თელავის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.09.2019
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016481
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/10/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,587 სიტყვა · ~8 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
მუნიციპალიტეტის ორგანოები
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია
მუხლი 2
განპიროვნებული ავტომობილი
ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება კონკრეტული დაწესებულების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე
მუხლი 2
სამორიგეო  ავტომობილი
ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად  განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე
მუხლი 2
საშტატო რიცხოვნობა
ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (13)
1 ძრავის მოცულობა არანაკლებ  (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე)
2 ცხენის ძალა არანაკლებ
3 გადაცემათა კოლოფი
4 სიგრძე არანაკლებ
5 სიგანე არანაკლებ
6 სიმაღლე არანაკლებ
7 წვა (შერეული წვის პირობებში)  100 კმ-ზე არაუმეტეს
8 საგარანტიო პირობები
9 უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი
10 ელექტროშუშები
11 აუცილებელი მოთხოვნები
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილი თხლაშიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
სპეციალიზებული კლასის ავტომობილი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხაშურის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 05.11.2019 ტყიბულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 22.12.2023 ბაღდათის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 25.04.2025 დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 25.02.2020 აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 07.03.2025

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №32 2019 წლის 27 სექტემბერი ქ.თელავი თელავის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და  სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ავტომობილების კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება  დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე დანართი №1 თელავის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და  სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო წინამდებარე წესი ადგენს თელავის მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის მსუბუქი ავტომობილების (განპიროვნებული და მორიგე) ფუნქციების განაწილების ერთიან სტანდარტს, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციასა და კლასების განაწილებას, განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებსა და ზღვრული ფლობის ღირებულებას. მუხლი 2🔗.  ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მუნიციპალიტეტის ორგანოები – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია; ბ) განპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება კონკრეტული დაწესებულების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე; გ) სამორიგეო  ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად  განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე; დ) საშტატო რიცხოვნობა – ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა. მუხლი 3🔗. განპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე თანამდებობის პირები განპიროვნებული ავტომობილით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ თანამდებობის პირებს: ა) თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს; ბ) თელავის მუნიციპალიტეტის მერს და მის მოადგილეებს. მუხლი 4🔗. სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა და გამოყენების წესი 1. სამორიგეო ავტომობილის რაოდენობა დგინდება შემდეგი პროპორციით:  100  საშტატო ერთეულამდე ყოველ 20 საშტატო ერთეულზე 1 სამორიგეო ავტომობილი, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე დამატებით 1 ავტომობილი.   2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით. 3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს. 4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამორიგეო ავტომობილების  რიცხოვნობის შემცირება და გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებისამებრ. მუხლი 5🔗. ავტომობილების კლასიფიკაციის წესი 1. ავტომობილის კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილების ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის. 2. ეს წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს შესაბამისი კლასის ავტომობილისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის. დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა, გარდა კლასის ცვლილებისა; მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ შეთავაზებისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ძრავის კუბატურის ან ცხენისძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა, საწვავის ტიპი – ჰიბრიდი), მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასის და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად შესაბამისი პროცედურის დაცვით. 3.  ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150  ათას კილომეტრზე ავტომობილის ექსპლუატაციით გამოწვეული საგარანტიო მოთხოვნების შესაბამისი ხარჯის და ავტომობილის შესყიდვის ფასის ერთობლიობით. 150  ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების კომპონენტებია: ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი; ბ) ძრავის ზეთის ხარჯი; გ) ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი; დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი; ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი; ვ) კონდიციონერის ფილტრის ხარჯი; ზ) ანთების სანთლების ხარჯი; თ) ძრავის ღვედის ხარჯი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ი) საწვავის ხარჯი საპასპორტო მონაცემებით. 4. ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით 1 ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 2-ის. 5. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ დაწესებულებას წარუდგენს განფასებას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი) ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში. 6. შემსყიდველი ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტთან აფორმებს მხოლოდ ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ - „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ავტომობილის ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, შემსყიდველი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ან მის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციასთან (მიმწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას იმ საგარანტიო პირობების ანალოგიურად, რომელსაც თავდაპირველი მიმწოდებელი სთავაზობს შემსყიდველს) დებს ხელშეკრულებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის 101-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის  დადგენილებით განსაზღვრულ წლოვანებას ან/და გარანტიის პირობებს. 7. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან. 8. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას - ეროვნულ ვალუტაში საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით. 9. ყოველი კონკრეტული შესყიდვისას შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს ბაზრის კვლევას და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა  შესაბამისი კლასის მიხედვით. 10. შემსყიდველი   ორგანიზაცია ბაზრის კვლევის ჩატარების და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის  სერვისის/ნაწილისა და საწვავის ხარჯვის ჯამი) დადგენის შემდეგ ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ზღვრული ფლობის ღირებულების  და საწვავის ფასი). 11. მიმწოდებელი ვალდებულია ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარმოადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯვის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული პარკის მყისიერ მორგებას წინამდებარე წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით. 12. ამ წესის მიზნებისათვის, ავტომობილების კლასიფიკაცია ხორციელდება III კლასისა და სპეციალიზებული კლასის ავტომობილების ნიშნით. ავტომობილის თითოეული კლასით მოსარგებლე პირთა კატეგორია, ასევე კონკრეტული კლასისათვის წაყენებული მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება განისაზღვრება №2 დანართით. ავტომობილების ზომები განისაზღვრება ქარხნული წარმოების აქსესუარების ჩათვლით. დანართი №2 ავტომობილების კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება მუხლი 1🔗 ეს დანართი განსაზღვრავს ავტომობილის კონკრეტული კლასისათვის მიკუთვნების კრიტერიუმებს, ასევე განსაზღვრული ნიშნით მისი თანამდებობრივი ან ზოგადი დანიშნულებით გამოყენების წინაპირობებსა და ზღვრული ფლობის ღირებულებას. მუხლი 2🔗 ვალუტის კურსი წარმოადგენს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოფიციალურ გაცვლით კურსს. მუხლი  3🔗 1. III კლასის ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ზოგადი დანიშნულების: ა) სამორიგეო; ბ) მომარაგების; გ) თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით; დ) მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები – განისაზღვროს მოცემული ცხრილის  შესაბამისად: № III კლასის მსუბუქი ავტომობილები 1 ძრავის მოცულობა არანაკლებ  (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე) 1.1 2 ცხენის ძალა არანაკლებ 77 3 გადაცემათა კოლოფი ავტომატური ან მექანიკური არანაკლებ 5 - საფეხურიანი 4 სიგრძე არანაკლებ 3850 5 სიგანე არანაკლებ 1695 6 სიმაღლე არანაკლებ 1455 7 წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ-ზე არაუმეტეს 12 ლიტრი 8 საგარანტიო პირობები 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი);  3 წელი ან 150000  კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი,გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)  9 უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი NCAP (ევრო ქრაშტესტი)  ან IIHS  (ამერიკული ქრაშტესტი)ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი) 10 ელექტროშუშები მინიმუმ წინა ორი 11 აუცილებელი მოთხოვნები -  სათადარიგო საბურავი; -  წინა 2 უსაფრთხოების ბალიში; -  კონდიციონერი; -  აუდიოსისტემა; -  უკანა საქარე მინის     ელ. გათბობა; -  საჭის გამაძლიერებელი; -  ABS. შენიშვნა: სათადარიგო საბურავის არქონა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ქარხნულად არ მოჰყვება. ე) მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები – განისაზღვროს მოცემული ცხრილის შესაბამისად: № III  კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი 1 ძრავის მოცულობა არანაკლებ  (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე) 1.0 2 ცხენის ძალა არანაკლებ 82 3 გადაცემათა კოლოფი ავტომატური ან მექანიკური არანაკლებ 5 - საფეხურიანი 4 სიგრძე არანაკლებ 3665 5 სიგანე არანაკლებ 1600 6 სიმაღლე არანაკლებ 1575 7 წვა (შერეული წვის პირობებში)  100 კმ-ზე არაუმეტეს 12 ლიტრი 8 საგარანტიო პირობები 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი);  3 წელი ან 150000  კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)  9 უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი NCAP (ევრო ქრაშტესტი)  ან IIHS  (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი) 10 ელექტროშუშები მინიმუმ წინა ორი 11 აუცილებელი მოთხოვნები -  სათადარიგო საბურავი; -  წინა 2 უსაფრთხოების ბალიში; -  კონდიციონერი; -  აუდიოსისტემა; -  უკანა საქარე მინის     ელ. გათბობა; -   საჭის გამაძლიერებელი; -  ABS; -  4x4. შენიშვნა: სათადარიგო საბურავის არქონა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ქარხნულად არ მოჰყვება. ვ) ზღვრული ფლობის ღირებულება მსუბუქი ავტომობილებისათვის - 20 000 დოლარის ეკვივალენტი ლარში; ზ) ზღვრული ფლობის ღირებულება მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის – 25 000 დოლარის ეკვივალენტი ლარში; 2. განპიროვნებული: თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილისათვის, თელავის მუნიციპალიტეტის მერისა და მერის მოადგილეებისათვის, როდესაც მუნიციპალიტეტის მთლიანი საშტატო რიცხოვნობა ნაკლებია 300 საშტატო ერთეულზე. მუხლი 7🔗 1. სპეციალიზებული კლასის ავტომობილებია: ა)  ავტომობილი, რომელიც გამოიყენება სპეციალური დანიშნულებით, კონკრეტული საქმიანობის შესასრულებლად; ბ)     პიკაპი; გ) განსხვავებული სპეციფიკაციის ავტომობილი, რომელიც სპეციალიზებული კლასის ავტომობილად განისაზღვრება 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით. 2. სპეციალიზებული კლასის ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვროს მოცემული ცხრილის  შესაბამისად: № სპეციალიზებული კლასის ავტომობილი 1 ძრავის მოცულობა არანაკლებ  (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე) 1.1 2 ცხენის ძალა არანაკლებ 102 3 გადაცემათა კოლოფი მექანიკური, არანაკლებ 5- საფეხურიანი 4 სიგრძე არანაკლებ 5000 5 სიგანე არანაკლებ 1755 6 სიმაღლე არანაკლებ 1760 7 წვა (შერეული წვის პირობებში)  100 კმ-ზე არაუმეტეს 12 ლიტრი 8 საგარანტიო პირობები 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი);  3 წელი ან 150000  კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)  9 უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი NCAP (ევრო ქრაშტესტი)  ან IIHS  (ამერიკული ქრაშტესტი)ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი) 10 ელექტროშუშები  მინიმუმ წინა ორი 11 აუცილებელი მოთხოვნები -  სათადარიგო საბურავი; -  მინიმუმ 2 უსაფრთხოების ბალიში; -  კონდიციონერი; -  აუდიოსისტემა; -  საჭის გამაძლიერებელი; -  4x4 მექანიკური ჩართვის და გამორთვის          ფუნქციით; -  ABS; -  საჭის სიმაღლის მარეგულირებელი; -  სარკეების ელ. რეგულირება. 3. სპეციალიზებული კლასის ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 34 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. მუხლი 8🔗 შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა. მუხლი 9🔗 შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი უნდა იყოს მარცხენასაჭიანი. მუხლი 10🔗  დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება  ელექტრომობილების შესყიდვაზე.