„იმ ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე და იმ ქვეყნების ნუსხის, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 28 ივნისის N01-42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-99/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470010000.22.035.016667
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/10/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-99/ნ

2019 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„იმ ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე და იმ ქვეყნების ნუსხის, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 28 ივნისის №01-42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
1. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ პირს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა უცხოეთში მიღებული აქვს საექიმო სპეციალობის ფარგლებში, რომელიც შესაბამისობაში არ არის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სპეციალობასთან, საქართველოში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების საკითხს განიხილავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო (შემდგომში – საბჭო). ამ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება სათანადო სარეზიდენტო პროგრამის ავტორთა ჯგუფის და/ან დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაცია.“.

2.
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) ხორციელდება სარეზიდენტო პროგრამების ფორმატით. თითოეული სარეზიდენტო პროგრამა მოიცავს იმ პროფესიულ კომპეტენციებს, რომლებიც მიღწეული უნდა იქნეს სარეზიდენტო პროგრამის დასრულების შემდეგ. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), ამ ბრძანებით დადგენილი წესით:

ა) აღიარებს იმ ქვეყნებში მიღებულ დიპლომისშემდგომ მზადებას, რომელთა ფარგლებში მიღწეული შედეგი შეესაბამება საქართველოში მოქმედი სარეზიდენტო პროგრამებით დადგენილ სპეციალობის აღწერილობას;

ბ) აღიარებს სარეზიდენტო პროგრამის ნაწილად იმ ქვეყნებში მიღებულ დიპლომისშემდგომ განათლებას (პროფესიულ მზადებას), რომლებშიც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ხანგრძლივობა ნაკლებია საქართველოში მოქმედ შესაბამის საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე, თუმცა, მზადების ფარგლებში მიღწეული შედეგები არის თავსებადი.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) აღიარების პროცედურას ახორციელებს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.“;

გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ხანგრძლივობა ნაკლებია საქართველოში მოქმედ შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე, პირის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების საკითხი განიხილება აღნიშნული პირის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს (შემდგომში – საბჭო) მიერ აკრედიტებული, დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის დასრულების შემდგომ. დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის ხანგრძლივობა და შინაარსი განისაზღვრება სათანადო სარეზიდენტო პროგრამის ავტორთა ჯგუფის მიერ, კონკრეტული ქვეყნებისა და სპეციალობების მიხედვით, უნიფიცირებულად.“.

 

3.

 


 

 

მუხლი 2
.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე