ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩისათვის პეტრე ზამბახიძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 25.11.2019
ძალაში შესვლა 25.11.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26/93
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.111.016003
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/11/2019
matsne.gov.ge 257 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.11.2019 მიღება
25.11.2019 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალ სოფელ მეორე გურიფულში უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 28.03.2024 ქალაქ ახალციხეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 30.04.2025 ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის N11 ქუჩისათვის ლადო სულაბერიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 10.06.2020 ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩის შესახვევისთვის ფოლკლორისტის კუკური ჭოხონელიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 04.11.2022 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩისათვის გურამ გაბესკირიას სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 25.11.2022

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩისათვის პეტრე ზამბახიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  განკარგულება №26/93 2019  წლის 25  ნოემბერი ქ. ფოთი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩისათვის პეტრე ზამბახიძის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-12 და მე-15  პუნქტების თანახმად და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 4 ნოემბრის №18 ოქმის შესაბამისად, მუხლი 1🔗. 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩას ეწოდოს პეტრე ზამბახიძის ქუჩის  სახელი, თანდართული სიტუაციური გეგმისა და ორთოფოტოს შესაბამისად. 2. აბრა წარწერით „პეტრე ზამბახიძის ქუჩა“ დაიდგას ქუჩის შემოსასვლელში. 3. ეს განკარგულება: ა)გადაეგზავნოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს, რომელმაც ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების  მე-7 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება; ბ ) 10 დღის ვადაში: ბ.ა) გადაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას; ბ.ბ) გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე . მუხლი 2🔗. განკარგულების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას. მუხლი 3🔗.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. მუხლი 4🔗. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №3). საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თავმჯდომარის მოადგილე       აკაკი დარჯანია