,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2019 წლის 6 ნოემბერი ქ. თერჯოლა |
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„„საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14, 22-ე, 27-ე, 31-ე, 66-ე, 67-ე და 68-ე ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართელოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის, და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის დამტკიცების თაობაზე“ საქართელოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 02 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“
2. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, უფლებამოსილების სფეროს მიხედვით, ადგენს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის:
ა) თერჯოლის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე, 51-ე, 512, 513, 52-ე, 55-ე, 552, 553, 63-ე, 64-ე, 65-ე, 651, 66-ე, 67-ე, 68-ე, 71-ე, 73-76-ე, 86-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე;
ბ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 825-ე, 1074, 1191, 1271 მუხლის მე- 5 ნაწილით, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 151-ე, 152-ე , 1534, 1792 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.
გ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1961, 1963, 1966, 197-ე, 1971 და 198-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართლადარღვევევევბზე.
დ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1726 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე.
ე) ა(ა)იპ თერჯოლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური ცენტრი - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლით გათვალისწინებულ სამართლადარღვევებზე.
3. დადგენილების 1-ლი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები უფლებამოსილნი არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინონ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14, 22-ე, 24-ე, 27-ე, 31-ე, 66-ე, 67-ე, 68-ე ნაწილებით გათვალისწინებულ შესაბამის სამართალდარღვევებზე.“.
4. დადგენილების 1-ლი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა – დანართი №2 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით დანართის მიხედვით.
|
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
1. --------------------------------------------------- 2. ----------------------------------------------------
ოქმის შედგენის თარიღი : რიცხვი, თვე, წელი . /ოქმის შედგენის ადგილი /
------------------------------------------------- 3. ----------------------------------
ოქმის შემდგენელის თანამდებობა
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
/სახელი ,მამის სახელი , გვარი /
4. დავადგინე , რომ ----------------------------------------------------------------------------------------------------
/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი , დრო და არსი /
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
/ნორმატიული აქტი , რომელიც იქნა დარღვეული /
5. პასუხისმგებლობა აღნიშნული დარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევათა კოდექსის -------------------- მუხლით / მუხლის --------------------- ნაწილით.
6. მონაცემების დამრღვევის შესახებ ------------------------------------------------------------------------------------
/ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, მისამართი, პირადი № და სხვა მოანაცემები .
იურიდიული პირი – სახელწოდება, იურიდიული მისამართი , საიდენტიფიკაციო კოდი ,
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და მისი პირადი მონაცემები /
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. დამრღვევის ახსა -განმარტება : --------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დამრღვევს განემარტა მისი უფლებები და მოვალეობები, რომელიც გათვალისწინებულია საქრთველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით.
8. მოწმე ან /და დაზარალებული ---------------------------------------------------------------------------------------
/ხელმოწერა/ /სახელი, გვარი, მისამართი /
9. ოქმის შემდგენელი პირი ---------------------------------------------------------------------------------------------
/ხელმოწერა / /სახელი , გვარი /
10. სამართალდამრღვევი პირი ----------------------------------------------------------------------------------------
/ხელმოწერა / /სახელი , გვარი /
11. ჩავიბარე ოქმი --------------------------------------------------------------------------------------------------------
/სამართალდამრღვევის ხელმოწერა /
12. საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები :-------------------------------------------------------------------
13. შენიშვნა :---------------------------------------------------------------------------------------------------------------
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებები, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდ გომლობები, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით: ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურეობით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება).
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის) სასამართლოში გასაჩვრების უფლების შესახებ.
დამკვეთი: თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია
დამამზადებელი :
სფს -ს რეგისტრაციის № 00- 0000 .