია გადამზღვეველი კომპანიებისა და მათთან დადებული საშუამავლო საქმიანობის ხელშეკრულებების თაობაზე 1. გადამზღვეველი კომპანიის შესახებ მონაცემთა ბაზა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმ გადამზღვეველი კომპანიის შესახებ, რომელთანაც სადაზღვევო ბროკერს დადებული აქვს ხელშეკრულება საშუამავლო საქმიანობის შესახებ, კერძოდ: ა) სრული სახელწოდება; ბ) იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი; გ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი; დ) საიდენტიფიკაციო ნომერი; ე) ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ვ) ინფორმაცია გადამზღვეველი კომპანიის საკრედიტო რეიტინგისა და რეიტინგის მიმნიჭებელი კვალიფიციური სარეიტინგო სააგენტოს შესახებ. 2. გადამზღვეველ კომპანიასთან დადებულ საშუამავლო საქმიანობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მონაცემთა ბაზა უნდა შეიცავდეს თითოეული ხელშეკრულების შესახებ შემდეგ ინფორმაციას: ა) გადამზღვეველ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების ნომერს და თარიღს; ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადას; გ) ხელშეკრულების მოქმედების სტატუსს (მოქმედი, შეწყვეტილი); დ) თანამშრომლობისათვის განსაზღვრული დაზღვევის სახეობებს; ე)ინფორმაციას ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუამავლო საქმიანობის  საკომისიოს შესახებ. დანართი №3 ინფორმაცია სადაზღვევო ბროკერის შუამავლობით დადებული დაზღვევის ხელშეკრულებების შესახებ დაზღვევის ხელშკერულებებთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზა უნდა შეიცავდეს თითოეული დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციას, კერძოდ: ა) ინფორმაცია მზღვეველის შესახებ (დანართი №1-ის პირველი პუნქტის შესაბამისად); ბ) დაზღვევის სახეობა; გ) დაზღვევის ხელშეკრულების ნომერი; დ) დაზღვევის ხელშეკრულების დადების თარიღი; ე) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი; ვ) დაზღვევის საგანი; ზ) დამზღვევი: ზ.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, საკონტაქტო მონაცემები, პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი; ზ.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა,  რეგისტრაციის ადგილი, იურიდიული მისამართი, ადგილსამყოფელი, საკონტაქტო მონაცემები; თ) დამზღვევის წარმომადგენლის სახელი, გვარი და საკონტაქტო მონაცემები; ი) სადაზღვევო ტარიფი ან/და პრემია (კომბინირებული (დაზღვევის რამდენიმე სახეობის შემცველი) ხელშეკრულების შემთხვევაში, უნდა მოხდეს პრემიისა და შესაბამისი საშუამავლო საკომისიოს დაყოფა დაზღვევის თითოეული სახეობისათვის); კ) ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის თარიღი (არსებობის შემთხვევაში); ლ) სადაზღვევო ბროკერის საკომისიოს ტიპი (ფიქსირებული თანხით, ფიქსირებული პროცენტით, ცვალებადი). ცვალებადი ტიპის საკომისიოს შემთხვევაში აღრიცხული უნდა იყოს საკომისიოს გამოთვლის წესი; მ) სადაზღვევო ბროკერის საკომისიოს პროცენტული განაკვეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ნ) სადაზღვევო ბროკერის საკომისიოს ოდენობა (კომბინირებული (დაზღვევის რამდენიმე სახეობის შემცველი) ხელშეკრულების შემთხვევაში უნდა მოხდეს შესაბამისი საშუამავლო საკომისიოს დაყოფა დაზღვევის თითოეული სახეობისათვის); ო) ინფორმაცია სადაზღვევო ბროკერის დარიცხული, მიღებული და მისაღები საკომისიოს