1. უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზებისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით იქმნება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, რომლის შემადგენლობაში შედიან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები.
2. საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, უმაღლესი საბჭოს მიერ მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლის მიზნით უმაღლეს საბჭოში იქმნება კომიტეტები. კომიტეტის თავმჯდომარეს 5 წლის ვადით რეგლამენტით დადგენილი წესით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს უმაღლესი საბჭო.
3. უმაღლესი საბჭოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ უმაღლესი საბჭოს ფრაქციაში რეგლამენტით დადგენილი წესით. ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ხუთზე ნაკლები. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებები განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი