შპს ,,ბაისო-ს’’კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3468-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/11/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე N2/3468- 17

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2019 წლის 1 ნოემბერი

  ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე – ციცინო მოსიძე

კრედიტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი – მადონა გეწაძე

 

მოვალე – შპს „ბაისო“

წარმომადგენლები – გია ფოლადიშვილი, გრიგოლ ხმელიძე

 

გაკოტრების მმართველი – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – მიხეილ ლომთაძე

 

მოთხოვნა – კრედიტორის მოთხოვნის აღიარება

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განხილვაშია შპს ,,ბაისოს“ გადახდისუუნარობის საქმე.

2019 წლის 31 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა კრედიტორმა სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა კობა ქორიძემ და ითხოვა სს „თიბისი ბანკის“ დავალიანების არაუზრუნველყოფილ მოთხოვნად აღიარება.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, გაეცნო საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ შპს „ბაისოს“ გადახდისუუნარობის საქმეზე მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება, შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მოწვეულ იქნეს კრედიტორთა კრება 2019 წლის 28 ნოემბერს, 14:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) სხდომის დარბაზი №5, შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება;

კრედიტორთა რეესტრის დამტკიცება.

2. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში.

3. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდებზე. განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს გაკოტრების მმართველს.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 

მოსამართლე                                                                                                                   ციცინო მოსიძე