სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-344/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/11/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის

 სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-344/ო

2019 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ

 

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გაიცეს სს ,,ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრიზე“ (ქ. თბილისი, აჭარის ქ. №8) ,,პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართები: „ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“; „ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6)

3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: სს ,,ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელის ზ. ავალიანის განცხადება: N128154 17.09.2019 წ.

ადგილზე შემოწმების აქტი Nლ/ლნ -991-108 28.10.2019 წ.

ზეპირი მოსმენის ოქმი №28 29.10.2019 წ.

 

სააგენტოს უფროსის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                      ზაალ კაპანაძე