სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაცია შპს „ლეა & ნია-ს“ ქონების ნატურით გადაცემასთან დაკავშირებით

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№A19031739-015/001
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/11/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ინფორმაცია სამეურვეო ქონების ნატურით გადაცემასთან დაკავშირებით

 

მოგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ივლისის განჩინებით, საქმე №2/3040-17 შპს „ლეა & ნიას“(440389571) მიმართ დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, ხოლო 2019 წლის 08 თებერვლის განჩინებით გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება. ამავე განჩინებით, გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.

შპს „ლეა & ნიას“(ს/ნ 440389571) საკუთრებაში ირიცხება მოძრავი ქონება (ავტომანქანის მეორადი ნაწილები), რომლის საბაზრო ღირებულებაც განისაზღვრა 125 043 (ას ოცდახუთი ათას ორმოცდასამი ) ლარით.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის საფუძველზე, გაკოტრების მმართველის – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ  შპს „ლეა & ნიას“(ს/ნ 440389571) ზემოხსენებული ქონების რეალიზაციის მიზნით გამოცხადდა სამი აუქციონი. აღნიშნული აუქციონები დასრულდა უშედეგოდ.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტის შესაბამისად: თუ მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა ან მესამე აუქციონის ჩატარების შემდეგ დარჩა სამეურვეო ქონების ნაწილი, აღსრულების ეროვნული ბიურო ელექტრონულ სისტემაში გამოაქვეყნებს ამ ქონების კრედიტორებისათვის საერთო საკუთრებაში გადაცემის შეთავაზებას. ქონება საკუთრებაში გადაეცემათ იმ კრედიტორებს, რომლებიც შეთავაზების გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ასევე ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარადგენენ განცხადებას ამ ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ. კრედიტორებს ქონება ნატურით გადაეცემათ საბაზრო ღირებულებით, ამ კანონის მე-40 მუხლით დადგენილი რიგითობის შესაბამისად. საერთო საკუთრებაში კრედიტორების წილი განისაზღვრება მათი მოთხოვნების შესაბამისად. იმ კრედიტორების წილი, რომლებიც არ გამოთქვამენ ქონების საკუთრებაში მიღების სურვილს, თანაბრად გადანაწილდება სხვა კრედიტორებზე.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად,  აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ „გადახდისუუნარობის საქმიწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სააუქციონო მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ქონების ნატურით გადაცემისას – ნატურით გადასაცემი ქონების საბაზრო ღირებულების 7%.

ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, გთავაზობთ ამ განცხადების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, წარმოადგინოთ განცხადება შპს „ლეა & ნიას“სახელზე რიცხული ქონების საკუთრებაში მიღების თაობაზე.

შენიშვნა: ქონების ოდენობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ დანართში.

დანართი: 38 (ოცდათვრამეტი ) ფურცელი.

 

 

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების სამსახურის

ქეის-მენეჯერი                                                                                                                  თამთა მაჭარაშვილი