საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.11.2019 ძალადაკარგული 22.04.2021
ნომერი
№150
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.160.016586
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/11/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №150

2019 წლის 25 ნოემბერი

ქ. რუსთავი

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 2093 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის, 2401 მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების დანართი №1-ის მე-2 პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ  პირს – „რუსთავსერვის ცენტრს“ (აიდენტიფიკაციო ნომერი:416316016).
მუხლი 2
დამტკიცდეს თანდართული:

ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1);

ბ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2);

გ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №3);

დ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალი (დანართი №4);

ე) გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ჩამოწერის ფორმა (დანართი №5).

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინინო ქავთარაძე



დანართი №1

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შევსებისჩაბარებისწარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1. წესის რეგულირების საგანი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შევსების , ჩაბარების , წარმოებისა და აღრიცხვა -ანგარიშგების წესი “ (შემდგომში – წესი ) შემუშავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის , „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ “ საქართველოს კანონის , „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის , მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების , „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა -უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად და განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის , საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის , მისი შევსების , ჩაბარების , წარმოების , აღრიცხვა -ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს .

მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამშრომლები

საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი – „რუსთავსერვის ცენტრი “ (საიდენტიფიკაციო ნომერი : 416316016) (შემდგომში – სამართალსუბიექტი ), ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრული სამართალსუბიექტის თანამშრომლები (შემდგომში – თანამშრომელი ).

მუხლი 3. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი და მისი შევსება

1. „სამართალსუბიექტი “ უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში განახორციელოს შემოწმება და შეადგინოს შესაბამისი საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი .

2. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ორ ეგზემპლარად . რომლის ერთი ეგზემპლარი (ორიგინალი ) რჩება მის შემვსებ სამართალსუბიექტის თანამშრომელთან , მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს .

3. საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისგან :

ა ) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ;

ბ ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა .

4. საჯარიმო ქვითარში შეიტანება :

ა ) პირველ პუნქტში : შედგენის თარიღი (რიცხვი , თვე , წელი );

ბ ) მე -2 პუნქტში : შედგენის ადგილი ;

გ ) მე -3 პუნქტში : შემდგენლის თანამდებობა , სახელი , მამის სახელი , გვარი ;

დ ) მე -4 პუნქტში : ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები : ფიზიკური პირის შემთხვევაში – მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები , პირადი ნომერი , სახელი და გვარი , მისამართი (რეგისტრაციის და სხვა ); იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება , მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი ;

ე ) მე -5 პუნქტში : ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი , დრო , არსი ;

ვ ) მე -6 პუნქტში : ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობა ;

ზ ) მე -7 პუნქტში : მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები , პირადი ნომერი , სახელი და გვარი , მისამართი (რეგისტრაციისა და სხვა );

თ ) მე -8 პუნქტში : დამრღვევის ახსნა -განმარტება : ახსნა -განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები , ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა , სახელი და გვარი , რომელმაც ჩამოართვა ახსნა -განმარტება ;

ი ) მე -9 პუნქტში : მიმღები მოლარე (ხელმოწერა , თარიღი , საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი ), სადაც გადახდილი უნდა იქნეს ჯარიმით გათვალისწინებული თანხა .

5. საჯარიმო ქვითრის შევსებისას სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი , საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების ადგილი და ვადა , პასუხისმგებლობა ჯარიმით გათვალისწინებული თანხის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში , რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში .

6. საჯარიმო ქვითრის ფორმა უნდა შეიცავდეს ბეჭდის ადგილს . იმ ადგილზე , რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს , ბეჭედი დაისმება იმ უფლებამოსილი პირის მიერ , რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას , ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ .

7. საჯარიმო ქვითრის პირველ ნაწილს , გარდა მე -9 პუნქტისა , ავსებს თანამშრომელი . საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენელი და სამართალდამრღვევი . თუ არიან მოწმეები ან სხვა პირები შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც .

8. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე , ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი სამართალდარღვევის ოქმის შემვსები პირის მიერ . სამართალდამრღვევი უფლებამოსილია დაურთოს საჯარიმო ქვითარზე ახსნა-განმარტებები და წარადგინოს შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით , ასევე ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები .

9. საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ საჯარიმო ქვითრის პირველი ნაწილის შესაბამისად .

10. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით . საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით . დაუშვებელია გადახაზვა , გადაფხეკა , გადაშლა და ა .შ . საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი . ძველი გადაიხაზება ჯვარედინად , რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემვსები მოხსენებითი ბარათით , გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს საჯარიმო ქვითრის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს .

11. საჯარიმო ქვითარი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ) სარეგისტრაციო ჟურნალში .

მუხლი 4. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა -ანგარიშგება

1. საჯარიმო ქვითრების გამოყენება და აღრიცხვა -ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ “ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით .

2. საჯარიმო ქვითრის აღრიცხვისა და გაცემისთვის ინიშნება პასუხისმგებელი პირი .

3. საჯარიმო ქვითრის ბლანკები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში .

4. საჯარიმო ქვითრის ბლანკი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს , იბეჭდება სტამბური წესით და სააღრიცხვო სერიით .

5. თანამშრომლისთვის საჯარიმო ქვითრის ბლანკის გაცემას ახორციელებს „სამართალსუბიექტის “ მიერ საჯარიმო ქვითრის აღრიცხვასა და გაცემაზე განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი . საჯარიმო ქვითრების გაცემა აღირიცხება „საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში ”.

6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას შედგენილი საჯარიმო ქვითარი ფიქსირდება სპეციალურ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში .

7. ამ მუხლის მეხუთე და მეექვსე პუნქტებით განსაზღვრული ჟურნალების ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით . ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი . ამასთან , ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი , რომელიც მოწმდება „სამართალსუბიექტის “ ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით .

8. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით .

9. ჟურნალებში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა , ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით . უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე , რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი , ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში , ხოლო გრაფაში „შენიშვნა “ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს .

10. იმ შემთხვევაში , თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი , იხსნება ახალი ჟურნალი , რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას .

11. ჟურნალებში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებში .

მუხლი 5. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა

1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება :

ა ) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო ;

ბ ) საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო ;

გ ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში .

2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი ჩამოიწერება აქტით .

3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

მუხლი 6. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნა

1. პირს , ვის მიმართაც გამოტანილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმი – საჯარიმო ქვითარი , მისი შედგენიდან 10 დღის ვადაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია გაასაჩივროს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქალაქი რუსთავი , ბოსტან -ქალაქის ქუჩა N6).

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად , საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას .

მუხლი 7. ჯარიმის გადახდა

1. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში .

2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ან დასვენების დღეს (შაბათს , კვირას ), ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე .

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30 დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში , „სამართალსუბიექტის “ მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი , რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს .

მუხლი 8. ვადების ათვლა

წინამდებარე წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები .

 

  დანართი №3

 

საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის

აღრიცხვის ჟურნალი

 

საჯარიმო ქვითრის გაცემის თარიღი

საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური ნომერი

გაცემული საჯარიმო ქვითრის რაოდენობა

საჯარიმო ქვითრის მიმღების გვარი , სახელი

ხელმოწერა მიღებაზე

გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური ნომერი

შენიშვნა

№-დან

№-ის ჩათვლით

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

      დანართი №4

საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალი

 

საჯარიმო ქვითრის №

ქვითრის შედგენის ადგილი და თარიღი

ქვითრის შემდგენლის გვარი , სახელი , თანამდებობა

სამართალ - დამრღვევი პირის მონაცემები

სამართალდარღვევის ჩადენის არსი (მიეთითოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი )

გატარებული ღონისძიება

შენიშვნა

1

 

 

2

 

 

3

 

 

4

 

 

5

 

 

6

 

 

7

 

 

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №5

გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ჩამოწერის ფორმა

ა ქ ტ ი №-----

 

------------------------------------------------------                                          ------ ---------------------- 20 წელი

                   „სამართალსუბიექტის “ დასახელება                                                                                 რიცხვი , თვე , წელი

 

გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ჩამოწერის შესახებ

საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური №

რაოდენობა

თარიღი

ჩამოწერის საფუძველი

  შენიშვნა

1

2

3

4

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორეს :

 

საჯარიმო ქვითრის

აღრიცხვა -ანგარიშგებაზე

პასუხისმგებელი პირი : ----------------------------------------        ------------------------------

                                                                (სახელი , გვარი )                                                               (ხელმოწერა )

 

ხელმძღვანელი პირი : ----------------------------------------           ------------------------------

                                                                (სახელი , გვარი )                                                               (ხელმოწერა)