ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსათვის საქართველოში კანონიერად მყოფი იმიგრანტის დასაქმების შესახებ შეტყობინების წესის შესახებ

მიღების თარიღი 29.11.2019
ძალაში შესვლა 01.01.2020
ძალის დაკარგვა 15.09.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-122/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016690
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/11/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 570 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.11.2019 მიღება
01.01.2020 ძალაში შესვლა
15.09.2023 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსათვის საქართველოში კანონიერად მყოფი იმიგრანტის დასაქმების შესახებ შეტყობინების წესის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-122/ნ 2019 წლის 29 ნოემბერი ქ. თბილისი ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსათვის საქართველოში კანონიერად მყოფი იმიგრანტის დასაქმების შესახებ შეტყობინების წესის შესახებ „შრომითი იმიგრანტის (საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის) ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 აგვისტოს №417 დადგენილების მე-2 მუხლისა და ამავე დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – დასაქმების  ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთვის საქართველოში კანონიერად მყოფი იმიგრანტის დასაქმების შესახებ შეტყობინების წესი“. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის საქართველოში კანონიერად მყოფი იმიგრანტის დასაქმების შესახებ შეტყობინების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 4 ნოემბრის №01-54/ნ ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე დანართი 1 ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - დასაქმების  ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთვის საქართველოში კანონიერად მყოფი იმიგრანტის დასაქმების შესახებ შეტყობინების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი შემუშავებულია „შრომითი იმიგრანტის (საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის) ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 აგვისტოს №417 დადგენილების მე-2 მუხლისა და ამავე დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად და განსაზღვრავს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ -  დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) საქართველოში კანონიერად მყოფი იმიგრანტის დასაქმების შესახებ წარსადგენი ინფორმაციის შეტყობინების ფორმასა და მისი წარდგენის წესს. მუხლი 2🔗. შეტყობინების წარდგენა ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს შეტყობინება საქართველოში კანონიერად მყოფი იმიგრანტის დასაქმებასთან დაკავშირებით, დანართი 1.1.-ით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად,  შრომითი ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.  მუხლი 3🔗. შეტყობინების წარდგენის ადგილები ამ წესით გათვალისწინებული შეტყობინება მატერიალური ფორმით წარდგენილი უნდა იქნეს სააგენტოში, ხოლო ელექტრონული ფორმით სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე – info@moh.gov.ge.               დანართი 1.1 ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობაში მყოფი, საქართველოში კანონიერად მყოფი იმიგრანტის დასაქმების შესახებ შეტყობინების ფორმა 1. ადგილობრივი დამსაქმებელი ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი: ____________________________________________ 1.1 იურიდიული მისამართი:   ___________________________ 1.2 ფაქტობრივი მისამართი:      ___________________________ 2. შეტყობინების განმახორციელებელი პასუხისმგებელი პირის პერსონალური მონაცემები: 2.1 სახელი, გვარი:      ___________________________ 2.2 პირადი ნომერი:  ___________________________ 2.3 დაკავებული პოზიცია:      ___________________________ 2.4 საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და/ან  ელექტრონული ფოსტა): ________________________________________________ 3.  დასაქმებული იმიგრანტის პერსონალური მონაცემები: 3.1 სახელი, გვარი: ___________________________ 3.2 პირადი ნომერი: ___________________________ 3.3 დაბადების თარიღი: ___________________________ 3.4 სქესი:  ___________________________ 3.5 წარმოშობის ქვეყანა: ___________________ 3.6 დაკავებული პოზიცია:  ___________________________ 4. იმიგრანტის მიერ დაკავებული პოზიციისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები:    4.1 განათლების აუცილებელი დონე: □ საშუალო □ პროფესიული □ უმაღლესი 4.2 ასაკი:  ___________________________ 4.3 გამოცდილება:   ___________________________ 4.4 სპეციფიკური უნარები:   ___________________________ 4.5 სხვა (მიუთითეთ)      _______________ 5. დასაქმებული უცხოელი იმიგრანტის პროფესია და გამოცდილება/კვალიფიკაცია: 5.1 განათლება: □ საშუალო □ პროფესიული □ უმაღლესი  5.2 პროფესია: _________________________________ 5.3 გამოცდილება/კვალიფიკაცია: _________________________________ 5.3 სპეციფიკური უნარები: _________________________________________ 5.4 სხვა (მიუთითეთ):  ____________________________ 6. ადგილობრივ დამსაქმებელსა და უცხოელ იმიგრანტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების დადებისა და მოქმედების ვადა: რიცხვი/თვე/წელი.