საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2019 წლის 3 აპრილი ქ. თერჯოლა |
ა) „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა“, დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი“, დანართი №3-ის შესაბამისად;
დ) „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის რეგისტრაციის ჟურნალი“, დანართი №4-ის შესაბამისად;
ე) „გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა“, დანართი №5-ის შესაბამისად;
ე) „სააღსრულებო ფურცლის ფორმა“, დანართი №6-ის შესაბამისად.
|
2. ამ წესის მიზანია თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურში მკაცრი აღრიცხვის ფორმის „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის“ გამოყენებისა და მისი აღრიცხვა-წარმოების დარეგულირება.
3. ოქმის წარმოება, გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს და ამ წესის საფუძველზე. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილნი არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინონ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14, 22-ე, 24-ე, 27-ე, 31-ე, 66-ე, 67-ე და 68-ე ნაწილებით გათვალისწინებულ შესაბამის სამართალდარღვევებზე.
2. ოქმის ფორმის პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის სათანადო მინდობილობით უფლებამოსილ პირს.
2. სათავსი, სადაც ინახება ოქმის ფორმები, უნდა იყოს მიუწვდომელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
3. ოქმის ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან.
2. ოქმის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:
ა) რელიეფურ დამცავ ბადეს;
ბ) ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფიბრებით;
გ) ჭვირნიშანს, სტამბური წესით დამზადებულ პენეტრირებულ წყლის ნიშანს. ოქმის ბოლოს მარჯვენა დაბლა კუთხეში დაიტანება ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმო, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ოქმის ფორმის ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ ექვსი ციფრისა).
2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია დახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა. შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით აბარებს ოქმის გამცემს.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ;
დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, ასეთების არსებობის შემთხვევაში;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
4. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
5. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს წარადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში.
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი საჭიროების შემთხვევაში იგზავნება სასამართლოში.
7. ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული. ჟურნალი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოუყენებელი და გაფუჭებული ოქმები ბარდება მათ მიღება-გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, რის შესახებაც ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
4. ოქმის გაფუჭებისა ან/და დაზიანების შემთხვევაში მოსამსახურე ოქმს თან ურთავს ახსნა-განმარტებით ბარათს, რაზეც დგება სათანადო აქტი.
5. მოსამსახურის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და სხვა თანდართული მასალები აუცილებლად რეგისტრირებული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების აღრიცხვის ჟურნალში.
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების აღრიცხვის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული. ჟურნალი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს (დანაყოფებს):
ა) რიგითი ნომერი;
ბ) ოქმის ნომერი;
გ) დამრღვევის გვარი, სახელი, მისამართი;
დ) დარღვევის მოკლე შინაარსი და თარიღი;
ე) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი;
ვ) კანონის შესაბამისი მუხლი;
ზ) საქმის განმხილველი თანამდებობის პირის სახელი, გვარი ან ქვემდებარეობით გადაგზავნის ნომერი და თარიღი;
თ) საქმის განხილვის თარიღი;
ი) მიღებული დადგენილების მოკლე შინაარსი და ნომერი;
კ) ინფორმაცია დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებით;
ლ) მიღებული დადგენილების სასამართლოში ან/და სააღსრულებო ბიუროში გადაგზავნის ნომერი და თარიღი;
მ) შენიშვნა.
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმები ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი ფორმის ნომერი. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ა დ მ ი ნ ი ს ტ რ ა ც ი უ ლ ი ს ა მ ა რ თ ა ლ დ ა რ ღ ვ ე ვ ი ს ო ქ მ ი
სერია ქქ 000001 №
1. --------------------------------------------------- 2. ----------------------------------------------
ოქმის შედგენის თარიღი : რიცხვი , თვე , წელი . /ოქმის შედგენის ადგილი /
------------------------------------------------- 3. ----------------------------------
ოქმის შემდგენელის თანამდებობა
----------------------------------------------------------------------------------------------------------
/სახელი ,მამის სახელი ,გვარი /
4. დავადგინე , რომ -----------------------------------------------------------------------------------------------
/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი , დრო და არსი /
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
/ნორმატიული აქტი , რომელიც იქნა დარღვეული /
5. პასუხისმგებლობა აღნიშნული დარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისრაციული
სამართალდარღვევათა კოდექსის -------------------- მუხლით / მუხლის --------------------- ნაწილით .
6. მონაცემების დამრღვევის შესახებ ----------------------------------------------------------------------------
/ფიზიკური პირი – სახელი , გვარი , მისამართი , პირადი № და სხვა მოანაცემები .
იურიდიული პირი – სახელწოდება , იურიდიული მისამართი , საიდენტიფიკაციო კოდი ,
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და მისი პირადი მონაცემები /
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. დამრღვევის ახსა -განმარტება : ----------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დამრღვევს განემარტა მისი უფლებები და მოვალეობანი , რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით .
8. მოწმე ან /და დაზარალებული ----------------------------------------------------------------------------------
/ხელმოწერა / /სახელი , გვარი , მისამართი /
9. ოქმის შემდგენელი პირი -----------------------------------------------------------------------------
/ხელმოწერა / /სახელი , გვარი /
10. სამართალდამრღვევი პირი -------------------------------------------------------------------------
/ხელმოწერა / /სახელი , გვარი /
11. ჩავიბარე ოქმი -------------------------------------------------------------------------------------------
/სამართალდამრღვევის ხელმოწერა /
12. საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები :------------------------------------------
13. შენიშვნა :------------------------------------------------------------------------------------------
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები : ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს , მისცეს ახსნა -განმარტებანი , წარადგინოს მტკიცებულებანი , განაცხადოს შუამდგომლობანი ; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით ; ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურეობით ; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება ).
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართლდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების (ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა ოქმის ) სასამართლოში გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ .
დამკვეთი : თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია
დამამზადებელი :
სფს -ს რეგისტრაციის № 00- 0000
(ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის)
აღრიცხვის ჟურნალი
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალი
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია
აქტის № ...... ...................20 წ გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის შესახებ
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის სისწორეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი -------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, თანამდებობა)
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებასა და აღრიცხვაზე პასუხმისმგებელი პირი -------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, თანამდებობა) . |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14, 22-ე, 27-ე, 31-ე, 66-ე, 67-ე და 68-ე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 02 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალადარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური, უფლებამოსილების სფეროს მიხედვით.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №49 დადგენილება (სსმ, 31.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.126.016134).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ჯანელიძე
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა- ანგარიშგების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი