ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.11.2019
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.131.016293
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.11.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თხილაიშვილი | ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
კასპის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე ქალაქ ბორჯომის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე ქალაქ ჩხოროწყუს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე ქალაქ ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N285-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 20.42.01.153) მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2019 წლის 29 ნოემბერი
ქ. ქობულეთი
ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 35-ე მუხლისა და 141-ე მუხლის მე-11 ნაწილის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის,ასევე საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ დადგენილებების შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქალაქ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 სექტემბრის №16 დადგენილებით დამტკიცებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით დამტკიცდეს:
ა) ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია;
ბ) ქალაქ ქობულეთის გენერალური გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №1);
გ) ქალაქ ქობულეთის განაშენიანების გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №2).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 სექტემბრის №16 დადგენილება ,,ქალაქ ქობულეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინათია თხილაიშვილი