ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი გოგაშენის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 26.11.2019
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.141.016300
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.11.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციან | ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი დავნიას განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხავეთი განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტირ სოფელი კუმურდოს - განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი აფნიას განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე კასპის მუნიციპალიტეტში, წინარეხის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მდებარე სოფელ გომი-ჯვარში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. №67.09.31.688) სააგარაკე/საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი გოგაშენის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2019 წლის 26 ნოემბერი
ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი გოგაშენის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლისა და 141-ე მუხლის მე-11 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებების შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №2014 განკარგულებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით დამტკიცდეს სოფელი გოგაშენის განაშენიანების გეგმა (ტექსტური ნაწილი – დანართი №1, გრაფიკული ნაწილი – დანართი №2).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №20 14 განკარგულება „სოფ. გოგაშენის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან