განმცხადებელი – შპს „თბილაერო“
გაკოტრების მმართველი – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების გადადების საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია საქმე №2/6876-11 - შპს „თბილაეროს“ გაკოტრების შესახებ.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოწვეულ იქნა კრედიტორთა კრება 2019 წლის 16 ოქტომბერს, 17:00 საათზე, რის თაობაზეც, სათანადო წესით ეცნობათ კრედიტორებსა და მოვალეს, თუმცა ამ ეტაპზე გაკოტრების მმართველის მიერ არ არის წარმოდგენილი საბოლოო ანგარიში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ 2019 წლის 16 ოქტომბერს ჩანიშნულ კრებაზე შეუძლებელია საქმის განხილვა, რის საფუძველზეც, მიზანშეწონილად მიიჩნევს, კრედიტორთა კრების გადადებას.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დაადგინა
1. გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების ფორმატში მოწვეულ იქნეს კრედიტორთა კრება 2019 წლის 31 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №63, შემდეგი დღის წესრიგით:
გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა;
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე .