1. დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში ტექსტში – „მერია“) სტრუქტურას, მერიის თანამდებობის პირების, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების უფლებამსილებებს და მუშაობის ორგანიზებას.

2. დებულების ამოცანებია, თვითმმართველი ერთეულის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, მერიის საქმიანობის წესის განსაზღვრა და მოქალაქეებთან ურთიერთობის საფუძვლების შექმნა