შპს ,,თბილაეროს” გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებოთ კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შპს ,,თბილაეროს” გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებოთ კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
საქმე №2
/
6876-11
330230911017444
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
(ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან)
2019 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე
სხდომის მდივანი – ქეთევან ჭელიძე
განმცხადებელი –
შპს „თბილაერო“
გაკოტრების მმართველი
– სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო
მოთხოვნა
– გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება
2019 წლის 18 სექტემბერს გამართულ კრედიტრთა კრებაზე სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების გადადების საკითხი და,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის
საქალაქო
სასამართლოს
სამოქალაქო
საქმეთა
კოლეგიის წარმოებაშია საქმე №2/6876-11 – შპს „თბილაეროს“ გაკოტრების შესახებ.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოწვეულ იქნა კრედიტორთა კრება 2019 წლის 18 სექტემბერს, 16:00 საათზე, რის თაობაზეც სათანადო წესით ეცნობათ კრედიტორებსა და მოვალეს, თუმცა მათი უმრავლესობა არ გამოცხადდა კრედიტორთა კრებაზე. ასევე, გაკოტრების მმართველის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საბოლოო ანგარიში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ 2019 წლის 18 სექტემბერს გახსნილ კრებაზე შეუძლებელია საქმის განხილვა, რის საფუძველზეც მიზანშეწონილად მიიჩნევს,კრედიტორთა კრების გადადებას.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27
-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების ფორმატში მოწვეულ იქნეს კრედიტორთა კრება 2019 წლის 16
ოქტომბერს, 17:00 საათზე,თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №63
, შემდეგი დღის წესრიგით:
კრედიტორთა კრების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.
2.
განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3.
განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე