ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა ოქმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა- ანგარიშგების წესის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.09.2019
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 1. -------------------------------------------20
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/09/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,088 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (4)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
1. -------------------------------------------20 წ.
გაცემის თარიღი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის № თარიღი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 05.06.2020 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, ჩაბარების, შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 09.06.2023 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 28.03.2018 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 03.04.2017 საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 02.05.2023

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა ოქმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა- ანგარიშგების წესის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 2019 წლის 25 სექტემბერი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსის 239-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების დანართი №1-ის მეორე პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43​1, 43​2, 51​3, 53​3, 55, 55​2, 55​3, 103-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 119​1,127​1 მუხლის მეხუთე ნაწილის, 146​1,148-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილები, 150, 150​1, 151-ე მუხლის მესამე ნაწილის, 152, 156​1, 159, 159​1, 197​1,  198-ე მუხლებთან მიმართებით. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისა და გამოყენების წესი, დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად. მუხლი 6🔗 დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, დანართი №5-ის შესაბამისად. მუხლი 7🔗 დამტკიცდეს სააღსრულებო ფურცლის ფორმა, დანართი №6-ის შესაბამისად. მუხლი 8🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი დანართი №1 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 1. -------------------------------------------20 წ. 2. --------------------------------------------------- (ოქმის შედგენის თარიღი: რიცხვი, თვე, წელი) (ოქმის შედგენის ადგილი) 3. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ოქმის შემდგენლის თანამდებობა) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (სახელი, მამის სახელი, გვარი) 4. დავადგინე, რომ --------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ნორმატიული აქტი, რომელიც დაირღვა) 5. პასუხისმგებლობა აღნიშნული დარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ------------------------------------------------- მუხლით/მუხლის -------------------- ---------------------------------------- ნაწილით. 6. მონაცემები დამრღვევის შესახებ: -------------------------------------------------------------------------------- (ფიზიკური პირის სახელი, გვარი, მისამართი, პირადი № და სხვა მონაცემები; იურიდიული პირის სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ადა მისი პირადი მონაცემები) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 7. დამრღვევის ახსნა-განმარტება:------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დამრღვევს განემარტა მისი უფლებები და მოვალეობანი, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით. 8. მოწმე ან/და დაზარალებული: -----------------------------------------------------------------------                                                                                           (ხელმოწერა)                      (სახელი, გვარი, მისამართი) 9. ოქმის შემდგენელი პირი: -----------------------------------------------------------------------------                                                                                          (ხელმოწერა)                        (სახელი, გვარი) 10. სამართალდამრღვევი პირი: ---------------------------------------------------------------------------                                                                                           (ხელმოწერა)                         (სახელი, გვარი) 11.  ჩავიბარე ოქმი:-------------------------------------------------------------------------------------------- (სამართალდამრღვევის ხელმოწერა) 12. შენიშვნა: ------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება). ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) სასამართლოში გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ. დამკვეთი: ვანის მუნიციპალიტეტის მერია დამამზადებელი: სფს-ს რეგისტრაციის № დანართი №2 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის შევსებისა და გამოყენების წესი მუხლი 1🔗 წინამდებარე წესის მიზანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და გამოყენების წესის დარეგულირება. მუხლი 2🔗 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი (დანართი №1) შევსებული სახით გადაეცემა სამართალდამრღვევს, ოქმის ხელმოწერისთანავე. მუხლი 3🔗 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №1) ივსება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის მიერ ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით. 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება: ა) შედგენის თარიღი და ადგილი; ბ)  შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი; გ) სამართალდამრღვევის სახელი, გვარი, პირადინომრები, დაბადების თარიღი, მისამართი, სამუშაო ადგილი; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს ამ სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობას; ვ) მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან; ზ) შემდგენისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერები. თ) შენიშვნის გრაფა. მუხლი 4🔗 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები თავის მხრივ ვალდებულნი არიან სამართალდარღვევის ოქმის ფორმების გაცემა აღრიცხონ ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში. 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში. 3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარდგენის ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, მისი წარდგენა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს. მუხლი 5🔗 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გამოსაყენებლად უვარგისად ჩაითვლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო; ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისშესაბამისად. დანართი №3 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი პირი № გაცემის თარიღი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის № გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა დანართი №4 დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტი № ქ. ვანი „_________“ 20____ წელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის № თარიღი ჩამოწერის  საფუძველი შენიშვნა აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი პირი ----------------------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი --------------- დანართი №5 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი  მუხლი 1🔗 1. ეს წესი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოება და  აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე. მუხლი 2🔗 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მზადდება ვანის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – სამართალსუბიექტი) შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 2. დამზადებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბლანკების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამართალსუბიექტის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა. მუხლი 3🔗 1. ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  ოქმის  შეუვსებელი  ფორმების  შენახვა  ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებისაგან. 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე სამართალსუბიექტის მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთან.                                                                                                                                                                            დანართი №6 ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ვანის მუნიციპალიტეტის მერია ს  ა  ა  ღ  ს  რ  უ  ლ  ე  ბ ო     ფ  უ  რ  ც  ე  ლ ი „ ----------“ 20  წელი                                                                                                        ქ. ვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი: ___________________________ __________________________________________________________________________________ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის № და  შედგენის თარიღი ------------------------ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი:                __________________________________________________________________________________ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა:   __________________________________________________________________________________ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) მიმღები ადმინისტრაციული ორგანო, მიღების თარიღი და ნომერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) სარეზოლუციო ნაწილი __________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) ძალაში შესვლის თარიღი __________________________________________________________________________________ კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები:       __________________________________________________________________________________ მოვალის დასახელება და რეკვიზიტები: __________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი:                ვანის მუნიციპალიტეტის მერი:                                                   ალექსანდრე გოგორიშვილი