„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2019 წლის 30 ოქტომბერი ქ. ახალციხე |
|
|
განისაზღვროს ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
არაფინანსური
აქტივების
ცვლილება
, მათ
შორის
:
ა ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა თანდართული რედაქციით :
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 110,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
|
2. განისაზღვროს ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 5 545.2 ათასი ლარის ოდენობით.
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 172.5 ათასი ლარი;
ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 94.5 ათასი ლარი;
გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა, იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურების საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 3.0 ათასი ლარი.
2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
პრიორიტეტის ბიუჯეტი 2019 წლისთვის განისაზღვრა 3 680.2 ათასი ლარით .
ახალციხის მუნიციპალიტეტის ეფექტური მმართველობა ითვალისწინებს აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების შეუფერხებელი და გამართული საქმიანობის უზრუნველყოფას .
პროგრამა 1: მმართველობა -ადმინისტრირება (საბიუჯეტო კოდი 01 00)
პროგრამის მიზანია თანამედროვე მართვის სტანდარტებსა და კანონმდებლობასთან თავსებადი მართვის მრავალფუნქციური , თანამედროვე სისტემის დანერგვა , წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა . მმართველი ორგანოების სერთიფიცირებული , მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება .
მოსალოდნელი შედეგი:
მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ა (ა )იპ -ებში ბუღალტრული აღრიცხვა -ანგარიშგების და ბალანსის წარმოების სრულყოფის , კანონმდებლობასთან შესაბამისობის და ხარისხობრივი მაჩვენებლების ამაღლება ;
საფინანსო სისტემაში მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების ეფექტური ინტეგრირება და ადეკვატური პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესება ;
მერიის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების გამართული და ეფექტური ფუნქციონირება .
შედეგის შეფასების ინდიკატორები:
მერიის სისტემაში მოქნილი და ეფექტური პროგრამული უზრუნველყოფის გამართული ფუნქციონირება .
პროგრამა 2. ახალციხის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი (საბიუჯეტო კოდი 01 03)
პროგრამის აღწერა : ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში კატასტროფისა და სტიქიური მოვლენების შემთხვევაში , სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება . გასწიოს ხარჯები , როდესაც საფრთხე ემუქრება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან საქართველოს კანონით დაცულ სხვა სიკეთეს , აგრეთვე აღადგინოს დაზიანებული საინჟინრო ინფრასტრუქტურა .
პროგრამის მიზანი : ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში მცხოვრები მოსახლეობის ფინანსური მხარდაჭერა კანონის შესაბამისად .
პრიორიტეტი 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა , რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია , დასუფთავება და გარემოს დაცვა – 18 669,8 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 00)
პროგრამა 1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა , რებილიტაცია , მოვლა -შენახვა , დასუფთავება და ნარჩენების გატანა .
პროგრამის აღწერა : მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებული გზების მოწესრიგება , ორმულების ამოვსება , გზის ახალი მონაკვეთების მოწყობა , სანიაღვრე არხების გაწმენდა და ახლის მოწყობა , პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქუჩების დაგვა -დასუფთავება , საყოფაცხოვრებო , მყარი და დიდი ზომის ნარჩენების , ქუჩების მონახვეტის შეგროვება და ნაგავსაყრელ პოლიგონამდე ტრანსპორტირება ; თოვლცვენის დროს გზების გაწმენდისა და ტექნიკური მარილის მოყრის სამუშაოების ორგანიზება , რაც უზრუნველყოფს ტრანსპორტის და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებას ; მატერიალურ -ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და სხვა ღონისძიებები .
პროგრამის მიზანი : 40.5 კმ რეაბილიტირებული სამანქანო გზა ორმულების გარეშე , პანდუსების და გადასასვლელების მოწყობა , რათა უზრუნველყოფილი იყოს ბავშვების და საბავშვო ეტლებით მოძრავი დედების უსაფრთხო გადაადგილება . რეაბილიტირებულ გზებზე გაუმართავი საავტომობილო გზის მიზეზით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის მაქსიმალურად შემცირება , 45 კმ გაწმენდილი სანიაღვრე არხი .
მოსალოდნელი შედეგი :
ბავშვების და საბავშვო ეტლებით მოძრავი დედების უსაფრთხო გადაადგილება;
ქალაქში მაქსიმალურად დაცული სანიტარიული წესები და შედეგად ეპიდემიური დაავადებების გავრცელების ლიკვიდაცია ;
სუფთა ქუჩები და პარკები , რაც საშუალებას აძლევს მოსახლეობას , ბავშვებს , დედებს და მომავალ დედებს იცხოვრონ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ;
მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება ჯანმრთელი მომავალი თაობა .
შედეგის შეფასების ინდიკატორები :
ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა;
გაწმენდილი არხის სიგრძე;
აღდგენილი ტროტუარების სიგრძე;
გატანილი ნარჩენების რაოდენობა;
დასუფთავებული ტერიტორიის ფართობი .
პროგრამა 2. კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება – 4 165,9 ათასი ლარი (საბიუჯეტო კოდი 03 02)
პროგრამის აღწერა : ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში შემავალი ქალაქებისა და სოფლების განათების ქსელის , სასმელი წყლისა და სარწყავი არხების მოწყობა რეაბილიტაცია .
პროგრამის მიზანი : ახალი გარე განათების ქსელის მოწყობა , რათა ამაღლდეს ბავშვებისა და ქალების უსაფრთხო გადაადგილება , მოვლა -შენახვა, ნათურების ჩანაცვლდება ენერგო ეფექტური ნათურებით , სასმელი წყლის ახალი მაგისტრალების მოწყობა , რეზერვუარების და გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაცია , მოსახლეობისათვის სუფთა , ხარისხიანი წყლის მიწოდება , სასოფლო-სამეურეო სავარგულების მაქსიმალურად გასარწყავიანება .
შედეგის შეფასების ინდიკატორები :
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განათებული ქუჩების სიგრძე ;
სასმელი წყლით უზრუნველყოფილი დასახლებული პუნქტების რაოდენობა ;
რეაბილიტირებული სარწყავი არხების სიგრძე;
სასმელი წყლის ხარისხი ;
გასარწყავიანებული სასოფლო -სამეურნეო სავარგულების ფართობი .
პროგრამა 3. კეთილმოწყობის ღონისძიებები – 4 757.8 ათასი ლარი (საბიუჯეტო კოდი 03 03)
პროგრამის აღწერა : ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში შემავალ ქალაქებსა და სოფლებში განსახორციელებელი პროექტებისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შეძენა , მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების , სადარბაზოების და ლიფტების რესტავრაცია , პარკებისა და სკვერების მშენებლობა -რეაბილიტაცია , სპორტული მოედნებისა და დარბაზების მოწყობა -რეაბილიტაცია , სახლების და სახურავების მოწყობა -რეაბილიტაცია , სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიების ინფრასტუქტურის მოწყობა .
პროგრამის მიზანი : პარკებისა და სკვერების მოწყობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით , არსებული სკვერების რეაბილიტაცია , ძველი სპორტული მოედნების შეკეთება , გოგონებისა და ბიჭებისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი სპორტული დარბაზის გახსნა ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით . მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები მოსახლეობისათვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნა , სასაფლაოების ადგილმდებარეობის დაკვალვა , ფართის თანაბარ ნაწილებად განაწილება , ტერიტორიების შემოღობვა და სველი წერტილების მოწყობა .
შედეგის შეფასების ინდიკატორები :
რეაბილიტირებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რაოდენობა;
განახლებული პარკების და სკვერების ფართობი ;
ახალგახსნილი სპორტული დარბაზების რაოდენობა;
ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი მოზარდების რაოდენობა .
პრიორიტეტი 3. თავდაცვა , საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება – 126.5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 00)
პროგრამა 3. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა – 126.5 ათასი ლარი (საბიუჯეტო კოდი 02 01)
პროგრამის აღწერა : სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება . წვევამდელი ასაკის ჭაბუკთა პიველადი სამხედრო აღრიცხვა და სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება .
პროგრამის მიზანი : სასწავლო დაწესებულებების და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონისა და „მოქალაქთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ “ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი . ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებთან და მათთან გათანაბრებულ პირებთან მუშაობის ორგანიზება .
მოსალოდნელი შედეგი :
აქტიური ახალგაზრდები , რაც უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა სოლიდარული საზოგადოების ფორმირებისათვის .
შედეგის შეფასების ინდიკატორები :
წვევამდელი ახალგაზრდების რაოდენობა სამხედრო სავალდებულო სამსახურში .
პრიორიტეტი 4. განათლება – 4 314.0 ათასი ლარი (საბიუჯეტო კოდი 04 00)
პროგრამა 1. სკოლამდელი აღზრდა და განათლება – 3 294,3 ათასი ლარი (საბიუჯეტო კოდი 04 01)
პროგრამის აღწერა : ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი თაობების აღზრდაში დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა , მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას , რაც მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და , შესაბამისად, ერთ -ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს , რომლის ფარგლებშიც განხორციელდება საბავშვო ბაგა -ბაღების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ღონისძიება , მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა . მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს საბავშვო ბაღების საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან მიახლოებული ფუნქციონირებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებას .
პროგრამის მიზანი : სკოლამდელი განათლების სისტემის მართვა და განვითარება , სკოლამდელი განათლების სისტემის ხელშეწყობა , სკოლამდელი აღსაზრდელების ფიზიკური ჯანმრთელობა , ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის დახვეწა , შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესება . საბავშვო ბაგა -ბაღების აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობა და სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა , რომელსაც უზრუნველყოფს ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება . აღნიშნული დაწესებულების ვალდებულებაა საგანმანათლებლო -სააღმზრდელო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება , საზოგადოების აქტიური ჩართვა მიმდინარე საგანმანათლებლო -სააღმზრდელო და კულტურულ პროცესებში , აღსაზრდელთა ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირება , სააღმზრდელო ჯგუფების მუშაობის გაუმჯობესება , დახვეწა და მოსახლეობის ინტერესებზე მორგება . ყურადღება გამახვილდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელთათვის საჭირო აქტივობის ამაღლებასა და საზოგადოებაში სოციალურ ინტეგრაციაზე , ისე როგორც ეროვნული უმცირესობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე . მნიშვნელოვანია სკოლამდელი აღზრდის ასაკიდანვე მათთვის ქართული ენის შესწავლა .
მოსალოდნელი შედეგი :
გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა ;
გაუმჯობესებული და უსაფრთხო სააღმზრდელო გარემო;
ბაგა -ბაღების აღმზრდელ -პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება ;
ბაგა -ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და დასაქმების ხელშეწყობა.
შეფასების ინდიკატორი : ბაგა -ბაღებში აღსაზრდელებისა და ჯგუფების რაოდენობის ზრდა ; აღსაზრდელების სკოლისთვის მომზადების მაღალი დონე .
პროგრამა 2. ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს (საბიუჯეტო კოდი 04 02)
პროგრამის აღწერა : წარმატებულ სტუდენტებზე ფულადი საჩუქრების გაცემა და შესაბამისი სერტიფიკატების გადაცემა .
პროგრამის მიზანი : ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გოგონების და ვაჟების თანაბრად წახალისება სასწავლო პროგრამების უკეთ ათვისებისა და გააზრების მიზნით .
მოსალოდნელი შედეგი : პროფესიული და ზრდასრულთა განათლების საშუალებით მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები შეძლებენ შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ღირსეულ დასაქმებას .
შეფასების ინდიკატორი : პროგრამაში ჩართული ორგანიზაციები ,
განხორციელებული ღონისძიებები და პროექტები .
პრიორიტეტი 5. კულტურა , ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი – 2 241.6 ათასი ლარი (საბიუჯეტო კოდი 05 00)
ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას . შესაბამისად , გაგრძელდება კულტურული და სპორტული დაწესებულებების ფინანსური მხარდაჭერა , წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობა და შესაბამისი პირობების შექმნა , რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა ; კულტურის და ხელოვნების სფეროებში სხვადასხვა პროექტების შემუშავება , დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინაცია ; სამცხე -ჯავახეთის კუთხის დამახასიათებელი მნიშვნელობის მუზეუმის , თეატრების , ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების ხელშეწყობა და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა ; სახელოვნებო განათლების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა ; შემუშავდება და განხორციელდება მუნიციპალური ბიბლიოთეკების , თეატრებისა და სახელოვნებო სკოლების მოდერნიზაციისა და მართვის სისტემის რეფორმირების კონცეფცია ; მწვრთნელ -მასწავლებელთა და სპორტსმენთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება ; სპორტული და კულტურის დაწესებულებების მატერიალურ -ტექნიკური ბაზების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციას .
პროგრამის აღწერა : კულტურული , სპორტული ობიექტების გამართული და სრულფასოვანი ფუნქციონირება სოციალური განვითარების მნიშვნელოვანი საფეხურია . მოსწავლეს , ახალგაზრდას , რომელიც ჩაბმულია კულტურულ ცხოვრებაში , აქვს კარგი მაჩვენებელი როგორც სკოლაში , ასევე განათლების შემდგომ ეტაპზეც (უმაღლეს სასწავლებელში ). ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით , სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში ჩაბმით ბავშვი ყალიბდება სრულფასოვან პიროვნებად , რომელსაც ჩამოყალიბებული აქვს გემოვნება . კულტურული და სპორტული ობიექტების სრულფასოვანი ფუნქციონირება , განსაკუთრებით სოფლად , გაცილებით მეტი ეფექტის მომტანია , რადგან ახალგაზრდა ადგილზე ახდენს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას . აქედან გამომდინარე , ნაკლებია ახალგაზრდების მიგრაცია სოფლიდან ქალაქში . სხვადასხვა კულტურული და სპორტული წრეები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას . ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე , ძლიერი , გამართული კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა და სპორტის ისეთი სახეობების განვითარება , რომლებშიც თანაბრად იქნებიან ჩართული გოგონები და ვაჟები , ახალციხის მუნიციპალიტეტის ერთ -ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს .
პროგრამის მიზანი : ახალციხის მუნიციპალიტეტის ყველა მცხოვრებისათვის ხელმისაწვდომი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კულტურული და საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდების ხელმისაწვდომობის ზრდა , ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული კულტურული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი გარემოს შექმნა .
მოსალოდნელი შედეგი:
მოსახლეობის ფართო მასების ჩაბმა სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ;
სპორტის სხვადასხვა სახეობების ადგილობრივი და საერთაშორისო რანგის შეჯიბრებებში სპორტსმენთა წარმატებული გამოსვლა ;
საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა ;
მატერიალურად წახალისებული და მოტივირებული მწვრთნელ-მასწავლებლები და ახალგაზრდა , პერსპექტიული სპორტსმენები .
შედეგის შეფასების ინდიკატორები
პრიზიორთა რაოდენობა სხვადასხვა რანგის შეჯიბრებაზე ;
თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სპორტული ობიექტების რაოდენობა .
პროგრამა 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების განვითარების ხელშეწყობა – 1 718.1 ათასი ლარი (საბიუჯეტო კოდი 05 01)
პროგრამის აღწერა : აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ახალციხის , ვალის და აწყურის სამუსიკო სკოლების და ახალციხის სამხატვრო სკოლის განვითარებასა და პოპულარიზაციას , რაბათის ციხის კომპლექსის , როგორც ისტორიული კომპლექსური ძეგლის დაცვას , პოპულარიზაციასა და განვითარებას , ბუკლეტებისა და ტურისტული ცნობარების მომზადებას , პერიოდულად ფესტივალების და სხვადასხვა კულტურული ღონისძიების მოწყობას .
პროგრამის მიზანი : გაერთიანების მიზანია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქართული კულტურის ტრადიციების , ეროვნული ფასეულობების დაცვა და განვითარება , ხელოვნების სფეროში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთათვის მომავალი პროფესიული განვითარებისათვის ხელის შეწყობა და სტიმულირება , ქართული კუტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია . ტრადიციული ფოლკლორის დარგების განვითარება და პოპულარიზაცია , ახალგაზრდების მოზიდვა და ჩართვა წრე -სტუდიებსა და კულტურულ ღონისძიებებში . რაბათის ციხეზე ვიზიტორთა რიცხოვნობის ზრდა , ტურისტებისთვის მომსახურების სერვისის გაუმჯობესება და, შესაბამისად , ტურისტული ინდუსტრიის განვითარება .
მოსალოდნელი შედეგი
საზოგადოების ფართო ნაწილის მონაწილეობა ფესტივალებში , კონკურსებში , სადღესასწაულო ღონისძიებებში ;
საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებზე მოსახლეობის და ხელოვანების ჩართულობა და მონაწილეობა ;
განვითარებული და გაღრმავებული კულტურული ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან .
შედეგის შეფასების ინდიკატორები
განხორციელებული ღონისძიებებისადმი საზოგადოების ინტერესი , ღონისძიებებზე დამსწრეთა , მათ შორის ტურისტების დასწრების მაჩვენებლები ;
ფესტივალებში , კონკურსებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეთა და დამსწრეთა რაოდენობა .
პროგრამა 2. საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა – 213.0 ათასი ლარი (05 02)
პროგრამის აღწერა : სკოლის ასაკის ბავშვების სპორტულ აქტივობებში ჩართვის ხელშეწყობა . ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია , საზოგადოების აქტიური ჩართულობა სპორტულ ცხოვრებაში , მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართულობის ხელმისაწვდომობის გაზრდა , მუნიციპალური სპორტული კლუბებისა და მათ ბაზაზე არსებული ასაკობრივი ჯგუფების განვითარების ხელშეწყობა ; სპორტული მიღწევების გაუმჯობესების ხელშეწყობა . სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში ; საქართველოში სპორტის მასობრივი და მაღალი მიღწევების მქონე სახეობების პოპულარიზაცია მუნიციპალიტეტში და აღნიშნულ სპორტის სახეობებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ; განსაკუთრებით სპორტულ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობა და ხელშეწყობა ; ხარვეზების აღმოჩენა და ახალი მიდგომები და პროგრამები ახალგაზრდების სპორტული ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით . სპორტული შედეგების გაუმჯობესება და მონაწილეობის მიღება მაღალი დონის შეჯიბრებებში .
ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული ახალგაზრდულ ცენტრებში კულტურულ -შემოქმედებითი , ინტელექტუალური , შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების მოწყობა , ახალგაზრდების სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართვა , ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა , ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით ;
პროგრამის მიზანი : ახალგაზრდობის გააქტიურება -ჩართულობის , ინიციატივების წახალისების , კომპეტენციების ამაღლების , საგანმანათლებლო -შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერა .
შეიქმნას და ხელი შეეწყოს ახალგაზრდების შეხვედრებს , სადაც საშუალება მიეცემათ გამოავლინონ თავიანთი ინიციატივები და გამართონ დისკუსიები (მაგ ., ფილმების ჩვენება და შემდეგ დისკუსია ) მათთვის საინტერესო და საჭირბოროტო საკითხებზე . გამოავლინონ თავიანთი საჭიროებები და დასახონ სამოქმედო გეგმები .
შემუშავებულ იქნეს შესაბამისი მიდგომები და პროგრამები ახალგაზრდების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით .
ახალგაზრდობის კიდევ უფრო გააქტიურება , ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება , სპეციფიკური საჭიროებების და ინტერესების გათვალისწინება და სამოქალაქო აქტივობებში ჩართვა ,
სპორტული კლუბებისა და მათ ბაზაზე არსებული ასაკობრივი ჯგუფების განვითარების ხელშეწყობა ; სპორტული მიღწევების გაუმჯობესების ხელშეწყობა . სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში ; საქართველოში სპორტის მასობრივი და მაღალი მიღწევების მქონე სახეობების პოპულარიზაცია მუნიციპალიტეტში და აღნიშნულ სპორტის სახეობებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ; განსაკუთრებით სპორტულ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობა და ხელშეწყობა ; ხარვეზების აღმოჩენა და ახალი მიდგომები და პროგრამები ახალგაზრდების სპორტული ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით . სპორტული შედეგების გაუმჯობესება და მონაწილეობის მიღება მაღალი დონის შეჯიბრებებში .
მოსალოდნელი შედეგი
სოციალურად აქტიური ახალგაზრდები , რაც უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა სოლიდარული საზოგადოების ფორმირებისთვის ;
ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობის არეალის გაფართოება და მათი აქტივობის ზრდა .
შედეგის შეფასების ინდიკატორები
ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებული პროექტების რაოდენობა ;
ახალგაზრდული ცენტრების მომსახურებით მოსარგებლე ახალგაზრდების რაოდენობა.
