„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №481 |
|
2019 წლის 3 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. 51 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის გამოყენების შემთხვევაში, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ან მისი მოადგილე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების პროექტს (შემდგომში, ამ მუხლის მიზნებისთვის − პროექტი) ელექტრონული ფორმით სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს (შემდგომში, ამ მუხლის მიზნებისთვის − წევრები), გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა, შესათანხმებლად უგზავნის „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებით გათვალისწინებული „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით. ამ პროგრამის გამოყენების მიზნებისთვის, პროგრამაში იქმნება ცალკე ჯგუფი, რომელთან წვდომაც მომხმარებლის სახით ექნებათ შემდეგ პირებს:
ა) ფონდის აღმასრულებელ დირექტორსა და მის მოადგილეს;
ბ) წევრებს;
გ) მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილ პირ(ებ)ს.“.
2. 51 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წევრები, გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა, ვალდებულნი არიან, პროექტის ინიციირებიდან 8 კალენდარული დღის განმავლობაში სპეციალურ ველში დააფიქსირონ პროექტის თაობაზე წევრის პოზიცია: „თანახმა ვარ“ ან „არ ვეთანხმები“. აღნიშნული ვალდებულება მოქმედებს მაშინაც, როდესაც წევრი იმყოფება მივლინებაში. წევრები ვალდებულნი არიან, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთონ პროექტის თაობაზე საკუთარი დასაბუთებული შენიშვნა (შენიშვნები), თუ:
ა) ეთანხმებიან პროექტს, მაგრამ აქვთ გარკვეული შენიშვნები;
ბ) არ ეთანხმებიან პროექტს.“.
3. 51 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, პროექტი განიხილება და მიიღება ელექტრონულ სხდომაზე, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით, რა დროსაც წევრები ვალდებულნი არიან, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ამ პუნქტის შესაბამისად პროექტის ატვირთვიდან 48 საათში მისცენ ხმა საკითხის მიღებას („თანახმა ვარ“, „არ ვეთანხმები“). ამ პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარება აუცილებელი არ არის, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებისას „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედი შემადგენლობის ყველა წევრის (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა) დადებითი პოზიცია (არ იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც წევრი, მართალია, ეთანხმება პროექტს, მაგრამ აქვს გარკვეული შენიშვნები).“.
|