📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების, დეტექტივების, უბნის უფროსი ინსპექტორების, უბნის ინსპექტორების, უბნის უმცროსი ინსპექტორების, მართლწესრიგის ოფიცრების, დეტექტივების (ანალიტიკოსების) და ინსპექტორების (მორიგეების) საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №102
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016927
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,475 სიტყვა · ~17 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (12)
გამომძიებელი
სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ან სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში უფროსი გამომძიებლის ან გამომძიებლის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული მოსამსახურე, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს
მუხლი 2
დეტექტივი
სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ან სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში უფროსი დეტექტივის, დეტექტივის ან უმცროსი დეტექტივის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული მოსამსახურე, რომელიც ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს
მუხლი 2
დეტექტივ-გამომძიებელი
სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე, რომელიც ახორციელებს თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა გამოძიებას ან/და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს
მუხლი 2
დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი
სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე, რომელიც ახორციელებს თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა გამოძიებას ან/და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს, ხოლო სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში, ასევე უზრუნველყოფს დეტექტივ-გამომძიებლის დავალებების შესრულებას
მუხლი 2
მართლწესრიგის ოფიცერი
სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მართლწესრიგის უფროსი ოფიცრის ან მართლწესრიგის ოფიცრის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული მოსამსახურე, რომელიც ახორციელებს დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა პრევენციას, გამოვლენას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს
მუხლი 2
უბნის ინსპექტორი
სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და უბნის უმცროსი ინსპექტორი:
მუხლი 2
უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი
სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე, რომელიც ახორციელებს თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთას, დანაშაულთა გამოძიებას ან/და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს
მუხლი 2
უბნის უმცროსი ინსპექტორი
სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე, რომელიც თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლისა და ინსპექტორ-გამომძიებლის დავალებებს, ასევე ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს
მუხლი 2
ანალიტიკოსი
სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე, რომელიც ახორციელებს ტერიტორიული ორგანოს საპოლიციო საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკურ მხარდაჭერას
მუხლი 2
პატრულირება
განსაზღვრულ ტერიტორიულ ერთეულებში, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელება უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლების და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების მიერ
მუხლი 2
ქვეითი პატრულირება
სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში სამოქმედო ტერიტორიის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციის ქვეითად განხორციელება
მუხლი 2
უბნის პასპორტი
დადგენილი ნიმუშის დოკუმენტი (დანართი №1), რომელშიც თავს იყრის უბნის დემოგრაფიული და სხვა სახის მონაცემები, რომელსაც აწარმოებენ უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლები და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 26.12.2022 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 24.10.2023 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 26.12.2022 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 26.12.2022 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 26.12.2022

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების, დეტექტივების, უბნის უფროსი ინსპექტორების, უბნის ინსპექტორების, უბნის უმცროსი ინსპექტორების, მართლწესრიგის ოფიცრების, დეტექტივების (ანალიტიკოსების) და ინსპექტორების (მორიგეების) საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №102 2019 წლის 13 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების, დეტექტივ-გამომძიებლების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების, დეტექტივების, უბნის ინსპექტორების, მართლწესრიგის ოფიცრებისა და ანალიტიკოსების საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ.მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების, დეტექტივ-გამომძიებლების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების, დეტექტივების, უბნის ინსპექტორების, მართლწესრიგის ოფიცრებისა და ანალიტიკოსების საქმიანობის თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს №875 ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების, დეტექტივ-გამომძიებლების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების, დეტექტივების, უბნის ინსპექტორების, მართლწესრიგის ოფიცრებისა და ანალიტიკოსების საქმიანობის წესი მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ტერიტორიული ორგანოების გამომძიებლების, დეტექტივ-გამომძიებლების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების, დეტექტივების, უბნის ინსპექტორების, მართლწესრიგის ოფიცრების, ანალიტიკოსების საქმიანობის წესსა და მათ ფუნქციებს. მუხლი 2🔗 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გამომძიებელი – სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ან სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში უფროსი გამომძიებლის ან გამომძიებლის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული მოსამსახურე, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს; ბ) დეტექტივი – სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ან სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში უფროსი დეტექტივის, დეტექტივის ან უმცროსი დეტექტივის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული მოსამსახურე, რომელიც ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს; გ) დეტექტივ-გამომძიებელი – სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე, რომელიც ახორციელებს თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა გამოძიებას ან/და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს; დ) დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი – სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე, რომელიც ახორციელებს თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა გამოძიებას ან/და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს, ხოლო სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში, ასევე უზრუნველყოფს დეტექტივ-გამომძიებლის დავალებების შესრულებას; ე) მართლწესრიგის ოფიცერი – სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მართლწესრიგის უფროსი ოფიცრის ან მართლწესრიგის ოფიცრის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული მოსამსახურე, რომელიც ახორციელებს დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა პრევენციას, გამოვლენას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს; ვ) უბნის ინსპექტორი – სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და უბნის უმცროსი ინსპექტორი: ვ.ა) უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი – სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე, რომელიც ახორციელებს თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთას, დანაშაულთა გამოძიებას ან/და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს; ვ.ბ) უბნის უმცროსი ინსპექტორი – სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე, რომელიც თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლისა და ინსპექტორ-გამომძიებლის დავალებებს, ასევე ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს; ზ) ანალიტიკოსი – სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე, რომელიც ახორციელებს ტერიტორიული ორგანოს საპოლიციო საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკურ მხარდაჭერას; თ) პატრულირება – განსაზღვრულ ტერიტორიულ ერთეულებში, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელება უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლების და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების მიერ; ი) ქვეითი პატრულირება – სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში სამოქმედო ტერიტორიის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციის ქვეითად განხორციელება; კ) უბნის პასპორტი – დადგენილი ნიმუშის დოკუმენტი (დანართი №1), რომელშიც თავს იყრის უბნის დემოგრაფიული და სხვა სახის მონაცემები, რომელსაც აწარმოებენ უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლები და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები. მუხლი 3🔗 გამომძიებლები, დეტექტივ-გამომძიებლები, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლები, დეტექტივები, უბნის ინსპექტორები, მართლწესრიგის ოფიცრები და ანალიტიკოსები საქმიანობის განხორციელებისას განუხრელად იცავენ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს. მუხლი 4🔗 1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია გამომძიებელს, დეტექტივ-გამომძიებელს, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს, დეტექტივს, უბნის ინსპექტორსა და მართლწესრიგის ოფიცერს გააცნოს მათი სამოქმედო ტერიტორიისათვის დამახასიათებელი ოპერატიული ვითარების თავისებურებები, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების განთავსების ადგილები, აგრეთვე სხვა გარემოებები, რაც აუცილებელია მათი საქმიანობის განხორციელებისთვის. 2. სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში დეტექტივ-გამომძიებელს სამსახურებრივად ექვემდებარება დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი. 3. უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს სამსახურებრივად ექვემდებარება უმცროსი ინსპექტორი. 4. უბნის ინსპექტორი და მართლწესრიგის ოფიცერი ვალდებულნი არიან ატარონ ფორმის ტანსაცმელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ღონისძიების ხასიათი მოითხოვს უფლებამოსილების ფორმის ტანსაცმლის გარეშე  განხორციელებას. 5. გამომძიებელი, დეტექტივ-გამომძიებელი, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი, დეტექტივი, უბნის ინსპექტორი და მართლწესრიგის ოფიცერი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ატარებენ სამსახურებრივ-საშტატო იარაღს ან/და სპეციალურ საშუალებებს. 6. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების, გამოყენების, შენახვისა და ჩაბარების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. სამოქმედო ტერიტორიაზე უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ამ წესის შესაბამისად, აწარმოებენ უბნის პასპორტს. 8. უბნის პასპორტში შეტანილი უნდა იქნეს დემოგრაფიული და სხვა სახის მონაცემები სამოქმედო ტერიტორიის შესაბამისად. უბნის პასპორტში შეიტანება ასევე მონაცემები იმ პირთა შესახებ, რომლებიც შემჩნეულნი არიან საზოგადოებრივი წესრიგის ხშირ დარღვევაში, ის პირები, რომლებიც ამზადებენ, ჩადიან ან უკვე ჩადენილი აქვთ დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ან რომელთა მიმართაც უნდა განხორციელდეს პრევენციული  ღონისძიებები. მუხლი 5🔗 გამომძიებლის ფუნქციებია: ა) დანაშაულის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე გამოძიების დაწყება; ბ) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარება, გარდა იმ მოქმედებისა, რომლის ჩატარებაც პროკურორის კომპეტენციაა; გ) კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების განხილვა; დ) სხვა გამომძიებლისათვის საგამოძიებო დავალების მიცემის თხოვნით საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორისთვის მიმართვა; ე) ადამიანის უფლებების შემზღუდავი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად სასამართლოდან განჩინების მიღების მიზნით პროკურორისთვის მიმართვა; ვ) თარჯიმნის, ექსპერტის, ამოსაცნობი პირის მოწვევა; ზ) სისხლის სამართლის საქმის აღდგენის მიზნით, წერილობითი მიმართვა შესაბამისი ორგანოს ან დაწესებულებისათვის საჭირო მასალების ან/და ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით; თ) მისი მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში საჩივრის და სისხლის სამართლის საქმის მასალების საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორისთვის ან სასამართლოსათვის დაუყოვნებლივ გადაგზავნა; ი) პოლიციის სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში; კ) სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებსა და მის მიერ განხილულ განცხადებებსა და საჩივრებზე; ლ) უფლებამოსილი პირებისთვის წინადადებების მიწოდება პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით; მ) პროკურორისთვის მიმართვა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად დავალების გამოტანის/შესაბამისი თანხმობის მიღების მიზნით; ნ) შესაბამისი ორგანოებისთვის წერილობითი მითითებების მიცემა დაკავებულთა და დაპატიმრებულთა გამოძიების ადგილზე მიყვანის შესახებ; ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 6🔗 1. დეტექტივის ფუნქციებია: ა) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; ბ) „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; გ) ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება; დ) ოპერატიული ინფორმაციის ფლობა მის სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფ იმ პირთა შესახებ, რომლებიც ამზადებენ, ჩადიან ან ჩადენილი აქვთ დანაშაული, ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ე) პროკურორისთვის მიმართვა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად დავალების მიღების მიზნით; ვ) ძებნილ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე სხვა სამართალდამრღვევ პირთა ძებნა და დაკავება; ზ) ამოუცნობი გვამების დასადგენად და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძებნად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; თ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება და შესაბამისი დანაყოფებისთვის ინფორმაციის მიწოდება; ი) ნარკოტიკული დანაშაულის ან/და სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა, აღნიშნული ფაქტების გამოვლენა, კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება და პრევენციული  ღონისძიებების განხორციელება; კ) მოპარული ნივთებისა და მათი გასაღების სავარაუდო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოძიება; ლ) დანაშაულზე წასწრებისას კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი ღონისძიებების (შემთხვევის ადგილის დაცვა, დაკავება, პირადი ჩხრეკა) განხორციელება; მ) გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე თარჯიმანთა, გარეშე პირთა მოძიება და მოყვანა; ნ) გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე საჭირო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელება; ო) ამოსაცნობი პირის/ნივთის ანალოგების მოძიება; პ) მოწმეთა/გამოსაკითხ პირთა ადგილსამყოფლის დადგენა; ჟ) მოწმეთა იძულებით მიყვანის უზრუნველყოფა; რ) კომპეტენციის ფარგლებში დაკავებულთა/დაპატიმრებულთა გამომძიებლის მიერ მითითებულ ადგილზე მიყვანა; ს) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში  საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლება/გამოყვანა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;  ტ) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების დაკავება და დანიშნულების ადგილას (დროებითი განთავსების ცენტრი/დროებითი მოთავსების იზოლატორი) მიყვანა; უ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება არ წარმოადგენს  სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დასაქმებული დეტექტივის კომპეტენციას.   მუხლი 7🔗 1. დეტექტივ-გამომძიებლის, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლისა და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ფუნქციებია: ა) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; ბ) „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; გ) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის“ შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; დ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; ე) დანაშაულის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე გამოძიების დაწყება; ვ) ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება; თ) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე სხვა სამართალდამრღვევ პირთა ძებნა და დაკავება, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ამოუცნობი გვამების დასადგენად და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძებნად; ი) პოლიციის სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევების, ძებნაში მყოფი პირებისა და სხვა სამართალდამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით; კ) ოპერატიული  ინფორმაციის ფლობა მის სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფ იმ პირთა შესახებ, რომლებიც ამზადებენ, სჩადიან ან ჩადენილი აქვთ დანაშაული, ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ლ) შემაკავებელი, აგრეთვე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის გამოცემა და ორდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგი; მ) დამცავი ორდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგი; ნ) ძალადობის რისკის შეფასების მექანიზმის დანერგვა-განხორციელება; ო) არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში სოციალური მუშაკის მიერ  არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება; პ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება და შესაბამისი დანაყოფებისთვის ინფორმაციის მიწოდება; ჟ) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების დაკავება და დანიშნულების ადგილას (დროებითი განთავსების ცენტრი/დროებითი მოთავსების იზოლატორი) მიყვანა; რ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების და უფლება-მოვალეობების განხორციელება. 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებისა, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლისა და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ფუნქციებია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლება/გამოყვანა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;  ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და პირობებით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორებზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი და პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით შესაბამისი ზომების მიღება; გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების და ფუნქციონირების ვალდებულების შესრულების კონტროლი და გამოვლენილი დარღვევების შესახებ კომპეტენტური ორგანოსთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება; დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება და ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი დანაყოფებისთვის; ე) უკანონო გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა; ვ) იმ პირთა გამოვლენა, რომლებსაც პროსტიტუციისთვის გადაცემული აქვთ ადგილი ან საცხოვრებელი ფართი ან ამ საქმიანობაში რთავენ არასრულწლოვანებს ან სჩადიან სხვა ამგვარ ქმედებებს; ზ) მოქალაქეთა წერილების, განცხადებებისა და საჩივრების მიღება, მათი რეგისტრაცია და განხილვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით; თ) სამოქმედო ტერიტორიაზე იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნის, რეგისტრაციის დადგენილი წესების დაცვის კონტროლი; ი) სამოქმედო ტერიტორიაზე   იმ პირების დადგენა და უბნის პასპორტში აღრიცხვა, რომლებმაც დატოვეს პენიტენციური დაწესებულება ან/და დროებითი მოთავსების იზოლატორი; კ) საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმის ფაქტების გამოვლენა-აღკვეთა; ლ) შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცველი ნაკეთობების, აგრეთვე ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარების დადგენილი წესების შესრულების კონტროლის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება; მ) ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც განსაზღვრული არ არის სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიები, პატრულირების განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლები და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და პოლიციის სხვა დანაყოფებთან ერთად: ა) ახორციელებენ იმ პირთა ადგილსამყოფლის დადგენას, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სამსახურში გაწვევას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ გარემოს დაცვის ღონისძიებებს. მუხლი 8🔗 უბნის უმცროსი ინსპექტორის ფუნქციებია: ა) დანაშაულის შესახებ შემოსული ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელობისათვის; ბ) ოპერატიული ვითარების შესახებ ინფორმაციის შეკრება, დამუშავება, სადღეღამისო კრებსებში დანიშნულებისამებრ დაგზავნა; გ) სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა; დ) საგანგებო შემთხვევათა დროს, მობილიზაციის მიზნით, შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების ინფორმირება; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 9🔗 1. მართლწესრიგის ოფიცრის ფუნქციებია: ა) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირება; გ) არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის, ბავშვთა უმეთვალყურეობის, აგრეთვე დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება; დ) არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა; ე) საჭიროების შემთხვევაში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, არასრულწლოვანთა მიმართ გადამისამართების მექანიზმის გამოყენება; ვ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა; ზ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული პრობლემების/საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე პროაქტიული რეაგირება. 2. სამოქმედო ტერიტორიაზე მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციებია: ა) დანაშაულისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტების აღმოსაფხვრელად, პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება, მათ შორის: ა.ა) პრევენციული ღონისძიებების განხორციელება იდენტიფიცირებულ მიზნობრივ ჯგუფებთან (ბავშვებთან, ძალადობის მსხვერპლებთან, სკოლებში და ა. შ.); ა.ბ) დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი ფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ა.გ) ქვეითად პატრულირება; ა.დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივ საკითხებთან, აგრეთვე სხვადასხვა საპოლიციო და სამოქალაქო სერვისთან დაკავშირებით მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება; ა.ე) ერთობლივი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით სოციალურ სამსახურებთან, სკოლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა; ბ) დანაშაულზე წასწრებისას, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი ღონისძიებების (შემთხვევის ადგილის დაცვა, დაკავება, პირადი ჩხრეკა) განხორციელება; გ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად: გ.ა) შემაკავებელი, აგრეთვე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის გამოცემა და ორდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგი; გ.ბ) დამცავი ორდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგი; გ.გ) ძალადობის რისკის შეფასების მექანიზმის დანერგვა-განხორციელება; გ.დ) არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში სოციალური მუშაკის მიერ  არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება; გ.ე) პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინება მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 71​6 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ; დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება და შესაბამისი დანაყოფებისთვის ინფორმაციის მიწოდება; ე) სახელმწიფო უწყებებთან და პოლიციის სხვა დანაყოფებთან მჭიდრო თანამშრომლობა დანაშაულისა და სამართალდარღვევის პრევენციისათვის სხვადასხვა სახის პროგრამების, ინიციატივებისა და ღონისძიებების დაგეგმვასთან და განხორციელებასთან დაკავშირებით; ვ) ნარკოტიკული დანაშაულის/სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის ფლობა, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების  ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება; ზ) სამეზობლო კონფლიქტებზე ადმინისტრაციული რეაგირება, მათი თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი პრევენციული პროგრამების/ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება; თ) გადაუდებელი ზომების მიღება პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პირი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან გარშემომყოფთ; ი) ინფორმაციის ფლობა სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფ იმ პირთა შესახებ, რომლებსაც ჩადენილი აქვთ დანაშაული ან/და სამართალდარღვევა, ასევე, იმ პირთა შესახებ, რომელთაც დაწესებული აქვთ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები; კ) სამოქმედო ტერიტორიაზე ვითარების (მათ შორის, დემოგრაფიული, სოციალური, და ა. შ.) ანალიზი და კრიმინოგენური ინფორმაციის ფლობა, აღნიშნული ინფორმაციის შეყვანა სხვადასხვა საინფორმაციო ბაზაში, აგრეთვე დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის ფლობა და ანალიზი; ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე და 176​1 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება; მ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებისა და ფუნქციონირების ვალდებულების შესრულების კონტროლი, კოორდინაცია და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება; ნ) იმ პირთა ადგილსამყოფლის დადგენაში მონაწილეობა, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სამსახურში გაწვევას; ო) უკანონო გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა; პ) იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნის, რეგისტრაციის დადგენილი წესების დაცვის კონტროლი; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) კონტროლის განხორციელება და კოორდინაცია; რ) სამოქმედო ტერიტორიაზე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირების დადგენა; ს) საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმის ფაქტებზე რეაგირება; ტ) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების დაკავება და დანიშნულების ადგილას (დროებითი განთავსების ცენტრი/დროებითი მოთავსების იზოლატორი) მიყვანა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების მიზნით პოლიციის სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობა; უ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 10🔗 გამომძიებლების, დეტექტივ-გამომძიებლის, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, დეტექტივების, უბნის ინსპექტორებისა და მართლწესრიგის ოფიცრების საერთო ფუნქციებია: ა) საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა; ბ) შესაბამისი დეპარტამენტის უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის განხორციელება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო ან საომარი მდგომარეობისათვის დადგენილი რეჟიმის დაცვაში, ლიკვიდაციასა და სამძებრო სამუშაოებში, ხოლო ეპიდემიისა და ეპიზოოტიის დროს – საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; დ) დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულ პირთა, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსება; ე) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციის დროს პირთა უსაფრთხოების დაცვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფა, დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთა დახმარება, საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციასა და საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელებაში მონაწილეობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირისთვის დაკისრებული  შეზღუდვების შესრულების კონტორლი; თ) ინფორმაციის შეკრება, დამუშავება და სადღეღამისო კრებსებში განსათავსებლად გადაცემა. მუხლი 11🔗 1. ანალიტიკოსის ფუნქციებია: ა) საპოლიციო საქმიანობის ინფორმაციული მხარდაჭერა; ბ) სისხლის სამართლის საქმის გამოძიების და ოპერატიული საქმიანობის მხარდაჭერა; გ) დანაყოფის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული კრიმინოგენური ვითარების შეფასება და ანალიზი; დ) დანაშაულისა და სამართალდარღვევათა თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ე) შესაბამისი დეპარტამენტის ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფორმირება. 2. ანალიტიკოსის კომპეტენციაა: ა) ყოველდღიურ რეჟიმში, დანაყოფის სამოქმედო ტერიტორიაზე, სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის მიღება, დამუშავება, სისტემატიზაცია, შეფასება და ანალიზი; ბ) დანაყოფის სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულებისა და სამართალდარღვევების აღრიცხვა, დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკური და ანალიტიკური დოკუმენტების წარმოება; ბ.ა) დანაშაულის/სამართალდარღვევების ტენდენციების, მათი ხასიათისა და მასშტაბის, ერთმანეთთან დაკავშირებული დანაშაულებისა და ინციდენტების, დანაშაულის ცხელი წერტილების და დამნაშავეთა/დანაშაულებრივი ქმედების საერთო მახასიათებლების იდენტიფიცირება და ანალიზი; ბ.ბ) დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი და გამომწვევი ფაქტორების იდენტიფიცირება, არსებული, ახალი ან მზარდი კრიმინოგენური პრობლემების განსაზღვრა, დანაშაულთან ბრძოლის, მისი პრევენციისა და შემცირების შესაძლებლობების იდენტიფიცირება; დანაშაულზე/სამართალდარღვევაზე რეაგირების მხრივ სამართალდაცვითი ტექნიკის ეფექტიანობის შეფასება; ბ.გ) პიროვნებისგან მომდინარე სავარაუდო საფრთხის მასშტაბისა და ხარისხის იდენტიფიცირება; იმ სუბიექტების სრულყოფილი პროფილის შექმნა, რომელიც გამოვლენილია, როგორც ინციდენტში სავარაუდო მონაწილე პირი (დამნაშავე, მსხვერპლი, მოწმე); ბ.დ) კრიმინალური ჯგუფების იდენტიფიცირება, ჯგუფის წევრების კავშირების მნიშვნელობისა და თავისებურებების დადგენა; მათ შორის, მათი როლის, ჯგუფის იერარქიაში ადგილის და ზეგავლენის შესახებ სრული სურათის შექმნა; გ) დანაყოფის სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობის ცვლილების, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, უმუშევრობის დონის, ადგილობრივი ბიზნესის შესახებ ინფორმაციის შეგროვება; დანაშაულსა/სამართალდარღვევაზე დემოგრაფიულ-სოციალური ფაქტორების გავლენის შეფასება; დ) დანაყოფის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული დანაშაულებრივი ბაზრის იდენტიფიცირება, შესწავლა და მისი მზარდი ტენდენციების გამოვლენა; ე) დანაყოფის პრობლემის იდენტიფიცირება, პრობლემის გადაწყვეტის სტრატეგიისა და რესურსების პრიორიტეტების მიხედვით განაწილების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება; ვ) სისხლის სამართლის საქმეების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ მონაცემების შეგროვება, ანალიზი და ხელმძღვანელი პირების ინფორმირება; ზ) დანაყოფში არსებული ოპერატიული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი; დამნაშავეთა და სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება და დამუშავება; თ) ცალკეულ შემთხვევაში, ეფექტიანი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და საგამოძიებო მოქმედებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით დანაყოფის მხარდაჭერა; ი) დანაყოფის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რისკების შეფასება და ხელმძღვანელობის ინფორმირება; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 12🔗 1. ნარკოტიკულ დანაშაულთან და სამართალდარღვევასთან  ბრძოლის მიზნით უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის კომპეტენციაა: ა) იმ პირთა გამოვლენა, რომლებიც შემჩნეულნი არიან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ან სხვა ტოქსიკური საშუალებების უკანონო მოხმარებაში, აგრეთვე იმ პირების, რომლებიც იყოლიებენ არასრულწლოვანებს აღნიშნული საშუალებების მოხმარებაში; ბ) შემოწმების ან ექსპერტიზის ჩატარების მიზნით,  ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ან ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირების წარდგენა სამინისტროს შესაბამის დაწესებულებაში,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარეების უკანონო დათესვის, მოყვანის და კულტივირების ადგილების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მოპოვება, აღნიშნულის შესახებ უშუალო უფროსისთვის ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება და  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 2. საოჯახო/სამეზობლო სფეროში სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და გამოვლენის მიზნით უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლისა, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლისა და მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაა: ა) გამოავლინონ ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირთა ოჯახები, რომელთაც ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები, აგრეთვე პირები, რომლებიც ჩადიან ძალადობას ოჯახში; ბ) ოჯახური კონფლიქტების წარმოშობის მიზეზების შესწავლა და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სოციალური მომსახურების სამსახურების ინფორმირება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, სამეზობლო კონფლიქტებზე მედიაციის განხორციელება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქისთვის კონსულტაციის მიცემა; ე) ოჯახური/სამეზობლო დავების მოსაგვარებლად პრევენციული ღონისძიებების გატარება; ვ) შემაკავებელი, აგრეთვე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის გამოცემა და ორდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგი, მინისტრის ბრძანების შესაბამისად. ზ) დამცავი ორდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგი მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 3. არასრულწლოვნებს შორის სამართალდარღვევათა აცილების მიზნით უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და მართლწესრიგის ოფიცერი: ა) დაინტერესებულ სახელმწიფო  და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მონაწილეობენ არასრულწლოვანთა დანაშაულის თავიდან აცილებისა და   აღკვეთის მიზნით პრევენციულ ღონისძიებებში; ბ) გამოავლენენ და უბნის პასპორტში/შესაბამის ბაზებში აღრიცხავენ იმ არასრულწლოვნებს, რომლებიც სისტემატურად არიან შემჩნეულნი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში; გ) გამოავლენენ და უბნის პასპორტში/შესაბამის ბაზებში აღრიცხავენ იმ მშობლებს ან მეურვეებს (მზრუნველებს), რომლებიც არ ასრულებენ არასრულწლოვანთა აღზრდის მოვალეობას და აღნიშნულის თაობაზე აცნობებენ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს, სოციალურ სამსახურებს, სხვა დაინტერესებულ პირებს, სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს; დ) დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ავლენენ მიუსაფარ, მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვნებს. მუხლი 13🔗 1. სამინისტროს შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების დამუშავების და აღრიცხვის მიზნით, სამინისტროს ტერიტორიული ორგანო (უბნის ინსპექტორი, მართლწესრიგის ოფიცერი) სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ შექმნილი შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით ახორციელებს – ოჯახში კონფლიქტის, არასრულწლოვანთან დაკავშირებული კონფლიქტის და საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომხდარი კონფლიქტის აღრიცხვის შესახებ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის სააღრიცხვო ფორმების შევსებას, რაც აისახება სამინისტროს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში. პროგრამულ უზრუნველყოფაზე წვდომა ხორციელდება ერთჯერადი რიცხვითი პაროლის გენერირების მოწყობილობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა ამ წესით გათვალისწინებული მონაცემები სამინისტროს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში უნდა ასახონ აღნიშნული მონაცემების მოპოვებიდან არაუგვიანეს 72 საათის განმავლობაში. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა ამ წესის შესაბამისად: ა) ოჯახში კონფლიქტის აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფით განსაზღვრული სააღრიცხვო ფორმის შევსება უზრუნველყონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უშუალოდ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით: ა.ა) არ არის გამოცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერი; ა.ბ) არ არის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება; ა.გ) არ არის გამოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ბ) არასრულწლოვანთან დაკავშირებული კონფლიქტის აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფით განსაზღვრული სააღრიცხვო ფორმის შევსება განახორციელონ მხოლოდ არასრულწლოვანთან დაკავშირებული ისეთი კონფლიქტების შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულ ფაქტზე არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და არ მიმდინარეობს წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე; გ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომხდარი პროგრამული უზრუნველყოფით განსაზღვრული სააღრიცხვო ფორმის შევსება განახორციელონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომხდარი კონფლიქტი უკავშირდება მოსწავლეს. დანართი №1 უ ბ ნ ი ს      პ ა ს პ ო რ ტ ი სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა დემოგრაფიული მონაცემები: სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), დაბადების ადგილი მონაცემები იმ პირთა შესახებ, რომლებიც შემჩნეულნი არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემატურ დარღვევაში მონაცემები იმ პირთა შესახებ, რომლებიც ამზადებენ, ჩადიან ან ჩადენილი აქვთ დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება მონაცემები იმ პირთა შესახებ, რომელთა მიმართ უნდა განხორციელდეს პრევენციული ღონისძიებები მონაცემები იმ პირთა შესახებ, რომლებიც ჩადიან ქალთა მიმართ ძალადობას/ოჯახში ძალადობას მონაცემები იმ არასრულწლოვანთა შესახებ, რომლებიც სისტემატურად  არიან შემჩნეულნი დანაშაულის ჩადენაში მონაცემები იმ მშობლების/მეურვეების (მზრუნველების) შესახებ, რომლებიც კეთილსინდისიერად არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს მონაცემები სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფი იმ  პირების შესახებ, რომელებმაც დატოვეს პენიტენციური დაწესებულება ან/და დროებითი მოთავსების იზოლატორი ინფორმაცია სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე ორგანიზაციათა და დაწესებულებათა შესახებ (სავაჭრო ცენტრები, მატერიალურ ფასეულობათა შენახვის ადგილები, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სალაროების დისლოკაციის ადგილები, მათი ტექნიკური გამაგრების და დაცვის სისტემები) მონაცემები სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფი მიუსაფარი არასრულწლოვნების შესახებ მონაცემები სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფ უცხოელ მოქალაქეთა შესახებ სამსახურის დამთავრებისას ინფორმაცია სამოქმედო ტერიტორიაზე გაწეული მუშაობისა და შედეგების შესახებ