საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.10.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №88
სარეგისტრაციო კოდი 140060000.22.034.016913
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/10/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.10.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 31.08.2016
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და მასთან თანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 თებერვლის №99 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისა და გაწვევის გადავადების საკითხების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − კიბერუსაფრთხოების ბიუროსათვის სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№88
2019 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის ფიცის ტექსტი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს №490 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის ფიცის
ტექსტი
მე, საქართველოს მოქალაქე, ვიწყებ რა სამსახურს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ვფიცავ:
- დავიცვა ჩემი სამშობლო საქართველო, ერთგულად და ღირსეულად ვემსახურო საზოგადოებას;
- დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია, კანონები, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, კანონიერების პრინციპები და თანაზომიერება, არ დავუშვა ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია;
- დავიცვა სახელმწიფო, პროფესიული და კომერციული საიდუმლოება.
- არ დავიშურო ძალა, საჭიროების შემთხვევაში – საკუთარი სიცოცხლეც კი, საგანგებო სიტუაციის დროს განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანის დასახმარებლად, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. დავიცვა და ვიზრუნო კულტურული ფასეულობების, გარემოს, სახელმწიფო და კერძო საკუთრების გადასარჩენად.
- კეთილსინდისიერად შევასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობა, გავუფრთხილდე მინდობილ ქონებას და სამსახურის გავლის პერიოდში ვიყო ამ ფიცის ერთგული.
ხელმოწერა: ________________ თარიღი: __________.