სს „თბილპოლიმერის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/07/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს „თბილპოლიმერის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე

ფიზიკური პირი მერაბ სამადაშვილი (პ/ნ 01020002186; მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, ნ. რამიშვილის ქ. №7), როგორც სააქციო საზოგადოება სს „თბილპოლიმერის“ (საიდენტიფიკაციო/სარეგისტრაციო ნომერი: 208143855; №7ა/4-24; 12.08.1996) (შემდგომში – „საზოგადოება“) 153 470 (ასორმოცდაცამეტი ათას ოთხასსამოცდაათი) ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქციის მფლობელი, რაც შეადგენს საწესდებო კაპიტალის 99.08066%-ს, სურვილს გამოთქვამს გამოისყიდოს „საზოგადოების“ დანარჩენი აქციები.

მოქმედებს რა საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 53​4 მუხლით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის (გამოსყიდვის) უფლებით, აცხადებს „საზოგადოების“ დანარჩენი აქციონერებისაგან (მინორიტარი აქციონერებისგან) მათ საკუთრებაში არსებული „საზოგადოების“ ჩვეულებრივი სახელობითი აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის შესახებ.

ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში), „მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 53​4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV​2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, ფიზიკური პირი, მერაბ სამადაშვილი განცხადებით მიმართავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს აქციათა სავალდებულო მიყიდვის და, შესაბამისად, აქციათა სამართლიანი ფასით გამოსყიდვის სააღრიცხვო დღის დადგენის შესახებ.

„საზოგადოების“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ფიზიკური პირი მერაბ სამადაშვილი ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53​4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებთან, „საზოგადოების“ სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ „საზოგადოების“ აქციონერებს ეცნობება კანონით გათვალისწინებული წესით და მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.

აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია: „საზოგადოების“ რესტრუქტურიზაცია, მართვის ოპტიმიზაცია და, შესაბამისად, მმართველობითი ხარჯების მინიმიზაცია. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ მერაბ სამადაშვილს (პ/ნ 01020002186; მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, ნ. რამიშვილის ქ. №7) ტელ: 599 90 12 07.

მერაბ სამადაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სს „თბილპოლიმერის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე“?
დიახ, განცხადება „სს „თბილპოლიმერის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.07.2021.
როდის იქნა მიღებული „სს „თბილპოლიმერის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე“?
„სს „თბილპოლიმერის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე“ მიღებულია 12.07.2021. მიმღები ორგანო — სს „თბილპოლიმერი“. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „სს „თბილპოლიმერის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.07.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

განცხადება „სს „თბილპოლიმერის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე“, №0, 12.07.2021 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.07.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5214298/