განმცხადებელი/მოვალე – შპს „მედჯორჯია“ (ს/კ 206335367)
წარმომადგენელი – დავით ხუციშვილი (დირექტორი)
მეურვე – სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“
წარმომადგენელი – ქრისტინე კუბლაშვილი
მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა მომდევნო კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია
2019 წლის 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,მედჯორჯიას“ წარმომადგენელმა დავით ხუციშვილმა და მოითხოვა კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების შემდეგ, 26 ივნისის განჩინებით შპს ,,მედჯორჯია“-ს განცხადება კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნას სასამართლო წარმოებაში და ამავე განჩინებით მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო.
„გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად კრედიტორთა პირველ კრებაზე მოწმდება კრედიტორთა მოთხოვნები და იქმნება მომრიგებელი საბჭო. ხოლო ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მომრიგებელი საბჭო იქმნება კრედიტორთა პირველ კრებაზე, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების დასრულებისთანავე.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დაადგინა:
1. შპს „მედჯორჯიას“ კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 11 ნოემბერს, 14:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:
კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება;
მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა;
2. კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64, სხდომის დარბაზი №42).
3. განჩინება განთავსდეს ელექტრონულ სისტემაში.
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე.