📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე დაზიანებული სახურავების ასვე სახურავების არმქონე საცხოვრებელი სახლების გამოვლენის აღრიცხვისა და თუნუქით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.11.2019
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016292
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/11/2019
matsne.gov.ge 605 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და აღდგენის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 16.12.2016 ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და აღდგენის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 10.07.2015 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 23.05.2018 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 27.12.2024 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 20.07.2018

დოკუმენტის ტექსტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე დაზიანებული სახურავების ასვე სახურავების არმქონე საცხოვრებელი სახლების გამოვლენის აღრიცხვისა და თუნუქით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2019 წლის 19 ნოემბერი ქ. ბათუმი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე დაზიანებული სახურავების, ასევე სახურავების არმქონე საცხოვრებელი სახლების გამოვლენის აღრიცხვისა და თუნუქით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16   მუხლის   მე-3   და   მე-4  ნაწილებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. დამტკიცდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე დაზიანებული სახურავების, ასევე სახურავების არმქონე საცხოვრებელი სახლების აღრიცხვისა და თუნუქით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“  დანართი  №1-ის შესაბამისად. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25   აპრილის  №30 დადგენილება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და თუნუქით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ (www.matsne.gov.ge 27/04/2018 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016265). 3. დადგენილება  ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით მისი  გამოქვეყნებისთანავე.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენადიმ ვარშანიძე დანართი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე დაზიანებული სახურავების, ასევე სახურავების არმქონე   საცხოვრებელი სახლების  გამოვლენის აღრიცხვისა და თუნუქით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 პროგრამის მიზანია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე დაზიანებული სახურავების ასევე სახურავების, არმქონე საცხოვრებელი სახლების  გამოვლენა, აღრიცხვა და პროგრამით მოსარგებლეებისათვის მათი აღდგენა ან აღდგენისათვის საჭირო სამშენებლო მასალების (თუნუქი) მიწოდება. მუხლი 2🔗 პროგრამის განმახორციელებელია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში – კომისია). მუხლი 3🔗 პროგრამით მოსარგებლეები არიან: ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენს: ა.ა)0-დან  140 000-მდე;                             ა.ბ) ოჯახები, რომლებსაც საცხოვრებელი სახლი დაუზიანდა ხანძრის შედეგად; ა.გ) სახურავების არმქონე საცხოვრებელ სახლებზე თუნუქი გაიცემა  2010 წლამდე აშენებულ საცხოვრებელ სახლებზე იმ შემთხვევაში,  თუ  განმცხადებელს გააჩნია ხე მასალა თუნუქის გადასახურად; ა.დ) განსაკუთრებულ  შემთხვევაში  კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია თუნუქის გაცემა,  პროგრამით გათვალისწინებულზე უფრო მაღალი ქულის მქონე  და ასევე  ქულის არმქონე  ოჯახებზე; ბ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეები ან/და კანონიერი მფლობელები, რომელთა საცხოვრებელი სახლების შემოწმებით ირკვევა: ბ.ა) სახურავის ფაქტობრივი მდგომარეობა, დაზიანების ხარისხი და ხანდაზმულობა; ბ.ბ) დაზიანების აღმოფხვრა ოჯახს დამოუკიდებლად, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლია; ბ.გ) საცხოვრებელი სახლი/სახლები დაუზიანდა ხანძრის შედეგეად და არ აქვთ სახურავი გადახურული; ბ.დ) დახმარების არგაწევა მნიშვნელოვნად გაზრდის ზარალის რისკებს და მასშტაბებს; მუხლი 4🔗 1. პროგრამით სარგებლობისათვის ბენეფიციარმა უნდა წარმოდგინოს: ა) პროგრამით  გათვალისწინებული დახმარების მისაღებად შესაბამისი განცხადება, ოჯახის წევრების პირადობების დამადასტურებელი  დოკუმენტების  ასლებთან ერთად; ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ. 2. კომისია ვალდებულია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე მოიძიოს ინფორმაცია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არარსებობის შესახებ. 3. პროგრამით მოსარგებლე შესაძლებელია იყოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე ან/და კანონიერი მფლობელი. მუხლი 5🔗 1. პროგრამა ითვალისწინებს: ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენასა და აღრიცხვას, აღნიშნული სახლების მესაკუთრეების ან/და კანონიერი მფლობელების მიერ წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე; ბ) გამოვლენილი და აღრიცხული საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების ასევე გადაუხურავი საცხოვრებელი სახლების გადახურვას შესაბამისი სამშენებლო მასალების გადაცემას (თუნუქი) – პროგრამის მე-3 მუხლის  ,,ა“  პუნქტის „ა.ა“  ,,ა.ბ“  ,,ა.გ“  ქვეპუნქტების     შემთხვევაში; გ) გამოვლენილი და აღრიცხული საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების ასევე გადაუხურავი საცხოვრებელი სახლების გადახურვას შესაბამისი  სამშენებლო მასალების გადაცემას (თუნუქი) – პროგრამის მე-3 მუხლის  „ა“  პუნქტის „ა.დ“  ქვეპუნქტების     შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას  კონკრეტული ოჯახის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ დახმარების არ გაწევა გამოიწვევს მნიშვნელოან ზიანს . მუხლი 6🔗 1. კომისია  მოქალაქის  განცხადებას  განიხილავს   მუნიციპალიტეტის მიერ  თუნუქის  შეძენიდან  30 (ოცდაათი ) დღის განმავლობაში. 2. კომისია უზრუნველყოფს დაზიანებული სახურავების ადგილზე დათვალიერებას, ფოტოგადაღებას, ადგილზე დათვალიერების შედეგების შეჯამებას შემდგომ დაზიანების სიმძიმის განსაზღვრისათვის. 3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 4. კომისიის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში და დასტურდება კომისიის ყველა  წევრის  ხელმოწერით. ფოტომასალა, აგრეთვე ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც შესაძლებელია გახდეს დახმარების გაცემის საფუძველი, ოქმის შემადგენელი ნაწილია. 5. საცხოვრებელი სახლების  გადასახურად  სახურავების  აღდგენისათვის საჭირო სამშენებლო მასალების (თუნუქის) მიწოდებას უზრუნველყოფს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია. 6. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს ოქმების შენახვა კომისიის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდგომ მასალები გადაეცემა კანცელარიას, სადაც დაცული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და ვადით.