შესახებ. დანართი №4 ინფორმაცია სადაზღვევო ბროკერის შუამავლობით დადებული გადაზღვევის ხელშეკრულებების შესახებ გადაზღვევის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მონაცემთა ბაზა უნდა შეიცავდეს თითოეული გადაზღვევის ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციას, კერძოდ: ა) გადაზღვევის ხელშკერულების ნომერი, თარიღი და მოქმედების ვადა; ბ) გადაზღვევის ფორმა (ობლიგატორული; ფაკულტატური); გ) გადაზღვევის ტიპი (პროპორციული; არაპროპორციული); დ) გადაზღვევის ხელშეკრულების მხარეები (დანართი №1-ის პირველი პუნქტისა და დანართი №2-ის პირველი პუნქტის შესაბამისად); ე) ინფორმაცია გადაზღვეული რისკის შესახებ (მათ შორის, დაზღვევის საგანი და დაზღვევის სახეობა); ზ) რისკის ჯამური ოდენობა; თ) სადაზღვევო ბროკერის შუამავლობით დადებული გადაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, თითოეული გადამზღვეველის მიხედვით: თ.ა) გადამზღვევლ(ებ)ის მონაწილეობა რისკის ჯამურ ოდენობაში; თ.ბ) გადაზღვევის პრემიის ოდენობა (კომბინირებული (გადაზღვევის რამდენიმე სახეობის შემცველი) გადაზღვევის ხელშეკრულების შემთხვევაში, უნდა მოხდეს შესაბამისი პრემიის დაყოფა დაზღვევის თითოეული სახეობისათვის); ი) სადაზღვევო ბროკერის საკომისიოს ტიპი (ფიქსირებული თანხით, ფიქსირებული პროცენტით, ცვალებადი). ცვალებადი ტიპის საკომისიოს შემთხვევაში აღრიცხული უნდა იყოს საკომისიოს გამოთვლის წესი; კ) სადაზღვევო ბროკერის საკომისიოს პროცენტული განაკვეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ლ) სადაზღვევო ბროკერის საკომისიოს ოდენობა (კომბინირებული (გადაზღვევის რამდენიმე სახეობის შემცველი) გადაზღვევის ხელშეკრულების შემთხვევაში უნდა მოხდეს შესაბამისი საკომისიოს დაყოფა დაზღვევის თითოეული სახეობისათვის); მ) ინფორმაცია სადაზღვევო ბროკერისთვის დარიცხული, მიღებული და მისაღები საკომისიოს შესახებ. დანართი №5 ინფორმაცია სადაზღვევო ბროკერის შუამავლობით დარეგულირებული ზარალების შესახებ მონაცემთა ბაზა უნდა შეიცავდეს სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით დარეგულირებული თითოეული ზარალის შესახებ ინფორმაციას, კერძოდ: ა) ზარალის დადგომის შესახებ მზღვეველთან გაცხადების თარიღი; ბ) ზარალის დადგომის თარიღი და ადგილი; გ) დაზღვევის სახეობა; დ) დაზღვევის ხელშეკრულების ნომერი; ე) სადაზღვევო პოლისის ნომერი; ვ) ხელშეკრულების ან/და პოლისის მოქმედების პერიოდი; ზ) დამზღვევი: ზ.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, საკონტაქტო მონაცემები, პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი; ზ.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის ადგილი, იურიდიული მისამართი, ადგილსამყოფელი, საკონტაქტო მონაცემები; თ) მოსარგებლე/ანაზღაურების მიმღები პირი; ი) სადაზღვევო თანხა/ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი; კ) გაცხადებული ზარალის მოცულობა; ლ) ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზი (უარის თქმის შემთხვევაში); მ) ანაზღაურებული ზარალის ოდენობა; ნ) ზარალის  ანაზღაურების თარიღი ან გრაფიკი; ო) ზარალის სტატუსი (გაცხადებული; ორივე მხარის მიერ შეთანხმებული; გადახდილი (ნაწილობრივ, სრულად); უარყოფილი); პ) მზღვეველის წილი ზარალის ოდენობაში; ჟ) გადამზღვევლის წილი ზარალის ოდენობაში; რ) გადამზღვევლის მიერ ანაზღაურებული თანხა; ს) გადამზღვევლის მიერ ზარალის ანაზღაურების თარიღ(ებ)ი.