📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.11.2019
გამომცემი ორგანო ერედვის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.147.016222
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/11/2019
matsne.gov.ge 382 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ ბერუაშვილი ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 27.01.2026 ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 26.04.2024 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულის ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 28.01.2022 წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 02.07.2018 ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 18.01.2022

დოკუმენტის ტექსტი

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ       ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2019 წლის 4 ნოემბერი ქ. თბილისი ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, ასევე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული ოდენობა თვეში არაუმეტეს 397 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარის ოდენობით. მუხლი 21🔗. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) აუაზღაურდეს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. ასეთ ხარჯად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს: ა) ტრანსპორტით მგზავრობისათვის გაწეული ხარჯი, რომელიც ანაზღაურდება წარმოდგენილი მინიმალური ტარიფის მქონე ბილეთის, ქვითრის საფუძველზე; ბ) საქმიანობასთან დაკავშირებული საფოსტო გზავნილების ხარჯი, რომელიც ანაზღაურდება წარმოდგენილი საფოსტო რეესტრის ფურცლისა და ქვითრის საფუძველზე (ქვითრის არსებობის შემთხვევაში). აღნიშნულს ასევე უნდა დაერთოს გაგზავნილი კორესპონდენციის ასლი; გ) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა სახის ხარჯი, რომელიც ანაზღაურდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, რაც რეალურად დაადასტურებს გაწეული ხარჯის არსებობას. 2. ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საკრებულოს წევრის მიერ გაწეული ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია  დევნილთა სხვადასხვა დასახლებებში მცხოვრებ ამომრჩეველთან შეხვედრასთან ან საკრებულოს კომისიების სხდომებსა და საკრებულოს სხდომებში მონაწილეობასთან, ასევე უნდა დადასტურდეს საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სხდომების საოქმო ჩანაწერებით და/ან ამომრჩეველთა ხელმოწერებით. მუხლი 3🔗 1. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება მოხდება მათ მიერ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, სადაც დეტალურად იქნება მოცემული ინფორმაცია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის გაწევის შესახებ და დაერთვება ხარჯის  დამადასტურებელ დოკუმენტაცია. 2. საკრებულოს თითოეული წევრისთვის დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე. საკრებულოს აპარატის უფროსი განიხილავს საკრებულოს წევრთა მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას და საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობით აცნობებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ დადგენილების მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე. 3. მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ გათვალისიწინებით, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დარიცხვასთან ერთად. მუხლი 4🔗ძალადაკარგულად გამოცხადდეს ერედვის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018 წლის 5 თებერვლის  №9 დადგენილება  (www.matsne.gov.ge, 12/02/2018; 010250050.35.147.016181) „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი