„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №127 |
|
2019 წლის 30 ოქტომბერი ქ. ქუთაისი |
1. დადგენილების №1 დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სამხედრო სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე შექმნილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის, მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.“.
2. დადგენილების №1 დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა კანონებისა და მათგან გამომდინარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“.
3. დადგენილების №1 დანართის მე-6 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლის 6. სამსახურის ფუნქციები
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა;
2. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება;
3. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა;
4. წვევამდელებისა და რეზერვისტების სააღრიცხვო დოკუმენტაციის შექმნა და მოწესრიგება;
5. წვევამდელებისა და რეზერვისტების სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის ორგანიზება;
6. წვევამდელთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისათვის გამწვევი კომისიისა და რეზერვისტთა სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევისათვის სამობილიზაციო კომისიის მუშაობის ორგანიზება;
7. წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტსა და რეზერვისტთა მიმღებ პუნქტში გადაყვანა;
8. სასამართლოსა და სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის წესების დამრღვევი მოქალაქეების შესახებ;
9. საქართველოს კანონის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალიწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დადება;
10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა საქართველოს კანონის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლების საფუძველზე;
11. საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება.“.
4. დადგენილების №1 დანართის მე-9 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლის 9. პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და გაწვევის განყოფილების ფუნქციები
პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და გაწვევის განყოფილების ფუნქციებია:
ა) პირველად სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული ჭაბუკების სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა;
ბ) წვევამდელთა სააღრიცხვო დოკუმენტაციის შექმნა და მოწესრიგება;
გ) წვევამდელთა გამწვევ კომისიაზე გამოძახება და გამოძახებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება;
დ) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება;
ე) სამხედრო სავალდებულო სამსახურს დაქვემდებარებული წვევამდელების შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში წარდგენა.“.
5. დადგენილების №1 დანართის მე-10 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. სამობილიზაციო განყოფილების ფუნქციები
სამობილიზაციო განყოფილების ფუნქციებია:
ა) სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტების აღრიცხვა;
ბ) რეზერვისტთა სააღრიცხვო დოკუმენტაციის შექმნა და მოწესრიგება;
გ) სამხედრო საკონტრაქტო და სამობილიზაციო რეზერვში გასაწვევი წვევამდელებისა და რეზერვისტებისათვის პირადი საქმეების შექმნა;
დ) სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევისათვის შექმნილი სამობილიზაციო კომისიის მუშაობის ორგანიზება;
ე) სამობილიზაციო რეზერვში გასაწვევ რეზერვისტთა მიმღებ პუნქტში გადაყვანა.“.
|