საჯარო სამართლის იურიდიული პირის -„კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 26.11.2019
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016289
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/11/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.11.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ ლიკვიდაციის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ ლიკვიდაციის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიულ პირის - „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის -„კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ შექმნის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №40
2019 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ შექმნის შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო“.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ (შემდგომში – სააგენტო) სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (რ. ნიჟარაძე), არაუგვიანეს 2019 წლის 20 დეკემბრამდე, უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის სააგენტოს დებულების პროექტის დასამტკიცებლად და ხელმძღვანელის კანდიდატურის დასანიშნად წარმოდგენა.
4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (რ. ნიჟარაძე) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი. დოლიძე) უზრუნველყონ სააგენტოსათვის საჭირო ქონების გადაცემასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი. დოლიძე) უზრუნველყოს ამ დადგენილებიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებების ასახვა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში.
6. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირუსლან აბაშიძე