„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამხედრო აღრიცხვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №209 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №281 |
|
2019 წლის 27 სექტემბერი ქ. თეთრიწყარო |
|
დებულება
2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის სამსახური წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას.
3. სამსახური წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს.
4. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა/ თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.
5. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამსახური იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, ერთგულების, მიუკერძოებლობის, ეკონომიურობისა და ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების შესაბამისად.
6. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
7. სამსახურს აქვს დებულება, ბეჭედი - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით და სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით, შტამპი, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო სხვა რეკვიზიტები.
8. სამსახურის ადგილსამყოფელია ქალაქი თეთრიწყარო, თამარ მეფის ქუჩა №34.
ა) თვითმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები წვევამდელების აღრიცხვა;
ბ) წვევამდელების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელი სამუშაოს შესრულება;
გ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ- გამანაწილებელ პუნქტში გაგზავნა;
დ) მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება;
ე) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა) აღრიცხვის ორგანიზება;
ვ) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა;
ზ) მოქალაქეთა საჩივრების და განცხადებების განხილვა;
თ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე აწარმოოს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა;
ი) სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში წესების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, მასალები გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს;
კ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დაცვა, მათი მოთხოვნების დაცვის კონტროლი;
ლ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
2. სამსახური შედგება სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსისა და სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისაგან.
2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე- 13 მუხლის შესაბამისად.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. იმ საკითხის დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები.
4. თუ ამ დებულების ნორმა ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია.