2019-2020 სასწავლო წლისათვის საქართველოს იმ მოქალაქის, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013მუხლით გათვალისწინებული იმ პირის, რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების საფუძველზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობის, ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №511 |
|
2019 წლის 31 ოქტომბერი ქ. თბილისი |
2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელშიც მიეთითება:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
ბ) შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სახელწოდება და საფეხური;
დ) უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე/ძირითად საგანმანათლებლო ერთეულზე სტუდენტის სწავლის საფასური;
ე) მინიჭებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა და პროცენტი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ − „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია ეყრდნობა საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ასახულ ინფორმაციას.
2. თუ ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ამ დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში.
3. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირი სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსდება „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების დაცვით.
|