ბაღდათის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2025 წლის 25 აპრილი ქ. ბაღდათი
|
|
ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
გ) განპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბალანსზე და განაწილებულია (გამოყოფილია) მუდმივი სამსახურებრივი საჭიროებისათვის ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს თანამდებობის პირზე ან/და თანამშრომელზე ან/და სტრუქტურულ ერთეულზე/სტრუქტურულ ქვედანაყოფზე;
დ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე;
ე) საშტატო რიცხოვნობა – ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.
2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაანგარიშების შედეგი ნაკლებია 1-ზე, როდესაც დამრგვალება, მიუხედავად მეათედის ოდენობისა ხდება 1 მთელამდე.
3.ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს.
4. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომანქანებიდან სამორიგეო ავტომობილების რაოდენობა განისაზღვრება, ამ მუხლით დადგენილი წესით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. სამორიგეო ავტომობილების გამოყოფა ხორციელდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტული თანამდებობის პირის/საჯარო მოსამსახურის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სადაც უნდა მიეთითოს საჭიროების, დანიშნულების ადგილის, გამგზავრებისა და დაბრუნების სავარაუდო პერიოდების თაობაზე ინფორმაცია, მათ შორის, მივლინების შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიღებული წერილობითი გადაწყვეტილების რეკვიზიტების შესახებ.
2. ავტომობილის კლასიფიკაცია ხორციელდება თითოეული კლასისათვის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის. დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა, გარდა კლასის ცვლილებისა, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამისი ობიექტურად დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე; მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ, შეთავაზებისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები, (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ცხენის ძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა, საწვავის ტიპი - ჰიბრიდი), მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასის და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად, შესაბამისი პროცედურის დაცვით.
3. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა და საწვავის ფასის ერთობლიობით. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების კომპონენტებია:
ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი;
ბ) ძრავის ზეთის ხარჯი;
გ) ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი;
დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი;
ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი;
ვ) კონდინციონერის ფილტრის ხარჯი;
ზ) ანთების სანთლების ხარჯი;
თ) ძრავის ღვედის ხარჯი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ი) მწარმოებლის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა ხარჯები;
კ) საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით.
4. ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 1-ის. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები, საჭიროების შემთხვევაში, წინა – სულ მცირე, შვიდჯერ, ხოლო უკანა – სულ მცირე, ოთხჯერ. ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა ანაზღაურებული იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით. მიმწოდებელი ვალდებულია, უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული ფლობის ღირებულებაში, თუმცა ამ კომპონენტში არ შედის სწრაფცვეთადი ნაწილები (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).
5. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს განფასებას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი) ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, იმ შემთხვევაში, თუ არ გაუარესდება შემსყიდველი ორგანიზაციის პირობა, ქარხანა-მწარმოებლების რეკომენდაციის საფუძველზე შესაძლებელია ფლობის ღირებულების კომპონენტების მახასიათებლების, ბრენდის, რაოდენობისა და ცვლის პარამეტრის ცვლილება.
6. შემსყიდველი, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტთან აფორმებს მხოლოდ ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ – „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ავტომობილის ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, შემსყიდველი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ან მის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციასთან (მიმწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას იმ საგარანტიო პირობების ანალოგიურად, რომელსაც თავდაპირველი მიმწოდებელი სთავაზობს შემსყიდველს) დებს ხელშეკრულებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წლოვანებას ან/და გარანტიის პირობებს. კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია, ავტომობილისა და მისი ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გაფორმდეს ხელშეკრულება კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში.
7. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს გამოცხადების დღით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული კურსით, აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას, ეროვნულ ვალუტაში, საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღეს, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით.
8. ყოველი კონკრეტული შესყიდვისას ბაღდათის მუნიციპალიტეტი ატარებს ბაზრის კვლევას და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა თითოეული კლასის მიხედვით. ბაზრის კვლევის ჩატარების და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის/ნაწილის და საწვავის ხარჯის ჯამი) დადგენის შემდეგ მუნიციპალიტეტი ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ზღვრული ფლობის ღირებულების და საწვავის ფასი). მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარმოადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული მუნიციპალური პარკის მყისიერ მორგებას წინამდებარე წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით.
9. ამ წესის მიზნებისათვის ავტომობილების კლასიფიკაცია ხორციელდება შემდეგი ნიშნით: III კლასისა და სპეციალიზებული კლასის ავტომობილები. ავტომობილის კონკრეტული კლასისათვის წაყენებული მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება ამ დადგენილების დანართით. ავტომობილების ზომები განისაზღვრება ქარხნული წარმოების აქსესუარების ჩათვლით.
10. დაწესებულების სპეციფიკიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე, წინამდებარე წესიდან გამონაკლისების შესახებ მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამისი დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე (მათ შორის, ფუნქციონალური საჭიროების ავტომობილების და შესაბამისი კლასის განსაზღვრის, ხელშეკრულებით არსებული საშტატო რიცხოვნობის და კლასის ცვლილების შესახებ).
| III კლასის მსუბუქი ავტომობილი | |
| ცხენის ძალა არანაკლებ | 75 |
| გადაცემათა კოლოფი | მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი |
| სიგრძე არანაკლებ | 3840 |
| სიგანე არანაკლებ | 1695 |
| სიმაღლე არანაკლებ | 1450 |
| საგარანტიო პირობები | 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი) |
| უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი |
NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი) |
| ელექტროშუშები | მინიმუმ წინა ორი |
| აუცილებელი მოთხოვნა | სათადარიგო საბურავი |
| აუცილებელი მოთხოვნა | წინა 2 უსაფრთხოების ბალიში |
| აუცილებელი მოთხოვნა | კონდიციონერი |
| აუცილებელი მოთხოვნა | აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა |
| აუცილებელი მოთხოვნა | საჭის გამაძლიერებელი |
| აუცილებელი მოთხოვნა | ABS |
| III კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი | |
| ცხენის ძალა არანაკლებ | 82 |
| გადაცემათა კოლოფი | მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი |
| სიგრძე არანაკლებ | 3665 |
| სიგანე არანაკლებ | 1600 |
| სიმაღლე არანაკლებ | 1575 |
| საგარანტიო პირობები | 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი); |
| უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი |
NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი) |
| ელექტროშუშები | მინიმუმ წინა ორი |
| აუცილებელი მოთხოვნა | სათადარიგო საბურავი |
| აუცილებელი მოთხოვნა | წინა 2 უსაფრთხოების ბალიში |
| აუცილებელი მოთხოვნა | კონდიციონერი |
| აუცილებელი მოთხოვნა | აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა |
| აუცილებელი მოთხოვნა | საჭის გამაძლიერებელი |
| აუცილებელი მოთხოვნა | ABS |
| აუცილებელი მოთხოვნა | 4X4 |
| სპეციალიზებული კლასის ავტომობილი | |
| ცხენის ძალა არანაკლებ | 102 |
| გადაცემათა კოლოფი | მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი |
| სიგრძე არანაკლებ | 5000 |
| სიგანე არანაკლებ | 1755 |
| სიმაღლე არანაკლებ | 1760 |
| უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი | NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი) |
| საგარანტიო პირობები | 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი); |
| ელექტროშუშები | მინიმუმ წინა ორი |
| აუცილებელი მოთხოვნა | სათადარიგო საბურავი |
| აუცილებელი მოთხოვნა | წინა 2 უსაფრთხოების ბალიში |
| აუცილებელი მოთხოვნა | კონდიციონერი |
| აუცილებელი მოთხოვნა | აუდიოსისტემა |
| აუცილებელი მოთხოვნა | საჭის გამაძლიერებელი |
| აუცილებელი მოთხოვნა | ABS |
| აუცილებელი მოთხოვნა | 4X4 მექანიკური ჩართვის და გამორთვის ფუნქციით |
| აუცილებელი მოთხოვნა | საჭის სიმაღლის მარეგულირებელი |
| აუცილებელი მოთხოვნა | სარკეების ელ. რეგულირება |