პროგრამა 3. კუტურული მემკვიდრეობისა და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა – 198.0 ათასი ლარი (საბიუჯეტო კოდი 05 03)
პროგრამის აღწერა :
ქალაქი ახალციხე არის რეგიონის და მუნიციპალიტეტის ცენტრი . ყველა მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან და სახელმწიფოებიდან მომავალი გზები ( თურქეთი , სომხეთი ) აქ იყრის თავს . აქედან ხელმისაწვდომია , რომ ტურისტი გადაადგილდეს : ბორჯომის , ადიგენის , ასპინძის , ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში . ასევე , ტურისტი შეიძლება გადავიდეს , ბორჯომ -ხარაგაულის დაცულ ტერიტორიაზე . ისტორიულ ძეგლთა სიმრავლე , სუფთა გარემო იზიდავს როგორც ქვეყნის გარედან , ასევე ქვეყნის შიგნით , ტურისტთა რაოდენობას .
პროგრამის მიზანი :
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვა , შენარჩუნება , რეაბილიტაცია . კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისადმი ინტერესის გაღვივება ; არამატერიალური კულტურული ძეგლების აღწერა-გავრცელება საზოგადოებაში , ინფრასტრუქტურის მოწყობა .
მოსალოდნელი შედეგი :
კულტურული ტურიზმის განვითარება ;
ხელოვნების ინოვაციური დარგების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა ;
შემოქმედებით ინდუსტრიებში კულტურული მემკვიდრეობის როლის წარმოჩენა .
შედეგის შეფასების ინდიკატორები :
ხელოვნების და კულტურის განვითარების მხარდამჭერი პროექტების რაოდენობა ;
კვლევების , პროექტებისა და ღონისძიებების რაოდენობა ;
სამცხე -ჯავახეთის ცნობადობისა და ტურისტების რაოდენობის ზრდა .
პრიორიტეტი 6. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 2 100.4 ათასი ლარი (საბიუჯეტო კოდი 06 00)
პროგრამა 1. ჯანდაცვის პროგრამები – 960.5 ათასი ლარი (საბიუჯეტო კოდი 06 01)
პროგრამის აღწერა :
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებების გატარება ; პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამდებ დაავადებებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები . გადამდებ დაავადებათა გამოვლენა , ადეკვატური რეაგირება და პირველადი პრევენციული ღონისძიებების გატარებისათვის მზად ყოფნა . იმუნიპროფილაქტიკის დაგეგმვა -განხორციელების ხელშეწყობა , საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა ; იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა . პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაცვა ვაქცინაციით მართვადი ინფექციებისაგან . საგანმანათლებლო , სააღმზრდელო და საგანმანათლებლო -სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების ხელშეწყობა . პროგრამის მიზანია ბავშვთა და მოზარდთა ზრდა -განვითარება მიმდინარეობდეს ეპიდემიოლოგიურად ჯანსაღ პირობებში . პროგრამით განსაზღვრული მომსახურება მოიცავს : სკოლამდელი აღზრდისა და საგანმანათლებლო (სკოლები ) დაწესებულებების რეგულარულ მონიტორინგს სანიტარული და ჰიგიენური მოთხოვნებისა და ნორმების შენარჩუნების მიზნით , ბავშვთა და მოზარდთა სანიტარიული განათლების ღონისძიებების გატარება ამავე კუთხით , ამ დაწესებულებათა კვების ბლოკებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა . ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააღმზრდელო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა ; პროგრამის მიზანია ინფექციების (მათ შორის ც ჰეპატიტის ელიმინაციის ფარგლებში ) აღმოცენებისა და გავრცელების შეზღუდვა ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას . პროგრამით განსაზღვრული მომსახურება მოიცავს : მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში რეგულარული მონიტორინგის განხორციელებას, სანებართვო რეგისტრაციის , სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვას .
ექსკლუზიური პროგრამის მიზანია ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე მყოფი მოხეტიალე , უპატრონო და მიკედლებული ცხოველების სტერილიზაცია , კასტრაცია , დაბირკვა . ამ პროცედურების საშუალებით თავიდან ავიცილებთ მრავალ დასახიჩრებულ ცხოველს , ბუნკერებში გადაყრილ და ქუჩაში უპატრონოდ დასმულ ლეკვებს , ქუჩის მაწანწალა ცხოველებს , რომლებიც აავადებს და საფრთხეს უქმნის სხვა ცხოველებს , მათ შორის ადამიანებს .
პროგრამის მიზანი :
ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადებების პრევენცია , საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოპერატიული ფუნქციების განხორციელების გზით .
მოსალოდნელი შედეგი :
მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება .
შედეგის შეფასების ინდიკატორები
პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა .
პროგრამა 2. სოციალური პროგრამები – 1 126.1 ათასი ლარი (საბიუჯეტო კოდი 06 02)
პროგრამის აღწერა :
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას . სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას , მოხუცებულთა , მიუსაფართა და ეკონომიკურ სიდუხჭირეში მყოფი ოჯახების კვებით უზრუნველყოფას . დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალშობილთა ოჯახების და შეჭირვებული დედების დახმარებას , შშმ პირთა , 2012 წელს აწყურში მომხდარი მეწყერის შედეგად დაზარალებულთა , სამუსიკო სკოლებში სხვადასხვა კატეგორიის ოჯახების შვილთა სწავლის დაფინანსებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს ; ასევე ჯანდაცვის სფეროში მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევების , გეგმური და ურგენტული ოპერაციების და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას , რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას .
მე -2 მსოფლიო ომის ვეტერანთა , საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სხვა ტერიტორიული ბრძოლების შედეგად დაზარალებულ შშმ პირთა და აღნიშნულ ბრძოლებში გარდაცვლილთა ოჯახების ერთჯერად სოციალურ დახმარებას ფულადი ფორმით , ასევე დევნილთა დახმარებას სასურსათო პაკეტებით , მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით . ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია დევნილთა , სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ მიმდინარე საანგარიშო წელს გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება .
მეწყერის შედეგად დაზარალებულთათვის ყოველთვიური ფულადი დახმარების გაწევა , ასევე მათთვის საცხოვრებელი ფართების შეძენაში თანამონაწილეობა , ხანძრის შედეგად დაზარალებულთათვის ფულადი დახმარების გაწევა , უსახლკაროთა ბინის ქირით ან დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება , მათთვის მიყენებული ზარალის კომპენსირებისა და საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით.
პროგრამის მიზანი :
დიალიზზე მყოფი მოქალაქეებისთვის , შშმ პირთათვის და შშმ ბავშვთათვის ფულადი დახმარების გაწევა , მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა საზოგადოებაში .
სამედიცინო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები , გეგმური და ურგენტული ოპერაციების და სტაციონარის დაფინანსება /თანადაფინანსება , ონკოლოგიურ პაციენტთა დაცვა .
მოწყვლადი ოჯახების სოციალური მდგომარეობის შემსუბუქების და გაუჯობესების ხელშეწყობა .
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით , ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა ყოველ ახალშობილზე .
სოციალური პროგრამის შესაბამისად , სახელოვნებო განათლების დაფინანსება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის მოსწავლეთათვის : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა , სხვა ტერიტორიული ბრძოლების მონაწილეთა , დევნილთა და იძულებით გადაადგილებულთა , ქ . თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა , მკვეთრად გამოხატულ შშმ პირთა , მრავალშვილიან მშობელთა შვილები და დედით ან მამით ობოლი ბავშვები .
ასევე დედ -მამით ობოლ ბავშვებს გაეწევათ ფულადი დახმარება მათი სრულფასოვანი განვითარებისა და საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით .
მძიმე სოციალურ -ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ოჯახების დახმარება სასურსათო პაკეტებით , ფულადი თანხით და უფასო სასადილოს მომსახურებით . უხუცესთა ფულადი დახმარება . ასევე უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება .
მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ქალაქის ტერიტორიაზე წრიული სამარშრუტო საქალაქო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის საფასურის 50%-ის თანადაფინანსებას ყველა მოქალაქისათვის .
მოსალოდნელი შედეგი
ადეკვატური სერვისებით უზრუნველყოფილი და სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობით გაუმჯობესებული მიზნობრივი ჯგუფები .
შედეგის შეფასების ინდიკატორები
სოციალური მომსახურებით უზრუნველყოლ ბენეფიციართა რაოდენობა .
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|