სააქციო საზოგადოება „ვერე XXI-ის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/10/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 
აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადება
 
  
ფიზიკური პირი რევაზ მორგოშია (პ/ნ 01025000636), როგორც სააქციო საზოგადოება „ვერე XXI “, ს/კ 211387346 (შემდგომში „საზოგადოება“) 14744 (თოთხმეტი ათას შვიდას ორმოცდაოთხი) ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქციის მფლობელი, რაც შეადგენს საწესდებო კაპიტალის 98,29333%-ს, სურვილს გამოთქვამს გამოისყიდოს „საზოგადოების“ დარჩენილი 256 (ორას ორმოცდათექვსმეტი) ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქცია, მოქმედებს რა საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 534 მუხლით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის (გამოსყიდვის) უფლებით, აცხადებს „საზოგადოების“ დანარჩენი აქციონერებისაგან (მინორიტარი აქციონერებისგან) მათ საკუთრებაში არსებული „საზოგადოების“ ჩვეულებრივი სახელობითი აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის შესახებ.

ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში), „მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV​2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, ფიზიკური პირი რევაზ მორგოშია განცხადებით მიმართავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს აქციათა სავალდებულო მიყიდვის და, შესაბამისად, აქციათა სამართლიანი ფასით გამოსყიდვის სააღრიცხვო დღის დადგენის შესახებ.

„საზოგადოების“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ფიზიკური პირი რევაზ მორგოშია ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53​4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებთან, „საზოგადოების“ სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ „საზოგადოების“ აქციონერებს ეცნობება კანონით გათვალისწინებული წესით და მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.

აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია: „საზოგადოების“ რესტრუქტურიზაცია, მართვის ოპტიმიზაცია და, შესაბამისად, მმართველობითი ხარჯების მინიმიზაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ რევაზ მორგოშიას. მის: თბილისი, ბაგების დასახლება, კორპ I. ბინა 9; ტელ.: 599 58 75 57.

 

რევაზ მორგოშია

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სააქციო საზოგადოება „ვერე XXI-ის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ“?
დიახ, განცხადება „სააქციო საზოგადოება „ვერე XXI-ის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.10.2019.
როდის იქნა მიღებული „სააქციო საზოგადოება „ვერე XXI-ის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ“?
„სააქციო საზოგადოება „ვერე XXI-ის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ“ მიღებულია 09.10.2019. მიმღები ორგანო — სააქციო საზოგადოება „ვერე XXI “. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „სააქციო საზოგადოება „ვერე XXI-ის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.10.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

განცხადება „სააქციო საზოგადოება „ვერე XXI-ის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ“, №0, 09.10.2019 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.10.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4676510/