ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.10.2019
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.104.016425
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/10/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.10.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია | წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2019 წლის 18 ოქტომბერი
ქ. წალენჯიხა
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის წესი”, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია
დანართი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის წესი
მუხლი 1🔗
1.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის პროცედურები წესრიგდება წინამდებარე წესისა და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ამხანაგობის აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს (შემდგომში – მერი) მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის:
ა)
ნოტარიულად დამოწმებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი;
ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ნოტარიულად დამოწმებული წესდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ)
შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული მოწმობა ამხანაგობის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის (საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის) შესახებ;
დ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელის, გვარის, ბინის ნომრისა და ტელეფონის ნომრის მითითებით;
ე)
ამ პუნქტის„ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღები ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელის, გვარისა და პირადი ნომრების მითითებით;
ვ)
წევრთა შემადგენლობაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში ამხანაგობის წევრთა სია, სახელის, გვარის, ბინის ნომრისა და ტელეფონის ნომრის მითითებით;
ზ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში – ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული დედანი/ასლი;
თ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში – იმ ბინის მესაკუთრის საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც ამხანაგობის სახელით, ხელშეკრულება გაუფორმა მოწვეულ მმართველს;
ი) ამხანაგობის თავმჯდომარედ ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის არჩევის შემთხვევაში, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს.
3.
ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისთვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს მერიის თანხმობას.
4.
მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის ყველა ბინის მესაკუთრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისთვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა ამხანაგობა წარადგენს მერიის თანხმობას.
მუხლი 2🔗
1.
ამხანაგობის კრების ოქმში მითითებული უნდა იყოს:
ა) ამხანაგობის მისამართი;
ბ) ამხანაგობის სახელი;
გ)
ამხანაგობის კრების გამართვის თარიღი, ადგილი, დრო;
დ) ამხანაგობის კრების თავმჯდომარის სახელი და გვარი;
ე) მრავალბინიან სახლში ბინათა საერთო რაოდენობა;
ვ) ამხანაგობის კრებაზე დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობა;
ზ) დღის წესრიგი;
თ) გადაწყვეტილების მიღების მომხრეთა საერთო რაოდენობა;
ი) გადაწყვეტილების მიღების მოწინააღმდეგეთა საერთო რაოდენობა;
კ)
გადაწყვეტილება;
ლ)
ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა.
2.
ამხანაგობის კრების ოქმს ადგენს და ხელს აწერს ამხანაგობის თავმჯდომარე.
მუხლი 3🔗
1. მერია „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად, აღრიცხავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ან აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველზე მერია გასცემს აღრიცხვის ფურცელს.
2.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს:
ა) აღრიცხვის ნომერს;
ბ) აღრიცხვის თარიღს;
გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში შეტანის თარიღს;
დ)
ამხანაგობის დასახელებას;
ე)
ამხანაგობის მისამართს.
მუხლი 4🔗
1.
ამხანაგობის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შესატანად, ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი მერიას მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის:
ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელის, გვარისა და პირადი ნომრების მითითებით;
გ) წევრთა ცვლილების შემთხვევაში – ამხანაგობის წევრთა სია სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით;
დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ცვლილების შემთხვევაში – წინამდებარე წესის პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები ან საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის ახალი თავმჯდომარის ამ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც იგი აირჩიეს;
ე) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა ან/და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას.
2. მერია, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის ან ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
მუხლი 5🔗
ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს:
ა) წინამდებარე წესის პირველი და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტების მერიაში წარუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას;
ბ)
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
მუხლი 6🔗
ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება:
ა)
სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას;
ბ)
სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა;
გ)
სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში;
დ)
ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში;
ე) კანონმდებლობით გათვალიწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 7🔗
ამხანაგობის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ამხანაგობას წარმოადგენს მისი ნებისმიერი წევრი, ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე.
მუხლი 8🔗
ამხანაგობის ნებისმიერი წევრი უფლებამოსილია გაეცნოს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციას „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 9🔗
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.