საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.10.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №484
სარეგისტრაციო კოდი 010320050.10.003.021504
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/10/2019
matsne.gov.ge 263 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 96% 27.09.2017 საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 93% 20.04.2015 ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 12.06.2019 ღია მმართველობა საქართველოს 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საბჭოს მუდმივი წევრები 80% 29.12.2023 საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021 – 2024 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 80% 30.09.2021

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №484 2019 წლის 4 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ ფუნდამენტური ანტიკორუფციული რეფორმების შედეგად დღეს საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა, ხოლო ანტიკორუფციული პოლიტიკის თვალსაჩინო წარმატება არაერთი საერთაშორისო კვლევით არის დადასტურებული. საქართველოს მთავრობა აცნობიერებს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეიძლება იყოს ერთჯერადი რეფორმა ან დროში შეზღუდული პროცესი და საჭიროებს მუდმივ და განგრძობად ძალისხმევას კეთილსინდისიერი და ანგარიშვალდებული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისთვის. მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ, კიდევ უფრო თანამედროვე ეტაპზე გადავიდა. ისევე როგორც ევროპის სხვა დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის, საქართველოსთვისაც მთავარი ორიენტირია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი დონის მიღწევა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეთა ჩართულობის კიდევ უფრო მეტად გაზრდა, კორუფციის პრევენციის მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწა და სახელმწიფო მმართველობაში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით გამოყენება. გასული წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგად იდენტიფიცირებული გამოწვევებისა და ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს, საერთაშორისო (OECD-ACN, GRECO) და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებული ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა 2019 წლის 26 ივლისს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე დამტკიცდა. იგი ასახავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული გამოწვევებისა და რისკების ანალიზსა და შეფასებას თითოეულ რელევანტურ სფეროში და 16 ძირითადი პრიორიტეტის ფარგლებში მათი გადაჭრის ეფექტიან საშუალებებს  გვთავაზობს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით: მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა  და  საქმიანობის  წესის  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია“ და  „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა“. მუხლი 2🔗დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია