,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.01.2006 ბოლო ცვლილება 27.03.2007
ნომერი
№0
სარეგისტრაციო კოდი
010200000.30.040.000001
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 1, 31/01/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის კანონი

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, № 4, 30.11.2004 წელი, მუხ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 2.

 1. აფხაზეთის მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარის, თავმჯდომარის ორი მოადგილისა და აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან.”.

  2. მე-12 მუხლის ,,ე”, ,,თ”, ,,ი”, ,,კ” და ,,ლ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე” და ,,ზ1 ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით:

1. ლიკვიდირებულ იქნეს აფხაზეთის საგანგებო დავალებათა დეპარტამენტი.

2. რეორგანიზებულ იქნეს აფხაზეთის გარემოსა და ბუნებრივი რესურსებისა და აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტები და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდეს აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტი.

3. რეორგანიზებულ იქნეს საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტი და მის ბაზაზე ჩამოყა-ლიბდეს აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტი.

4. რეორგანიზებულ იქნეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი და მის ბაზაზე ჩამოყალიბდეს აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი.

5. აფხაზეთის მთავრობამ, კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შეიმუშაოს შესაბამისი სა-მართლებრივი აქტები. აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების, მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებმა განახორციელონ საკადრო ოპტიმიზაცია დაქვემდებარებულ უწყებებში.

მუხლი 3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 1 მარტიდან.

მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი           გ. ჩიქოვანი

31 იანვარი, 2006 წელი