„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№113
სარეგისტრაციო კოდი
130000000.63.075.016116
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/11/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №113

2019 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებით (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 03/08/2015, სარეგისტრაციო კოდი – 130000000.63.075.016001) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. პროფესიული მომზადება და საგანმანათლებლო პროგრამები

1. მოსამსახურეთა განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოსამსახურის მიერ შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის და პროფესიული მომზადების გავლას, რომელშიც ასევე შედის სპეციალური მომზადება-გადამზადება.

2. მოსამსახურეთა საგანმანათლებლო პროგრამები, კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული მომზადება ხორციელდება:

ა) სამსახურის სასწავლო ცენტრში (დეპარტამენტი) (შემდგომში – ცენტრი);

ბ) სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ტაქტიკური მომზადებისა და გადამზადების სამმართველოში;           

გ) სხვა სასწავლო/საგანმანათლებლო დაწესებულებაში, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომელთანაც სამსახურს შეიძლება გაფორმებული ჰქონდეს შესაბამისი ხელშეკრულება, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამსახურეს უნარჩუნდება ხელფასი (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო), ნამსახური წლებისათვის ხელფასზე (ყოველთვიური ფულადი სარგო) ყოველთვიური დანამატი, აგრეთვე ხელფასზე სპეციალური დანამატი, თუ არ არის მიღებული გადაწყვეტილება მისი გაუქმების შესახებ.

4. ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისათვის მოსამსახურეთა სავალდებულო სპეციალურ მომზადებას ახორციელებს ცენტრი და სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი, მოსამსახურეთათვის სპეციალური მომზადების გავლის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტის გაცემით.

5. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ინიციატივით, სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, მოსამსახურე შეიძლება წარგზავნილ იქნეს სხვა სასწავლო/საგანმანათლებლო დაწესებულებაში (მათ შორის საზღვარგარეთ) სამსახურის უფროსის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

6. თუ მოსამსახურე თეორიულ-პრაქტიკული სწავლების მიზნით მონაწილეობას მიიღებს სამსახურის მიერ შეთავაზებულ სპეციალური მომზადების ან სხვა საგანმანათლებლო პროგრამებში (მათ შორის პარტნიორების მხარდაჭერით დაფინანსებულ პროგრამებში) და ამ პროგრამებს რაიმე ფორმით სამსახური აფინანსებს და სამსახურსა და მოსამსახურეს შორის დადებულია ხელშეკრულება, მას უფლება არა აქვს, საკუთარი ინიციატივით გათავისუფლდეს სამსახურიდან აღნიშნული პროგრამის დასრულებიდან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. ეს წესი არ მოქმედებს, თუ მოსამსახურე სამსახურს აუნაზღაურებს მისი თეორიულ-პრაქტიკული სწავლებისთვის გაწეულ ხარჯებს.

7. თუ მოსამსახურესა და სამსახურს შორის დადებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება და მას პროგრამის დასრულებიდან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდა სამსახურიდან დათხოვნა, მას შეიძლება დაეკისროს სამსახურისათვის მისი თეორიულ-პრაქტიკული სწავლებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული ნორმებისგან გამონაკლისი შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.

მუხლი 2
იმ პირებს, რომლებიც ამ ბრძანების ამოქმედებამდე გადიან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულის – სპეციალური მომზადების ცენტრის პროგრამას, ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ შეუნარჩუნდეთ შესაბამისი  სტატუსი.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს2020წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიგრიგოლ ლილუაშვილი