შპს „ბაისოს“კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3468-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/01/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე N2/3468-17

საოქმო განჩინება

2019 წლის 18 დეკემბერი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე

კრედიტორი – სსიპ – შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი – მადონა გეწაძე

კრედიტორი – სს „თიბისი ბანკი“

წარმომადგენელი – კობა ქორიძე

მოვალე – შპს „ბაისო“

წარმომადგენლი – გრიგოლ ხმელიძე

მეურვე – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – მიხეილ ლომთაძე

მოთხოვნა – შპს „ბაისოს“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-7, მე-8, 27-ე, 37-ე, 39-ე, 551 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დაადგინა:

1. მოწვეულ იქნეს კრედიტორთა კრება 2020 წლის 21 იანვარს, 15:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) სხდომის დარბაზი №5, შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება;

1.2. კრედიტორთა რეესტრის დამტკიცება.

2. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში.

3. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდებზე. განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს გაკოტრების მმართველს.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

მოსამართლე                                                                                           ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი                                                                                  თეონა აბზიანიძე

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „ბაისოს“კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „შპს „ბაისოს“კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.12.2019.
როდის იქნა მიღებული „შპს „ბაისოს“კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
„შპს „ბაისოს“კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 18.12.2019. მიმღები ორგანო — ქუთაისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/3468-17.
სად არის „შპს „ბაისოს“კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.12.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „შპს „ბაისოს“კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/3468-17, 18.12.2019 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4773935/